3 - First impression

602 58 18
                                    

ალიშას საფეთქელზე ცივი მეტალი ეხება რაც აკრთობს, თუმცა მამის სიტყვები აიძულებენ ერთ ადგილს მიეჯაჭვოს.

-ხომ იცოდი, რომ ვერსად დამემალებოდი? შენს გამო თავზე ლაფი დაგვესხა, რით ვერ შეიგნე, რომ მონა ხარ? შენ ან შენს ქმარს უნდა ეკუთვნოდე ან სიკვდილს. ახლა ოჯახის სახელის აღსადგენად თავი უნდა შემოგვწირო.

ცივ და ბნელ ოთახში იარაღის გადატენვის ხმა მკაფიოდ ისმის და

გასროლა.

შეშინებულ გოგონას მაშინვე ეღვიძება.
მთლიანად ოფლში ცურავს და რამოდენიმე წამი სჭირდება გონზე მოსასვლელად.

ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილას დგება.

ის ლუის სახლშია უსაფრთხოდ.

ხვალ მისი ამდენწლიანი ოცნება ასრულდება, ეროვნულ არმიაში დაიწყებს მსახურებას და დაამტკიცებს, რომ პაკისტანშიცაა შესაძლებელი ქალმა აკეთოს ის, რაც მოსწონს და რასაც სწორად თვლის, ის არ არის ვინმეს საკუთრება, ხოლო სიკვდილს მაშინ დანებდება, როდესაც ამის დრო ნამდვილად დადგება.

იცის, რომ რთული გზის გავლა მოუწევს, თუმცა ამაზე არ წუხს, მთავარი შედეგია, ის გაკვალული ბილიკი, რომელიც შემდგომ სხვებს დაეხმარება გზის გაკვლევაში.

რამოდენიმე საათში გათენდება და კვლავ ახალი დღე დაიწყება, ახალი დაბრკოლებებითა და შესაძლებლობებით, თუმცა მანამდე ღამის წღვდიადმა უნდა მოიცვას ჩვენი გონება და ახალი თავგადასავლებისათვის შეგვამზადოს.

***

ალიშამ მთელი დღე შესანიშნავად გაატარა, საღამოს კი ძმასთან გამომშვიდობება გაუჭირდა, თუმცა სხვა გზა მისი ოცნებებისაკენ მოჭრილია.

გოგონას ვერტმფრენით აქამდე არა თუ უმგზავრია, არამედ თვალითაც კი არ უნახავს, ამიტომ მცირეხნიანი მგზავრობისას ისლამაბადისაკენ ალიშას ფანჯრისათვის თვალი არ მოუშორებია.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Where stories live. Discover now