24

358 44 17
                                    

2 წელი ისე გავატარე ბექიონის სამეფოში, არათუ სებასტიანს ,არამედ დანარჩენ ჩემს ძმებსაც არ გაუგიათ ჩემი აქ ყოფნა.ამაზე ბექიონმა კარგად იზრუნა.
-არ მინდა , რომ ჩვენმა ძმებმა შენზე გაიგონ. რა თქმა უნდა, მათ ვეტყვით მომავალში, მაგრამ ჯერ არა-მიხსნიდა ჩემი ძმა.
-კარგი. არც მე მინდა ჯერ მათი გაცნობა.
-მშვენიერი. ახლა წავალ, საქმეებს მივხედავ. საღამოს შემოგივლი და ვარჯიშს განვაგრძნობთ.
ოთახში მარტო დავრჩი. ორი წლის განმავლობაში ჩემს თავს ვაჯერებდი, რომ სებასტიანი მძულდა. მძულდა იმის გამო, რაც გამიკეთა. მაგრამ ხანდახან მგონია, რომ უბრალოდ მინდა რომ მძულდეს. ყველაზე მეტად მარტო დარჩენის მეშინია. ეს შიში ორი წელია მტანჯავს. ვცდილობ, ყოველთვის ბექიონთან ვიყო, თუცმა ღამით იძულებული ვარ ჩემს თავთან მარტო დავრჩე და საშინელ სასოწარკვეთას მივეცე.ბოლო დროა ტირილი მინდება. კისერში გაჩხერილი ბურთი ვერა და ვერ ამოვიღე. მახრჩობს. ტირილი კი აღარ შემიძლია. ვგრძნობ, რომ რაღაც დავკარგე. რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ადამიანს ადამიანად ხდის. ამ ორი წლის განმავლობაში ჩემი გული ბოღმამ და სიძულვილმა მთლიანად მოიცვა. ვხვდებოდი, რომ ნელ-ნელა საკუთარ თავს ვკარგავდი. ის ლაილა, რომელიც წლების წინ არსებობდა, რომელსაც ვიოლინოზე დაკვრა ყველაფერს ერჩივნა, რომელიც დუბლინის ლამაზ, ვიწრო ქუჩებზე მარტო სეირნობაზე გიჟდებოდა,რომელიც ყოველ დილით პატარა ბავშვივით ელოდებოდა დედას, როდის გაუკეთებდა ცხელ შოკოლადს, მოკვდა. საბოლოოდ ჩავკალი ჩემი ნათელი წერტილი ჩემში და შევქმენი ახალი ლაილა: გულცივი და უგრძნობი, რომელსაც არც ვიოლინოზე დაკვრა ეხალისება და არც ცხელი შოკოლადის დალევა. ერთადერთი რაც შვებას აგრძნობინებს, ესაა წარმოდგენები, თუ როგორ კლავს სებასტიანს და მშვიდად გამოდის მისი საძინებლიდან.
თუმცა იყო ეს რეალურად ის, რაც შვებას მაგრძნობინებდა?
ბექიონი სულ იმას მეუბნება, რომ როცა შენს ბოღმას ამოანთხევ მასზე, გული დაგიცარიელდებაო. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მე კი არ მაქვს ბოღმა, არამედ ჩემს გულს და სულს აქვს ჩემს მიმართ. თითქოს გაბრაზებულები არიან, რადგან იმას არ ვაკეთებ, რაც რეალურად მინდა. მაგრამ რეალობა ხომ მხოლოდ ერთია: მე სებასტიანის სიკვდილი მინდა.
-მეშინია-ვუთხარი ერთხელ ბექიონს.
-რისი?
-რომ საკუთარ თავს დავკარგავ.
-მე არ მოგცემ ამის საშუალებას. გპირდები, როცა ყველაფერი მორჩება, სახლში დაგაბრუნებ. ისე გავაკეთებ, რომ აქედან გადმოსულმა არცერთმა სულიერმა არსებამ არ შეგაწუხოს.
