და მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მიმატოვა. 5 წლის განმავლობაში ჯეიმსს ჩემს შეყვარებულს ვუწოდებდი.მეგონა მალე ერთმანეთს სამუდამოდაც კი გადავეჯაჭვებოდით, მაგრამ მან ჩვენი ამდენი ხნის ურთიერთობა ერთი ხელის მოსმით გაანადგურა.
-გთხოვ ეს არ გააკეთო,არ მიმატოვო- ვემუდარებოდი.
-და რატომ ლაილა? ჩვენ გავიზარდეთ. მე მივხვდი, რომ არ მიყვარხარ. არ მინდა მთელი ცხოვრება ვიტანჯო მხოლოდ იმიტომ, რომ 5 წლიანი ურთიერთობა არ გავაფუჭოთ. არც შენ მინდა იტანჯო ჩემთან. ვერასოდეს ვერ მოგცემ იმას, რაც გსურს. იფიქრე შენს თავზე- თავზე მაკოცა და შემომხედა- შენთვისვე ასე აჯობებს, ცოტახანში გაგივლის ყველაფერი, ბოლოს მადლობასაც კი მეტყვი- მითხრა და წავიდა.
მუხლები მომეკვეთა, შუა პარკში 5 წუთის განმავლობაში ძირს ვიჯექი, ჩუმად ვტიოროდი და გავყურებდი გზას, საითაც ჯეიმსი წავიდა. სასოწარკვეთილს არვიცოდი რა მექნა. ერთადერთი აზრი ,რაც თავში მიტრიალებდა ეს იყო, როგორ მენანებინა ჯეიმსისთვის მისი საქციელი. მინდოდა თავი მომეკლა. მინდოდა დამენახა მისი სახე, როცა ამ ამბავს გაიგებდა. მინდოდა სინანულისგან და დანაშაულის გრძნობისგან ატირებულიყო, სახლიდან არ გამოსულიყო. მინდოდა ჩემს საფლავთან ყოველდღე მოსულიყო და პატიება ეთხოვა, მაგრამ პასუხს ვერ მიიღებდა და ეს უფრო მტკივნეული იქნებოდა მისთვის.
ამის გაფიქრების დროს მწარედ ჩამეცინა, ავდექი, მანქანაში ჩავჯექი. საზურგეს მივეყრდენი, თვალები დავხუჭე და დავფიქრდი: იქნებ ჯეიმსმა მართალი მითხრა, იქნებ მის გარეშე უკეთესი იქნება. მაგრამ არა, მე ის მიყვარდა, მასთან ერთად ცხოვრებას ვაპირებდი მთელი სიცოცხლე.
თუ მას ჩემთან ყოფნა არ უნდოდა, უნდა გამეშვა. მე კიდევ საკუთარი თავი სამუდამოდ უნდა გამეწირა სატანჯველად.
სასწრაფოდ მივწერე დედაჩემს,რომ 1 კვირით სოფელში მივდიოდი ბებიასთან.მკითხა, რა მოხდაო. მეც მოკლედ ავუხსენი. გამიგო და მითხრა: "გთხოვ თავს გაუფრთხილდი. ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ მხოლოდ ერთი ადამიანის სიყვარულისთვის." გამეცინა. ალბათ იგრძნო,რისი გაკეთებაც მინდოდა. მალევე მეორე შეტყობინებაც მოაყოლა:" იცოდე, იქ ტელეფონი არ იჭერს. ამიტომ ვერ დაგირეკავ. მიყვარხარ" -მით უკეთესი. რაც უფრო მოვწყდები ცივილიზაციას, უფრო მარტივად შევძლებ მომხდარის დავიწყებას.
მანქანა დავძარი და ამოვიოხრე:
-ბიჭები იდიოტები არიან. უკლებლივ ყველა ბიჭი.
2 საათიანი მგზავრობის შემდეგ მივუახლოვდი სოფელს. რადიოში გაშვებულ ნაცნობ სიმღერას ვღიღინებდი. უკვე საღამო იყო, მთებში დიდი წითელი ბურთი ნელ-ნელა ჩადიოდა. სვლა შევანელე, ტელეფონს დავხედე, საათი შევამოწმე და გადავწყვიტე დედასთვის მიმეწერა,რომ მალე ადგილზე ვიქნებოდი. თუმცა ტელეფონი არ იჭერდა. მეც არ მივაქციე ყურადღება, ტელეფონი ადგილზე დავაბრუნე და გზა განვაგრძე. საკმაოდ ჩამობნდელდა, თუმცა წამის წინ ცა ჯერ კიდევ ანათებდა, ახლა კი ნისლს დაეფარა ირგვლივ ყველაფერი. ფარები ავანთე და გზას ნელა გავუყევი. ჩემდა გასაკვირად სოფლის მაგივრად ტყეს მივადექი, არც ტელეფონი იჭერდა რომ დამერეკა ან ჯიპიესით მენახა ადგილმდებარეობა.
