5 - weak but stronger

539 61 16
                                    

საუზმის შემდეგ ახალწვეულებს თავისუფალი დრო გამოუჩნდათ, ამიტომ გადაწყვიტეს გასართობად წასულიყვნენ.

ალიშა ოთახში დარჩენას და რაიმე სასარგებლოს გაკეთებას აპირებდა, მაგრამ უეცრად ოთახში ნაილი დაბრუნდა და გოგონას აიძულა უკან გაყოლოდა. დერეფანში კედელს მიყუდებული ზეინი შენიშნა, რომელიც მათ აკვირდებოდა, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

ჯერ მხოლოდ მეორე დღეა რაც გოგონა აქ მოიყვანეს, მაგრამ ნაილს უკვე დაუმეგობრდა.

ნაილი ერთადერთი იყო, რომელიც ალიშას ეხმარებოდა, ამხნევებდა და ძალას მატებდა. დანარჩენები მას ზიზღით და დაცინვით უყურებდნენ, ზეინისა და ლუის შიში რომ არ ჰქონოდათ ალბათ იმ წამსვე ცოცხლად დაწვავდნენ, რა წამსაც საერთო ოთახის ზღვარს გადმოაბიჯა.

ყველაფრის მიუხედავად გოგონა გიჟდება თავის საქმიანობაზე და მადლიერია ძმის, რომელმაც ისეთი შანსი მისცა, როგორიც ალბათ მთელს პაკისტანში არცერთ ქალს არ ჰქონია.

მალე ეზოში მდგარ არც ისე დიდ შენობას მიუახლობდნენ.

-ეს რა ადგილია? იკითხა ალიშამ ისე, რომ შესასვლელისათვის თვალი არ მოუშორებია.

-ბოულინგ კლუბი, მაგრამ ბოულინგის გარდა კიდევ ბევრი რამაა. თავისუფალ დროს აქ მოსვლის და გართობის უფლება გვაქვს, ბიბლიოთეკაშიც შეგვიძლია წასვლა, მაგრამ იქ არავინ დადის, ძალიან მოწყენილობაა.

-ბოულინგის შესახებ წამიკითხავს, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი თავად თუ მექნებოდა მისი თამაშის საშუალება. აღტაცებით წამოიძახა გოგონამ.

ნაილს უმრანის ბავშვურობაზე გაეცინა და ღიმილით უპასუხა.

-მაშინ წავიდეთ და ვითამაშოთ.

გოგონაც მხიარულად მიჰყვებოდა მეგობარს, მაგრამ ღია კარში უამრავი ბიჭი შეამჩნია და ინსტიქტურად შეჩერდა.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Where stories live. Discover now