-და ჩემი წასვლით რა შეიცვლება? როგორ ფიქრობ, როცა შინ დავბრუნდები, წყნარად გავაგრძელებ ცხოვრებას?
-შემიძლია შენი მოგონებები ისევ გავასუფთავო.
-არა, გმადლობ. ტვინის გამორეცხვა ერთხელ უკვე მეყო.
-კარგი. ამას არ გავაკეთებ, თუ შენ თვითონ არ მთხოვ.
ვიცოდი და მანაც იცოდა, რომ ამას სებასტიანის სიკვდილის შემდეგ მე თვითონვე მოვთხოვდი. უკვე აქედავნე ვგრძნობდი, რომ მე თუ მას მოვკლავდი, ამას ვერ გადავიტანდი. ერთადერთი შანსი ჩემი მეხსიერების გაწმენდა იქნებოდა.
-ლაილა! სტუმრები გვყავს!-ფიქრებიდან გამომაფხიზლა ბექიონის ზარივით ხმამ.
-სტუმრების დასანახად არასდროს გაგყავარ. ახლა რამ მოგამდომა?
-მეტად საინტერესო სტუმრები გვყავს-ჩაიცინა.
-შენც ვინმეს უნდა მიმათხოვო?-ვთქვი ირონიულად.
-რაფაელი(ჯინი) და თავისი საცოლე მოვიდნენ.
-საცოლე?-გაკვირვებულმა წამოვიძახე.
-კი და თან ისეთი ადამიანი, რომ ვერც კი წარმოიდგენ... შენი და.
თავბრუ მეხვევა. შეუძლებელია, ჩემს დას აქაურობის შეესახებ საიდან უნდა გაეგო! მით უმეტეს ჯინის საცოლე როგორ გახდა!
-ახლავე წამიყვანე!-ვთქვი გაბრაზებულმა და დერეფნისკენ დავიძარი.
-დაწყნარდი.ის ფიქტიური საცოლეა, როგორც შენ იყავი ერთ დროს პრინც ნიკოლასისთვის(ჯიმინი)-დამეწია ბექიონი.
-არ აქვს მნიშვნელობა! ჩემს დას ამ საზარელ სამყაროში არაფერი ესაქმება!
მისაღებ დარბაზის კარებს ვხსნი და ოთახში შევდივარ. სავარძელში ჩემი და მოთავსებულა. თავი ჩაეხარა და ხელებს დაჰყურებდა, ჯინი კი ფანჯრიდან ჯიბეში ხელებჩაწყობილი გაჰყურებდა ხედს. ხმაურზე ორივე ჩემსკენ იხედება.
თუმცა მე მარტო ჩემ დისკენ მაქვს გეზი აღებული.
მართალია ჯინიც მომენატრა, წლებია არ მენახა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ჩემი დის ნახვა მსურდა.
ნელ-ნელა ვუახლოვდები. ის სავარძლიდან დგება და ჩუმად წარმოთქვამს ჩემს სახელს : ლაილა.
ვხვდები როგორ მადგება თვალებზე ცრემლები.
ჩემს დას ვუყურებ. მხოლოდ 19 წლის იყო, როცა დავტოვე. ახლა 21-ის არის. გაზრდილა და უფრო დაქალებულა. ვუახლოვდები და მჭირდოდ ვეხვევი.
მის სურნელს ხაბრად ვისუნთქავ.
-გეძებდი-თქვა ნამტირალევი ხმით.
ხმას ვერ ვიღებ. რა უნდა ვუთხრა, ისიც არ ვიცი.
-დაუმშვიდობებლად წახვედი!-აგრძელებს ლაპარაკს-არც კი იფიქრე ჩემზე. წახვედი და გეგონა ისე ამოგშლიდი ჩემი ცხოვრებიდან, როგორც ეს შენ გააკეთე?
მკლავებიდან ვანთაბისუფლებ და თვალებში ვუყურებ.