ისევ უკან მოვბრუნდი და ქალაქისკენ წავედი, თუმცა იგივე ადგილზე დავბრუნდი. მთელი ორ საათის განმავლობაში ვცდილობდი გამეღწია ამ ადგილიდან, თუმცა უშედეგოდ. მანქანა ტყის შესასვლელთან გავაჩერე. ტელეფონის ფანარი ჩავრთე და ფეხით გავუყევი. გასაკვირია და ამ უღრან ტყეში ბილიკი მიიკლაკნებოდა სიღრმისკენ.
ჩავთვალე, რომ მას შეეძლო სოფლამდე მისაღწევი გზა ეჩვენებინა. ტყეში შესვლისას დავფიქრდი, იქნებ ეს ბილიკი სხვაგან მიდის. იქნებ ვინმე მანიაკის სახლში, სადაც ადამიანებს ატყავებს და აწამებს, ცხოველების ფიტულებს ინახავს და ქალებს აუპატიურებს. ეგეც რომ არა,ამ უღრან ტყეში აუცილებლად იქნებიან მტაცებლები. აბუზული ისევ უკან, მანქანაში გამოვბრუნდი. თუმცა მალევე გადავწყვიტე, რომ ბილიკს დავდგომოდი. უნდა გამერისკა,რადგან აქ თუ დავრჩებოდი, სამუდამოდ გავიჩხირებოდი, რაც სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ თუ სიკვდილი მეწერა, მანამდე ცნობისმოყვარეობასაც დავიკმაყოფილებდი და ისე მოვკვდებოდი.
ჩემდა გასაკვირად, ტყეში არათუ მტაცებელს, არამედ არანაირ ცოცხალ არსებას არ დაგავყრილვარ. მალევე სინათლე შევნიშნე და ფეხს ავუჩქარე. უცებ კოცონი გამოჩნდა, სადაც ხალხს მოეყარა თავი, რომლებსაც უცნაურად ეცვათ და მოვერცხლისფრო თმები ჰქონდათ.
გაშეშებული მივჩერებოდი მათ, როდესაც ერთ-ერთი მათგანი მომვარდა:
-ჰეი შენ, მანდ, ვინ ხარ?- ჩემსკენ კიდევ 5 იარაღიანი კაცი დაიძრა.
-უკაცრავად, მე სოფელში მოვდიოდი, დუბლინიდან, მაგრამ ალბათ ნისლის გამო გზა ამებნა, ხელს არ შეგიშლით, უკან გავბრუნდები- დაბნეულმა და შეშინებულმა ვუთხარი და უკან გაბრუნება ვცადე,როცა ერთ-ერთმა მათგანმა ცივი ხელი მაჯაში მომიჭირა, მთელ ტანში ელექტრო ენეგრიამ დამიარა და ძირს დამაგდო. თვალებზე ბინდი ჩამომეფარა, ყრუდ მესმოდა შეძახილები: წითელი თმები აქვს...ის ცეცხლის სამეფოდანაა...შეიპყარით...ჯერ დავკითხოთ და მერე მეფეს შევატყობინოთ... ჩანთა გაუჩხრიკეთ, იქნებ რამე ნივთმტკიცებულება ვიპოვოთ...
შეწინააღმდეგების ძალა არ მქონდა, რადგან მწველ ძალას მთლიანად მოეცვა ჩემი სხეული. ნელ-ნელა ტკივილისგან თვალებიც დამეხუჭა და საბოლოოდ გავითიშე.
YOU ARE READING
𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)
Fanfictionლაილა 20 წლის ირლანდიელი გოგოა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯეიმსი ლაილას შორდება. გაბრაზებული გოგონა გადაწყვეტს ბებიასთან სოფელში წასვლას, რათა მომხდარი დაივიწყოს, როცა ის მანქანით სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდება, რომელსაც ტახტზე ახლად ასული მეფე...