8

331 48 8
                                    

-იუნგ... წავიჩურჩულე, რასაც მისი ცალყბად ჩაცინება მოჰყვა.
-არა საყვარელო. სებასტიანი. შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ ნამდვილი სახელით მომმართო-მითხრა და ხელი ჩემს თავ-ზემოთ , კედელზე მიაყრდნო.
-არც შენ გაქვს იმის უფლება, ასე კედელზე ამაკრო-ვუთხარი და მკერდზე ხელები ვკარი,რომ გაწეულიყო.
დამემორჩილა და წასვლა დავაპირე, თუმცა ვინ მაცადა. ხელზე ხელი დამავლო და ახლა თავის სხეულს ამაკრო.
-ნუთუ თავიდანვე ვერ მიცანი.არ არსებობს ამ ქვეყნად ვინმე, ვინც ჩემი სახელი და სახე არ იცის. შეუძლებელია , რომ მართლა კარისკაცი გეგონე. ცეცხლზე თამაშობ ლაილა. მსახურო? როგორ ფიქრობ, ჩემი ძმის ოთახს და მსახურების ოთახს ვერ ვარჩევ?ალბათ ჩემს საწყალ ძმასაც მარტივად გამოულაყე ტვინი და აცოდებ თავს. ასე მალე ჩაითრიე ლოგინში? ხომ იცი, მე მაგის გაკეთება არ გამიჭირდება, მარტივად შემიძლია იმაზე უკეთესი მოგცე , რასაც ჯინი გაძლევს-მითხრა და მსოფლიოში ყველაზე საზარელი ღიმილი მაჩუქა.
თვალები გავუსწორე და რაც შემეძლო , მთელი ზიზღი ჩავაქსოვე მასში:
-საცოდავი ხარ. მშიშარა და საცოდავი. იცი რატომ? ხალხს თავს აჩვენებ, რომ ცივსისხლიანი ხარ. ახლაც იგივეს აკეთებ ჩემთან, მაგრამ არ დაგავიწყდეს ბატონო მეფევ, რომ მე შენი რეალური სახე დავინახე და არა ის,რასაც სხვები ხედავს.
სახეზე კუნთები დაეჭიმა, ხელებზე ცისფერ-ცისფერი ნაპერწკლები აუციმციმდა. მაგრამ უცებ მზერა ჩემს უკან გადაიტანა. გავიხედე და ჯინი ჩქარი ნაბიჯებით ჩვენსკენ მოემართებოდა.
-ხელი გაუშვი სებასტიან-უთხრა იუნგის მკაცრად.
-და რომ არ გავუშვა რა? მეფეს რამეს დაუშავებ?-და უფრო ახლოს მიმიზიდა თავისკენ.
-ის ჩემი ადამიანია, არ გაქვს , უფლება ასე მოექცე- და უფრო მოგვიახლოვდა.
-შენი ადამიანი?-და იუნგიმ ხმამაღლა გაიცინა-შენი ადამიანი, რომელიც აქ ჩამოსვლიდან ყოველ დილით და ღამით ჩემთვის ვიოლინოზე უკრავდა, სანამ შენ სხვა საქმით იყავი დაკავებული.ის ჩემთან დარჩება. მისი ტყუილებისთვის დაისჯება და შენზე კარგადაც მოვეპყრობი, როცა ამისი საჭიროება იქნება.
-ის ჩემი მეგობარია და არავინ სხვა,იუნგი-პირველად მიმართა ჯინმა მეფეს რეალური სახელით.არ მინდოდა იუნგისთან მეგობრად გაესაღებინა ჩემი თავი. თითქოს გული დამწვყიტა იმან,რომ ჯინისთვის მხოლოდ მეგობარი ვიყავი...
-მეგობარი,რომელსაც შენთან ერთად ეძინა-განაგრძნი იუნგიმ.
-ეგ შენ არ გეხება ჩემს ოთახში მე ვისთან ერთად დავიძინებ!