-გონებიდან არ ამომიშლიხარ , ალისია. მენატრებოდი. ოჯახი მენატრებოდა. მაგრამ სხვა გზა არ იყო. აქ უნდა დავბრუნებილიყავი, რომ
სიმართლე გამეგო.
-რატომ? რატომ არ გაკმაყოფილებდა ის, რაც გქონდა? შენ მე გყავდი! დედა გყავდა! დედამ ისედაც ძლივს გადაიტანა მამაჩვენის სიკვდილი! როგორ ფიქრობ, შენი წასვლის შემდეგ, ის კარგად იქნებოდა?
-ეს მან მირჩია, რომ წავსულიყავი და ნამდვილი მშობლები მეძებნა!-ხმა ნელ-ნელა მეცვლებოდა და უფრო ხმამაღალი ხდებოდა.
-და რადგანაც ეგ გითხრა, იმას ნიშნავდა, რომ უნდა დაგეტოვებინა და წასულიყავი?-ახლა ისიც ყვირილზე გადავიდა.
-სხვა გზა არ მქონდა, რეალური ოჯახი...
-რეალური ოჯახი?!-არ დამასრულებინა წინადადება-ანუ ჩვენ შენი ილუზია ვიყავით? სიცრუე?არაფერს წარმოვადგენთ?! დედაჩვენია შენი ნამდვილი დედა და არა ის ვიგინდარა,რომელმაც დაბადებისთანავე მიგაგდო!და არც ის არის შენი ძმა!-და თითს ჩემს უკან მდგომ ბექიონისკენ იშვერს-მე ვარ შენი და, რომელიც ყოველთვის შენს გვერდით იყო!
-თუ შენს ჩრდილში ამყოფებდი?-გავიგე როგორ ჩაილაპრაკა ბექიონმა თავისთვის, თუმცა ხმამაღლა, ჩვენ რომ გაგვეგო.
-ჯობს დები მარტო დავტოვოთ-ამ ხნის განმავლობაში ჩუმად მდგარმა ჯინმა,ხმა ამოიღო. ხელი მხარზე დამადო და მითხრა:
-მიხარია, საღ-სალამათს რომ გხედავ-მის მზრუნველ თვალებს შევეფეთე. ყველაფრის მიუხედავად, ჯინი ისეთივე დარჩა, როგორიც გავიცანი.
-მეც მიხარია შენი ნახვა-და მხარზე დადებულ ხელს ხელი დავადე.
ნაზად გამიღიმა. შემდეგ კი ოთახი ბექიონთან ერთად დატოვა.
-არ მეგონა შენი ძმაც შენსავით თავხედი თუ იქნებოდა-თქვა, როგორც კი ბიჭებმა კარი მიიხურეს.
-საიდან გაიგე, რომ აქ ვიყავი?
-მხოლოდ ეგ გაინტერესებს? ისეთი რაღაცები გადამხდა თავს, ვერც წარმოიდგენ-თქვა და ხელებ-აღმართულმა დაიწყო ბოლთის ცემა.
-შენი ვარსკვლავური ვოიაჟები არ მაინტერესებს.
-კარგი...მაშინ იმაზე რას იტყვი, რომ სებასტიანს ანუ იუნგის შევხვდი?
-რა?!-აღმომხდა გაკვირვებულს.
-დიახ! თანაც ძალიან ახლოს გავიცანი. არ მინდა დაგაყვედრო, მაგრამ შენი ძებნის გამო ძალიან ბევრი რამ დავთმე. საკუთარი კარიერაც კი-რამდენიმე წამით მაკვირდებოდა და სახეზე ჩემს ემოციებს სწავლობდა-ჯობია დაჯდე, არ მინდა გული წაგივიდეს. სებასტიანის სახელის ხსენებაზევე დაგეკარგა ფერი-თქვა და სავარძელში ჩამსვა.
-როგორ მოგაგნო?-ვთქვი ჩუმად.
