21 - Be Careful

398 51 30
                                    

მზისგან გამომშრალ ფხვიერ მიწაზე სისხლის პირველი წვეთი იღვრება და ბრძოლა უფრო სასტიკი ხდება.

ჯარისკაცების უმეტესობას ცოცხალი სამიზნისათვის აქამდე არასდროს უსვრიათ, მაგრამ ომის წესები სასტიკია: თუ იყოყმანებ მოკვდები, თუ შენ არ ესვრი, ისინი გესვრიან, თუ შენ არ მოკლავ, ისინი მოგკლავენ.

ტყვიების გამაყრუებელ ხმას სმენა ნელ-ნელა შეეჩვია და ისეთი შემაძრწუნებელი აღარ იყო როგორც თავდაპირველად.

შეტაკების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება, ირგვლივ ყველგან სისხლი და ნამსხვრევებია.

დანაყოფებში მსხვერპლი არ არის, მხოლოდ რამდენიმე მსუბუქად დაჭრილია, რომლებსაც ჰარი ადვილად მიხედავს.

ნაილი და ალიშა ორივენი შეშინებულები არიან, თუმცა ამ გრძნობას ადვილად მალავენ.

მთლიანი ბრძოლის განმავლობაში ზეინი მათ წინ უშიშრად იდგა და ორ უძვირფასეს ადამიანს სიკვდილის ბრჭყალებისაგან იცავდა, სწორედ ამიტომაცაა, რომ ამ ორს ხელები სისხლში ჯერაც არ გაესვარათ.

ამ ეტაპისათვის ბოლო სროლა ხორციელდება და კიდევ ერთი ტერორისტის სხეული ეცემა ძირს უსულოდ, დანარჩენები კი მიმალვას ასწრებენ.

სიტუაცია წყნარდება, მაგრამ ყველამ კარგად იციან, რომ ეს სულაც არ ნიშნავს დასასრულს, კიდევ ბევრჯერ მოსწყდება ტყვია მათ იარაღს.

ფრთხილად მიიწევენ დაზიანებული შენობისაკენ და მორიგეობით შედიან შიგნით სიტუაციის დასაზვერად.

როდესაც რწმუნდებიან, რომ საფრთხემ დროებით ჩაიარა, ცხელი მზისა და მძიმე იარაღისაგან დაღლილები იქვე, აფეთქებისაგან უმოწყალოდ დანგრეული შენობის ჯერ კიდევ საღ კუთხეში იკავებენ ადგილს და სულის მოთქმას ცდილობენ.

თავს ნაწილობრივ მოდუნების უფლებას აძლევენ, თუმცა იარაღს კი ხელიდან არ უშვებენ.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Where stories live. Discover now