ჯინის ოთახის აივანზე ვარ გასული და მასზე ვფიქრობ. ვფიქრობ მომავალზე, თუ რა მელის. ოთახში დავბრუნდი და ტუმბოზე დადებული იუნგის გვირგვინის ბრილიანტი შევნიშნე. უნდა გამადეგდო, თუმცა მაინც ვერ ვიმეტებდი.გულის სიღრმეში მქონდა იმის იმედი, რომ ის თავის ნამდვილ მეს დამანახებდა ბოლომდე.
ფიქრებში ვიყავი გართული, როცა სებასტიანი ოთახში შემოვიდა.
-დღეიდან აქ არ დაიძინებ!-მითხრა და ოთახი მოათვალიერა.
-რატომ?-ვკითხე ინტერესით-რამე არსებითი მნიშვნელობა აქვს მეფესთვის ვიღაც უბრალო გოგო სად დაიძინებს?
-კი , აქვს. არ მინდა აქ გეძინოს.არ მინდა ყოველ დღე შენს სახეს ვხედავდე.
-მართლა? შეგეძლო გაგეშვი და გპრიდები, ვერასოდეს მნახავდი.არც ახლაა გვიან ისე ,რომ იცოდე-ვუთხარი ირონიულად.
უხერხულად შეიშმუშნა და ხმამაღლა მითხრა:
-ახლავე ამ ოთახს დატოვებ! სწრაფად აიღე რა ნივთიც გინდა და წამოდი!-და სკამზე ჩამოჯდა.
-და შენ ასე უნდა მიყურო?
-კი-თავი დამიკრა და სკამზე კომფორტულად მოკალათდა.
სხვა გზა არ მქონდა და ყველაფერი რაც ჩემი იყო ,შევაგროვე. არ მინდოდა ჯინის ოთახი დამეტოვებინა. თითქოს ისეთი შეგრძნებ მქონდა, ის ისევ აქ იყო. ყველაფერს მისი სურნელი ჰქონდა.იუნგიმ ეს კარგად იცოდა და ამიტომაც მაგდებდა აქედან.
ვიოლინოსკენ გავიწვდინე ხელი, მაგრამ იუგნის სიტყვებმა შემაჩერა:
-აჰ, არა. ეგ აქ დარჩება-და წამოდგა.
-ის მე მეკუთვნის.ჩემი საჩუქარია.
-აქ ყველაფერი მე მეკუთვნის, დაიმახსოვრე-და თითები ნაზად გადაუსვა სიმებს-ანუ საჩუქარია.ვინ გაჩუქა?-მკითხა და გამომხედა.
ხმა არ გავეცი, მხოლოდ თვალებში ვუყურებდი და ველოდებოდი, როდის დამიბრუნებდა მას. ვიოლინოს წართმევას ვეღარ ვაპატიებდი.
-პასუხი არ მჭირდება, ისედაც ვიცი ვინც გაჩუქა.
-შენი საქმე არაა!-კბილებში გამოვცარი.
-შეიძლება ეგ არ არის ჩემი საქმე-ვიოლინოს თითები მოაშორა-მაგრამ ეს ნამდვილად არის-ვიოლინო მაღლა აღმართა და საწოლის თავზე დაანარცხა.
ხის ვიოლინო ნაწილებად დაიშალა, ზემოდან კი დაწყვეტილი სიმები გადმოეკიდა.
ფეხები მომეკვეთა და იატაკზე დავეცი. პირზე ხელი ავიფარე, რათა კივილი არ დამეწყო.
იუნგიმ გაიცინა და მითხრა:
-აი ხომ ხედავ. მე ის გავტეხე, შენ კიდე მისი გამთელება არ შეგიძლია. ასე გააკეთა შენმა საყვარელმა ჯინმაც, ბევრჯერ ეცადა ჩემს აწყობას მაგრამ უშედეგოდ.
თვალები ამეწვა. ცრემლებისგან უკვე ვერაფერს ვხედავდი.
-ტირი?-და გაიცინა-ამ ხის გროვის გამო ტირი? შემიძლია ასეთი ათასი გაჩუქო, უძვირფასესი თვლებით გაწყობილი-და ოდნავ ქვემოთ ჩამოიწია.
და რაც იმ წამს თავში აზრად მომივიდა, ის გავაკეთე.
ორივე ხელით იუნგის კისერში ჩავაფრინდი და რაც ძალი და ღონე მქონდა მოვუჭირე. უკან გადაქანდა და იატაკზე დაეცა. მე ზემოდან დავაჯექი,მუხლები ხელებზე დავაჭირე და მთლიანი ძალა ჩემს ხელებს მივმართე.
უჰაერობისგან გაფითრდა, მაგრამ საზარელი სიცილი მის ბაგეებს მაინც არ შორდებოდა. ამ დროს კარებში რამდენიმე უცნობი გამოჩნდა, იუნგიმ კი დრო იხელთა და ერთი ხელის მოსმისთ იატაკს დამანარცხა, ახლა კი თვითონ მოექცა ჩემს ზემოთ. უცებ მაჯებში მწველი ძალა ვიგრძენი და ვხვდებოდი, ნელ-ნელა გული მიმდიოდა.
-თქვენო ბრწყინვალება,ის თავს დაგესხათ!-ბუნდოვნად მესმოდა ხმები.
-არა, მე დავესხი-თქვა და ვიღაცამ ხელში ამიყვანა-იყოს, მე თვითონ გავიყვან, თქვენ კი ყველა უცხო ნივთი მოაგროვეთ და წამოიღეთ.ისინი მას ეკუთვნის-თქვა იუნგიმ და ოთახიდან გამიტანა.
შემდეგ გონება სიბნელემ მოიცვა.
YOU ARE READING
𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)
Fanfictionლაილა 20 წლის ირლანდიელი გოგოა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯეიმსი ლაილას შორდება. გაბრაზებული გოგონა გადაწყვეტს ბებიასთან სოფელში წასვლას, რათა მომხდარი დაივიწყოს, როცა ის მანქანით სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდება, რომელსაც ტახტზე ახლად ასული მეფე...