-ტურზე ვიყავი. არც ვიცოდი შენს შესახებ. დედას არაფერი უთქვამს. არ უნდოდა მენერვიულა და როცა სახლში დავბრუნდებოდი, მაშინ აპირებდა რომ ეთქვა. შენი წასვლიდან სამ დღეში სებასტიანი ჩემთან ჩამოვიდა. პირდაპირ სასტუმროს ნომერთან მომადგა, საინტერესოა როგორ მომაგნო, არც არასდროს მიკითხავს-თქვა და დაეჭვებული სახე მიიღო.
-როგორც ჩანს დაახლოვდით.
-ყველაფერი მომიყვა. მთხოვა, რომ შენს მოსაძებნად გავყოლოდი. რა თქმა უნდა დავთანხმდი. მეგონა მოგიტაცეს! მაგრამ სებასტიანმა დანამდვილებით იცოდა, რომ შენი ნებით წახვედი და ცოცხალი იყავი. ორი წლის განმავლობაში მე და სებასტიანი გეძებდით. ყველაფერი გადავდე შენს გამო! ჩემი კარიერა, ჩემი პირადი ცხოვრება, ოჯახი...ყველაფერი! სებასტიანთან ერთად ქალაქიდან  ქალაქში დავდიოდი.ბოლო იმედად ეს ადგილი გვრჩებოდა. მაგრამ მას აქ დაბრუნება არ სურდა. მას ჩვენი სამყარო ძალიან მოსწონს... თუმცა ის შენს გამო აქაც ჩამოვიდა.
-ის აქ არის?-ჩუმად წარმოვთვი.
-კი ის აქ არის. ჰგონია, რომ აქ არ ხარ. ჯინმა და მე ვიცრუეთ, თითქოს აქედან მივდიოდი, მაგრამ რეალურად შენს სანახავად წამოვედით. მისთვის არ გვითქვამს, არ ინერვიულო.
-მითხარი სად არის! ის ახლავე უნდა ვნახო-ვთქვი და ალისიას ხელებს ჩავეჭიდე.
-და რას აპირებ?-თვალებში ჩამხედა-არ მომატყუო.
-უნდა მოვკვლა.
ცოტახნით მიყურა და შემდეგ სიცილი ატეხა. ველოდი, როდის მორჩებოდა ჩემს დამცირებას.
-შენ როგორ ფიქრობ, მას მართლა მოერევი?
-კი. შენ არ იცი აქ რა ძალის პატრონი გავხდი-ხელის მტევანი გავშალე და ხელის გულზე პატარა ცეცლხის ალი წარმოვქმენი.
ველოდი ალისიას გაოცებულ გამომეტყველებას, მაგრამ მან მხოლოდ თავი გადააგდო გვერდით და მე შემომხედა:
-ასეთი რაღაცები აღარ მიკვირს-როგორც ჩანს, სებასტიანს და მას დაახლოვება მოუსწრიათ-მე სხვა მორევა ვიგულისხმე. ვფიქრობ , ვერ შეძლებ.
-რატომ? სუსტი ვარ? სიყვარულით დაბრმავებული? არა! სებასტიანი მძულს და ჩემგან მხოლოდ ზიზღს იმსახურებს.
-ეს ასე არ არის...
-არის! შენ არ იცი მან რა გამიკეთა! სასიკვდილოდ გამიმეტა ,იცი?
-ვიცი...
-მერე? როგორ ფიქრობ, სამაგიეროს გადახდას არ იმსახურებს?
-არა.
-მე მას უსათუოდ მოვკლავ და ამას ვერავინ დამიშლის-ვამბობ და სავარძლიდან ვდგები.
-არ მოგცემ უფლებას, რომ მეგობარი მომიკლა-ხელზე მეჭიდება ჩემი და.
მისკენ ვტრიალდები. მის თვალებს ვერ ვცნობ. ასეთ ალისიას არ ვიცნობ. ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს ვუყურებ, რომელიც ჩემს მიმართ ზიზღს და შიშს გრძნობს.
-შენი მეგობარი?-გამეცინა-როდის მერე გახდა შენი მეგობარი?
