4 - Day first

548 62 19
                                    

დილით გამაყრუებელი სიგნალი ისმის, რაც ალიშასა და სხვა დანარჩენებს აიძულებს თვალები გაახილონ.

გოგონას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს სულ რამოდენიმე წუთი ეძინა, მაგრამ თავს მაინც აიძულებს საწოლიდან თავი წამოყოს და გამოფხიზლება სცადოს.

სიგნალის ხმა ითიშება თუ არა, მეთაური მაშინვე იწყებს მკაცრ გაფრთხილებებს.

-ათ წუთში თუ ყველანი მზად არ იქნებით გუშინდელ პირობას შევასრულებ და ყველა თქვენგანს ორმაგად დაგტვირთავთ, ამასთანავე თუ ვინმეს ფორმა არასწორად ეცმევა დაისჯება.

მალიკი ამთავრებს სათქმელს და 'მისაღებ' ოთახში გადის.

ალიშა საწოლს ტოვებს და ქვემოთ ჩამოდის.

მისდა საბედნიეროდ წინა ღამესვე მოაწესრიგა ფორმა, მაგრამ ამდენი ბიჭის წინაშე მის ჩაცმას მაინც ვერ ბედავს.

ნაილი მიხვდა გოგონას გასაჭირს და ჩუმად უთხრა.

-სააბაზანო გამოიყენე.

ალიშას მაშინვე გაუბრწყინდა თვალები, სწრაფად გადაუხადა მადლობა ნაილს და სააბაზანოსაკენ დაიძრა, თუმცა გზად რომელიღაც ბიჭი გადაეღობა.

-საით გაგიწევია ლამაზო? ჩვენი ნუ გრცხვენია აქვე გამოიცვალე. უთხრა ბიჭმა და თან ბოროტულად ჩაიცინა.

-აბელ გაატარე, თორემ თუ დააგვიანა ხომ იცი, რომ მალიკი არ დაგვინდობს და შემდეგ ამისათვის პასუხს მოგთხოვთ. ალიშას კვლავ ნაილი გამოექომაგა და დღეს აი უკვე მეორედ გადაარჩინა.

აბელმა თვალები გადაატრიალა და ალიშას გზა გაუნთავისუფლა.

გოგონა სწრაფად შევარდა ოთახში, კარი გადაკეტა და მომზადებას შეუდგა.

ფორმა იდეალურად მოერგო, თმა 'ცხენის კუდად' შეიკრა, ფეხსაცმლის თასმები შეკრა და მხოლოდ ამის შემდეგ გააღო კარი.

საბედნიეროდ დროში ჩაეტია.

როგორც კი მოსამზადებლად მიცემული დრო ამოიწურა, მალიკი ახალწვეულებს ეზოსაკენ გაუძღვა.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Where stories live. Discover now