-მეხება! ამ ქვეყანაში რაც კი ხდება,ყველაფერი ჩემი საქმეა! მითუმეტეს როცა ჩემს სახლში ხდება ეს! გინდოდა ეს ძალაუფლება გქონოდა? გინდოდა ყველაფერი გეკონტროლებინა, თავისუფლად გყოლოდა შენს ოთახში "მეგობრები"? მაშინ როცა დრო იყო, დასთანხმებულიყავი ამ ტახტს!რატომ არ დასთანხმდი? არ გინდოდა სისხლიანი გვირგვინის თავზე დადგმა? თუ გინდა, რომ შენი გოგო დაიბრუნო მიდი და ეს აიღე-თავიდან უზარმაზარი გვირგვინი მოიხსნა ჯინს გაუწოდა-მიდი ,გამომართვი. მთელი არსებით გჩუქნი. რა ,არ შეგიძლია რომ აიღო? როგორც ამ გოგოს გართმევ, ისე წამართვი ყველაფერი, როცა ამ ქვის გროვაზე თქვი უარი- და გვიგრვინი დერეფნის კუთხეში მოსიროლა.
ვხედავდი, როგორ დაეძაბა ჯინს კუნთები და როგორ აუკიაფდა ვერცხლისფერი ნაპერწკლები თვალებში. ცოტაც და მეფეს შუაზე გახლეჩდა, რომ არა ვიღაცის ზედმეტად ჰარმონიული და მხიარული ხმა.
-აქ რა საინტერესო რამ ხდება და მე ცეკვით ვირთობდი თავს-ჩვენსკენ მეფე დანიელი(ბექიონი) მოემართებოდა.
იუნგიმ სწრაფად მიშვა ხელი და ჯინისკენ გადავქანდი. ჯინიმ ამით ისარგებლა და ერთი ხელით მე დამიჭირა, მეორეთი კი იუნგის ჩააფრინდა პერანგში. ჯინი მასზე ბევრად მაღალი, ტანითაც უფრო ძლიერი იყო, ამიტომ თავისუფლად შეეძლო მორეოდა.
-რაო რაფაელ, განაწყენდი გოგოს რომ გართმევენ?-ახედა ჯინს იუნგიმ. მივხვდი, რომ რაფაელი ჯინის სატახტო სახელი იყო, რომელსაც არ იყენებდა.
-ასე ნუ მეძახი...-კბილებში გამოსცრა ჯინმა.
-და რომ გეძახი რა, ეს ხომ შენი სახელია-ვითომ გაკვირვებულმა იუნგიმ გაფართოებული თვალები ჯინს მიაპყრო. ის მის ნევრებზე თამაშობდა და კარგადაც გამოსდიოდა.
ჯინმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ჩვენს გვერდით დანიელმა(ბექიონმა) ჩაახველა, რომელსაც ხელში სებასტიანის გვირგვინი ეჭირა.
-ვფიქრობ, ეს თქვენ დაგივარდათ- და იუნგის ჩუმად თავზე გვირგვინი დაადო. ამაზე არც იუნგის ჰქონია რეაქცია და არც ჯინს.
-მოსაწყენია-ჩაილაპარაკა ისევ და ერთი ხელის აქნევით ძმები ერთმანეთს მოაშორა. კიდევ ერთი უცნაური ძალა. მას ყველაფერთან ერთად ადამიანის სხეულების მართვაც შეეძლო!
ამაზე კი ჯინმა და იუნგიმ გაკვირვებულებმა შეხედეს, თითქოს მხოლოდ ახლა იგრძნეს მისი აქ ყოფნა.
-არ გაბრაზდეთ-ორივე ხელი ასწია, თითქოს მათი გაბრაზება მას რამეს დააკლებდა-ვეცადე სიტუაცია განმემუხტა, თან ქალბატონოს წინაშე ასეთი საქციელი არაჯელტმენურია-და თავის მოწონებით თვალი ჩამიკრა.
თვალები გადავატრიალე, აქ ყველა მეორე მამაკაცი თვალებს მიფახურებს. ქალს, როგორც საფლიტრაო ობიექტს ისე უყურებენ. ღმერთო, ერთი სული მაქვს როდის გავაღწევ ამ სამყაროდან!
-თქვენთვის საჩუქრები აქვთ მეფეებს თქვენო ბრწყინვალება, ვფიქრობ ჯობია დარბაზში დავბრუნდეთ.აქ მომხდარს კი არავისთან ვიტყვი,ჩათვალეთ,რომ სამარე ვარ-თქვა და პირის ამოკერვის იმიტაცია გააკეთა.
იუნგიმ მე გამომხედა და მითხრა:
-იცოდე, აქედან წასასვლელი გზა არ გაქვს. ყველა გადაგეკეტა- პერანგი გაისწორა და წინ წავიდა, გვერდით კი ზუსტად მისი სიმაღლის , დანიელი გაჰყვა.