-შენზე მეტი დრო გავატარე მასთან!რა თქმა უნდა მას შენზე უკეთესადაც კი ვიცნობ. ორი წლის განმავლობაში ერთმანეთს არ მოვცილებივართ.ჩვენ შენი თავი გვაერთიანებდა, იმის იმედი, რომ ოდესღაც გიპოვნიდით! თუმცა შევცდით. რისთვის ვიწვალეთ ორი წელი? იმისთვის, რომ ბოლოს სებასტიანს სიკვდილი დაემსახურებინა, მე კიდევ გულისტკივილი?-მხრებში ხელებს მავლებს-მესმის...ვიცი, როგორი გრძნობაა, როცა ადამიანი გულს გიტეხავს.ვიცი , როგორც ფიქრობ. გგონია სებასტიანს შეზიზღდი და შენი მოკვლა სურდა. ახლა კი ჩვეულებრივი პათოლოგივით მოდის და პატიებას გთხოვს. მაგრამ ეს ასე არ არის. ოდესმე მის ადგილას წარმოგიდგენია თავი? წარმოგიდგენია რა საშინელებაა, როცა ყველას ეზიზღები უმიზეზოდ?! ყველა შენს მოკვლას ცდილობს და უცებ ჩნდება ადამიანი, რომელიც ისეთს გიღებს, როგორიც ხარ , მაგრამ ეს ბედნიერებაც თავზე გემხობა! ის უბრალოდ ასეთ გარემოებაში მოხვდა! შენც ისევე მოიქცეოდი, როგორც ის! როცა ყველას მიმართ ნდობა გაქვს დაკარგული, როცა ყველას და ყველაფერს შიშის ზარს სცემ! შენს თავში იკეტები და თავდაცვის ინსტიქტი გიმუშავდება...! ღმერთო, რაებს მახსნევინებ ლაილა, ნუთუ ასე გამოგილაყა შენმა ქარაფშუტა ძმამ ტვინი?! იმასაც ვერ ხვდები, რომ გიყენებს?!
ალისიას ხელებს ვიშორებ და ოთახიდან ჩქარა გავდივარ. არ მინდა კიდევ რამე მითხრას.
გული მტკივა. ვიცი, რომ ჩემი და მართალია და საკუთარ თავზე ვბრაზობ, რატომ მე ვერ შევძელი იმის დანახვა, რაც მან დაინახა იუნგიში?! ბრაზმა დამაბრმავა.ყოველი ამოსუნთქვისას გული ათას ნაწილად მემსხვრევა... საკვირველია, როგორ ერთი ხელის მოსმით შეუძლია შენთვის ძვირფას ადამიანს ცხოვრება დაგიგნგრიოს, ოცნებები დაგიმსხვრიოს და ამხელა ტკივილი მოგაყენოს. თავიდან გპირდებიან, რომ მთელ სიცოცხლეს მოგიძღვნიან, თავიანთ გულს გვთავაზობენ, მაგრამ ბოლოს მხოლოდ მათ ფეხის გულს ვხედავთ, როდესაც ზეგ გადაგვივლიან. ბევრჯერ ამიტანია სხვადასხვა სახის ფიზიკური თუ სულიერი ტკივილი, ბევრი იმედგაცრუება და წარუმატებლობა შემხვედრია ცხოვრების გზაზე, მაგრამ საყვარელი ადამიანის წასვლით გატეხილი გულის ტკივილი, დამერწმუნეთ, ყველაზე აუტანელია. თითქოს სულის ნაწილი ამოგგლიჯეს. ის, რაც ადრე სულს გივსებდა და გახარებდა, ახლა აღარ არის.
შუა დერეფანში ვიკეცები და ამ ხნის მერე პირველად შევძელი ტირილი. ცრემლებმა გზა გაიკვალეს და ღაწვები სულ დამისველეს.
