23 - Stories that we left behind

415 51 33
                                    

ახალი გეგმის მიხედვით ღამის გატარება ტყვეებსა და ჯარისკაცებს აქ მოუწევთ, ხოლო დილით მოულოდნელად დაესხმებიან თავს ტერორისტებს.

მზის ბოლო სხივი უკვე რამდენიმე საათის წინ მოეფარა ჰორიზონტს და თავისი ადგილი იდუმალ მთვარესა და მოკაშკაშე ვარსკვლავებს დაუთმო.

ალიშა რამდენჯერაც შეხედავდა ალის, იმდენჯერ იზრდებოდა მასში ინტერესის გრძნობა, მაგრამ გადაწყვიტა ზეინისთვის არაფერი ეკითხა, რადგან ბიჭი უკვე დაჰპირდა, რომ ყველაფერს მალე მოუყვებოდა.

ზეინი გრძნობდა, რომ ალიშა მისგან ყველაფრის ახსნას მოელოდა, თუმცა ბიჭს ცოტა დრო სჭირდებოდა მთელი ამბის დასალაგებლად.

საბოლოოდ როგორც იქნა მალიკმა ძალა მოიკრიბა და გოგონასკენ გაემართა, რომელიც კოცონთან, დანარჩენი ჯარისკაცების მსგავსად უგემურ კონსერვს მიირთმევდა.

უხერხულად ჩაახველა გოგონას ყურადღების მისაქცევად, ალიშამ ღიმილით ახედა საყვარელ მამაკაცს, თუმცა როდესაც მის სახეზე აღბეჭდილი სერიოზული გამომეტყველება შენიშნა თავადაც დასერიოზულდა და ფეხზე წამოდგა.

-რამე მოხდა? ინტერესით იკითხა გოგონამ.

-უბრალოდ სადმე მყუდრო ადგილას გავიდეთ კარგი? ბიჭის ხმა სევდას მოეცვა.

შენობიდან გავიდნენ და მეზობელ ეზოში, ეზოს სკამზე დასხდნენ.

ზეინმა თავი ხელებში ჩარგო და ხელახლა სცადა გამბედაობის მოკრება.

გოგონა თავს ცოტათი დამნაშავედ გრძნობდა, მისი ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებისათვის, მაგრამ თან ძალიან აინტერესებდა ამ იდუმალებით მოცული ბიჭის ისტორია.

საბოლოოდ ზეინმა თავი ასწია და თხეობა დაიწყო.

-მეც აქ დავიბადე და გავიზარდე, ისე გამზარდეს, როგორც აქაურ კაცებს შეეფერებათ, მაგრამ მათსავით ბოლომდე შეტოპვამდე სიყვარულმა შემიშალა ხელი.
ჩემს მეზობლად მცხოვრები გოგონა შემიყვარდა და ყველა ღონეს ვხმარობდი, რომ მასაც იგივე გრძნობით ეპასუხა.
ეზოში ყვავილებს ვუტოვებდი, ის რა თქმა უნდა მაშინვე ნაგავში ყრიდა და საგულდაგულოდ მალავდა.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Where stories live. Discover now