ვუყურებდით, მანამ სანამ თვალს არ მოეფარნენ. შემდეგ კი ჯინი მომიბრუნდა:
-ის მოხდა ზუსტად, რაც არ მინდოდა. ხომ გეუბნებოდი ოთახს არ გასცილებოდი.
-და რას წარმოვიდგენდი თუ მეფე თავზე დამადგებოდა? არასდროს გითქვამს, რომ შენ და მას გვერდი-გვერდ გქონდათ ოთახები.
-მას შეუძლია რომ მოგკლას, გესმის ეს?აქედან უნდა წავიდეთ!-მითხრა და მხრებში ხელები დამავლო.
-ის ვერ მომკლავს.დარწმუნებული ვარ არც ეგეთი საშიშია, როგორადაც თავს აჩვენებს-ვუთხარი და ჯინის ხელები მოვიშორე. დერეფნის კუთხისკენ დავიძარი, სადაც იუნგის გვირგვინის ბრილიანტის თვალი ეგდო. ავიღე და მუჭში დავმალე-ის ისე მელაპარაკებოდა დღეს დილით, ვერც კი წარმომედგინა , რომ შეიძლება გულცივი მეფე ყოფილიყო...
-ცბიერია და გატყუებს. შენ რა ,ის მოგეწონა? მართალია რაც თქვა, რომ შენ მისთვის უკრავდი?
-მართალია ის , რომ მე ვუკრავდი , მაგრამ არა ის , რომ მისთვის ვაკეთებდი ამას. მან სათავისოდ გამოიყენა ეს ფაქტი, რათა შენ გაემწარებინე.
-აქედან უნდა წავიდეთ, სასწრაფოდ!-მითხრა და მაჯაში ხელი დამავლო.
დერეფანში მივრბოდით. კიბეებზე ავდიოდით,როცა მცველები წინ გადაგვეღობნენ:
-ასვლა აკრძალულია, გთხოვთ დაბრაზში დაბრუნდით-მოგვიგო ერთ-ერთმა.
-როგორ ბედავთ!-გაცხარდა ჯინი-იცით საერთოდ მე ვინ ვარ?!
-ბოდიშს გიხდით თქვენო აღმატებულება, მაგრამ ეს მისი უდიდებულესობის ბრძანებაა.
სხვა გზა არ გვქონდა,დაბრაზში დავბრუნდით,სადაც სუჰოს შევხვდით. ჯინმა ყველაფერი უამბო.
-სხვა გზა არაა. ლაილა აქ უნდა დარჩეს-თქვა უილიამმა.
-გამორიცხულია!ჩვენ მას დავპირდით, რომ აქედან გავიყვანდით 1 კვირაში!-ხმამაღლა ჩურჩულებდა ჯინი.
-გავიყვანთ კიდეც. დაგავიწყდა, რომ აქ დრო უფრო ჩქარა გადის, ვიდრე თავის სამყაროში? შეიძლება იქ 2 საათიც არაა გასული,რაც აქ გადმოვიდა. ლაილა კიდევ მართალს ამბობს, სებასტიანი მას არ მოკლავს.
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მეთქვა:
-ვფიქრობ უილიამი მართალია. თუ მართალს ამბობს და დრო აქ უფრო ჩქარა გადის, მაშინ ჩემი სებასტიანთან დარჩენა დროის მოგება იქნება, მანამდე კი მოვიფიქრებთ ,აქედან როგორ გავაღწევ.
-მე მეშინია,რომ რამე დაგემართება-მითხრა ჯინმა და ხელით ლოყაზე მომეფერა.
-არაფერი დამემართება-თავის ხელს ჩემი ხელი დავადე-ახლა თუ აქედან გავიქცევით, ყველას დაგვხოცავს. მე კიდევ არ მინდა ჩემს გამო რამე დაგემართოთ. აქ რომ აღმოვჩდნი, ესეც ჩემი ბრალია, მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქრე და აი შედეგიც. მეყო ეგოისტურად მოქცევა,მოსალოდნელ შედეგებზეც უნდა ვიფიქრო.
-ეს გოგო ზედმეტად ჭკვიანია!-თქვა უილიამმა და ტაში შემოჰკრა.
ამ დროს მეფეც გამოჩნდა, რომელიც ტახტზე დაბრძანდა და გაყინული მზერა ხალხს მიაპრყო.