ჩემს უკან მძიმე ნაბიჯებს ვგრძნობ. ამ ხმას ათასი ადამიანის ნაბიჯის ხმისგან გამოვარჩევ. ეს ხომ ჩემი ჯინის ხმაა. ადამიანი, რომელმაც არაერთხელ მიხსნა განსაცდელიდგან, რომელიც სულ გვერდში მეგდა და ზრუნავდა ჩემზე, მაშინაც კი თუ ეს მისი სიცოცხლისთვისაც საფრთხეს წარმოადგენდა.
-ნუ ტირი-თქვა და მხრებზე ხელი მომხვია. ისიც ჩემს გვერდით ჩაიმუხლა-ყველაფერი გაივლის...ყველაფერი კარგად იქნება...-იმეორებდა ჯინი და მარცხენა ხელს ზურგზე მისვამდა.
-ვფიქრობ ალისიამ სიმართლე გითხრა-თქვა ბოლოს.
-არ მეგონა სხვისი ლაპარაკის მოსმენა თუ გიყვარდა-ამოვისლუკუნე და ცრემლები მოვიწმინდე.
-არ მომისმენია. გზაში წინასწარ აწყობდა წინადადებებს, შენთვის რა უნდა ეთქვა. უნდოდა არ დაბნეულიყო და ძლიერი გამოჩენილიყო შენთან, ამიტომაც წინასწარ ჩემთან გაიარა რეპეტიცია.
-ის ისედაც ძლიერია.
-კი, არის.
-ანუ შენც მას ეთანხმები. განა შენ არ იყავი ის ,ვისაც ყველაზე მეტად სძულდა სებასტიანი?
-იცი... ყველა ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანები არ იცვლებიან, ან მათ საკუთარი "თავები აქვთ საპოვნელი", არის სულელი. საკუთარი თავი საიდუმლო კუნძულზე არ არის დამარხული და არ არის ის საძიებელი. საკუთარ თავს ადამიანი, ყოველდღიურად, ახალი ინფორმაციის მიღებით და მისი გაანალიზებით აყალიბებს. შესაბამისად, ის ყოველ წამს ცვლილების პროცესშია და რეგრესს ან პროგრესს განიცდის.
ნებისმიერ წამს შეიძლება ადამიანს შეხედულებები შეეცვალოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის გარემოს იცვლის და სხვა, განსხვავებული მოსაზრებების ქვეშ ეხვევა. იგი იწყებს საგნების და მოვლენების განსხვავებულად აღქმას. სავსებით შესაძლებელია, რომ უწინდელ დროში, მას ძველი გარემო არ აძლევდა კარგად მოქცევის საშუალებას, რადგან მისი აზრები და ქმედებები დაგმობილი იქნებოდა იმ სოციუმის მიერ. ამ უკანასკნელის გამოცვლის შემდეგ კი, მას ახალი შანსები ეძლევა საკუთარი თავის გამოსახატად. ვფიქრობ სებასტიანიც ასე იყო. მას გარემოება არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის. და თუ აქ ვინმე არის მოსაკვლელი, ეს მე ვარ. ჩემი ეგოისტობის გამო ჩემს ძმას დავუმახინჯე ცხოვრება, რომელიც არაფერ შუაში იყო.
-არა ჯინ, შენ ძალიან კარგი ხარ.ასე ნუ ამბობ...
-როგორც ყველა ადამიანი არის თავისებურად კარგი, ასევე არის ის ცუდიც. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველაფერი კარგი ან ცუდი აქვს. ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ ,რომ ორივე დავინახოთ. მხოლოდ ერთის დანახვამ შეიძლება გული გვატკინოს. შენ სებასტიანში მხოლოდ ცუდს ხედავ, ჩემში კი კარგს. მაგრამ როცა ორივეს დაინახავ ჩვენში, მაშინ მიხვდები, ვინ არის რეალურად დამნაშავე.
-შენც ძალიან კარგად იცი, რომ გულის სიღმეში სებასტიანი არ მეზიზღება. უბრალოდ საშინლად ვარ მასზე გაბრაზებული. ყველა იმას მთხოვს, რომ გავუგო. მხოლოდ ბექიონმა მიიღო ჩემი გადაწყვეტილება.
