ბიბლიოთეკაში სამარისებური სიჩუმეა, რომელსაც მხოლოდ ზეინის მსუბუქი ნაბიჯების ხმა არღვევს.
სვეტებად აღმართული, წიგნებით სავსე თაროები ამაყად დაჰყურებენ მათ მუდმივ სტუმარს და დღემდე ცდილობენ იპოვონ ის წიგნი, რომელშიც ამ ბიჭის ისტორიაა მოთხრობილი, თუმცა უშედეგოდ. მათ ხომ არ იციან, რომ თავად ხდებიან იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც შემდგომ მათზე ამაყად დაიკავებს საკუთარ ადგილს.
მალიკი გოგონას უზარმაზარ თაროებს შორის ეძებს და მალევე პოულობს მას.
ალიშა ერთ-ერთი თაროს ქვეშ იატაკზე კომფორტულად მოკალათებულიყო და გატაცებით კითხულობდა მის ხელში მოქცეულ წიგნს.
ზეინის მოახლოება ვერ შეამჩნია, ან შეამჩნია და ყურადღება არმიაქცია.
მალიკი დაბნეული იდგა და არიცოდა რა მოემოქმედებინა. გოგონამ მდგომარეობა მოულოდნელად დასმული კითხვით გაუუარესა.
-რამით შემიძლია დაგეხმაროთ სერ? ისე იკითხა გოგონამ, რომ წიგნისათვის თვალი არმოუშორებია.
-მე... იცი?...
ზეინს სძულდა ის ფაქტი, რომ ალიშას მისი დაბნევა ასე მარტივად შეეძლო.გოგონა მშვიდად დგება იატაკიდან, წიგნს გულზე იკრავს და გასასვლელისაკენ მიემართება.
-აქედან წიგნების წაღება არშეიძლება. ზეინი გოგონას ასეთი სიმშვიდით კიდევ უფრო იბნევა.
-არამგონია ვინმემ მოიკითხოს. სიარულს აგრძელებს უმრანი.
-მე მოვიკითხავ, მე მაბარია აქაურობა. მტკიცედ პასუხობს მალიკი.
-კარგი. გაუპროტესტებლად ბრუნდება ალიშა უკან და წიგნის თაროზე დაბრუნებას აპირებს, როდესაც ზეინის ხმა კვლავ აჩერებს.
-წაღება მხოლოდ ერთი პირობით შეგიძლია. მალიკი ცოტახანს ჩუმდება და როდესაც პასუხად გოგონას დაინტერესებულ მზერას იღებს კვლავ აგრძელებს.
-ჩემთან ერთად წაიხემსებ. ამბობს და ლანგარს, რომელიც აქამდე ხელში ეჭირა, უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ობლად მდგარ დრომოჭმულ მაგიდაზე დებს.
YOU ARE READING
Once Upon In Pakistan Z.M (Completed)
Fanfictionპაკისტანი ისლამური სახელმწიფოა, სადაც ქალთა უფლებები შელახულია. ალიშა უმრანი საკუთარ ქორწილს შლის და ეროვნულ არმიაში ეწერება, რაც მის საზოგადოებაში დაუშვებელია, ქალის მოვალეობაა იყოს მორჩილი ცოლი და აღზარდოს ღირსეული მემკვიდრე, სხვა დანარჩენი მას არ...