როგორი განსხვავებულია სებასტიანი იუნგისგან. ვუყურებ მას და გუშინდელი იუნგისთან ერთი წევთიც კი არ აქვს საერთო.
წინ წითელ თმიანი პრინცი, ალექსანდერი(თეიონგი) გამოვიდა და ალაპარაკდა:
-საუკუნეებია ჩვენს სამეფოებს მტრული დამოკიდებულება აქვთ. მე,როგორც მომავალი ტახტის მემკვიდრე, მინდა ეს გაუგებრობა დავასრულო!-მის სიტყვებს ხალხი ოვაციებით შეხვდა-ამის დასტურად კი მინდა ჩემი ბიძაშვილი, კატერინა მოგათხოვოთ.
წითელთმიანი , თხელი გოგონა წინ დაძაბული გამოვიდა,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად თავის სტატუსს არ ივიწყებდა. მეფეს თავი დაუკრა და ალექსანდერთან ახლოს დადგა,თითქოს სებასტიანისგან შედარებით უფრო კეთილი ადამიანი ყოფილიყოს.
-ანუ გინდა დედოფლად ცეცხლის ქალიშვილი დავსვა...-მუხლებს დაეყრდო იუნგი.
-ვფიქრობ,ეს ჩვენს სამეფოებს შორის მეგობრულ კავშირს წარმოქმნის-უპასუხა ალექსანდერმა.
-კარგი. დაე ასე იყოს, თუ ეს მარცვლისოდენა გოგონა დაასრულებს საუკუნოვან ომს...-მეფე ტახტიდან წამოდგა, გოგონას მიუახლოვდა და ხელზე ეამბოდა-დაე დღეიდან ჩემი ცოლი გერქვას, დედოფალო კატერინა,-და გოგონას ცივი, უგრძნობი თვალებით შეხედა.
დავინახე, გოგონამ როგორ შეიწმინდა კაბაზე ხელი, სადაც იუნგიმ ეამბორა. მასში ის ზიზღს იწვევდა. აშკარა იყო, რომ არც დედოფლობა და მითუმეტეს, არც სებასტიანის ცოლობა უნდოდა.
წვეულება დასრულდა. მე და ჯინი საძინებელ ოთახში დავბრუნდით. გამიკვრიდა, რომ ეს იუნგიმ არ გააპროტესტა. ალბათ გამოსამშვიდობებელ დროს გვაძლევდა. ოთახში შევლასლასდი და საწოლზე ჩამოვჯექი, ჯინი კი სავარძელში. რამდენიმე წუთიანი დუმილი მან დაარღვია:
-გთხოვ, ჩემთვისაც დაუკარი. არ მომწონს ის ფაქტი, რომ სებასტიანმა ეს უკვე რამდენჯერმე ნახა, მე კიდევ არცერთხელ.- თქვა ზიზღნარევი ხმით.
სევრდიანად ჩამეცინა. უსიტყვოდ წამოვდექი და დაკვრა დავიწყე. რაც შემეძლო მთელი გრძნობები ჩავაქსოვე მასში. არც ცრემლები დამიკლია. მოვრჩი თუ არა თქვა:
-ბეთჰოვენის მთვარის სონატა. მან ნაწარმოები 18 წლის გრაფინია ჯულიეტა გვიჩარდს მიუძღვნა, რომელიც იმ პერიოდში დადიოდა მასთან მუსიკის გაკვეთილებზე და რომელზეც უგონოდ შეყვარებული იყო ის. მან კი უარყო ბეთჰოვენის სიყვარული და ცოლად ავსტრიელ კომპოზიტორს, გრაფ ვენცელ რობერტ გალენბერგს გაჰყვა-წამოდგა და ჩემსკენ დაიძრა-ჩვენი ურთიერთობაც თითქოს ამას ჰგავს არა?ოღონდ მე არვიცი პასუხი, ჩემთან დარჩენა გირჩევნია თუ სებასტიანთან...
ვიოლინო მაგიდაზე დავდე.მივუახლოვდი და რაც თავში პირველად მომივიდა აზრად ის გავაკეთე. ვაკოცე! ვეცადე ისეთივე გრძობით მეკოცნა, როგორც ვუკრავ.
-მე შენ აგირჩევდი.ყოველთვის...-ვუთხარი და ახლა თვითონ უფრო ვნებიანად მაკოცა...

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Where stories live. Discover now