-როგორ ფიქრობ, იქნებ შენი გადაწყვწტილება აწყობდა კიდევაც მას. თუ შენ სებასტიანს მოკლავ, ქვეყანა მეფის გარეშე დარჩება, ბექიონი კი მას მარტივად დაიპყრობს.
-ამის გაკეთება რომ უნდოდეს, აქამდე გააკეთებდა.
-მაგრამ ეს საშიშია. შენ კიდევ გაბოროტებული შეყვარებულივით იქცევი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი შურისძიების გამო.გგონია მეფეს მოკლავ და ყველაფერი მშვიდად ჩაივლის? ბექიონი შენც მოგკლავს, მეც, ჩემს ძმებსაც და ბიძაშვილებსაც!
-და რა უნდა ვქნა?
-ვფიქრობ ,სებასტიანის მოკვლას სჯობია, შენი ძმა გადმოიბირო.
-ამას ვერ შევძლებ. ვფიქრობ არც ისე ძვირფასი ვარ მისთვის.
-მაშინ შენი და!-უცებ წამოიძახა ჯინმა.
-არა! არავითარ შემთხვევაში! ჩემს დას ამ გაუგებრობაში ვერ ჩავრევ! ეს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა!
-რაში ვერ გამრევთ?-უკნიდან მომესმა ჩემი დის ხმა.
სანამ რამეს ვიტყოდი , ჯინმა დამასწრო ხმის ამოღება:
-შენ უნდა შეძლო და ბექიონს თავი შეაყვარო. შემდეგ კი ეცადო, რომ მისი ბნელი ჩანაფიქრი ტვინიდან ამოუგდო.
-თანახმა ვარ! ერთი პირობით.ლაილა სებასტიანს არ მოკლავს.

ცივ, ჩაბნელებულ, გრძელ დერეფანს მივუყვები. ბოლოს აქ რომ ვიყავი, არემარეს მოვერცხლისფრო-მოცისფრო კრისტალები ანათებდა. ახლა მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი მინათებს გზას. დერეფნის ბოლოს კარებს ვამჩნებ. ცოტახნით ვყოვნდები. ვორჭოფობ, არ მინდა შესვლა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. არ შეიძლება, ადამიანის მიმართ სიყვარული დამალო. გრძნობები რეფლექსებივითაა. როცა ძლიერ გიყვარს, სხვანაირად არ შეგიძლია. თითქოს სხეული იმახსოვრებს გრძნობებს ამ მომენტში და ფეხებს მიჰყავხარ ძველ გზაზე.ზურგს უკან დამალულ დანას ვამოწმებ, წელში ვსწორდები და კარებს ვაღებ.
ცარიელ ოთახში შევდივარ, სადაც მხოლოდ ერთი სკამი დგას, შუაგულში...უზარმაზარი ფანჯრებიდან სავსე მთვარე ჩანდა და მუქი ლურჯი სინათლე ოთახში იჭრებოდა. სკამზე ვიღაც ზის. უფროსწორად ლამის წევს. ფეხები წინ გაეშალა და თავი სკამის მისაყრდნობზე გადმოეკიდა. ხელში ალკოჰოლის ბოთლი ეჭირა და აქანავებდა. თვალები დაეხუჭა და მისთვის რაღაცას ღიღინებდა გაურკვევლად,მაგრამ სასიამოვნოდ.
ვუახლოვდები.მთვარის შუქზე ნათლად ვხედავ მის თეთრ პერანგს,რიტმულად სუნთქვას, ვერცხლისფერი თმები კი ახალგამოღვიძებულივით ასჩეჩვოდა.
ზურგს უკან დამალულ დანას კიდევ ერთხელ ვამოწმებ და უფრო ვუახლოვდები.
წამში უზარმაზარი დარბაზი მისმა ხმის ექომ მოიცვა:
-მცივა...
ძალიან მცივა, ჩემო სიყვარულო.

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя