გამთენიისას მსახურებმა გამაღვიძეს, როცა დარაჯების გარდა არავის ეღვიძა. სწრაფად ჩამაცვეს მსახურის ტანსაცმელი და ლაბადა, ქუდი კი თავზე გადმომაცვეს, თმის დასამალად. ერთი ტომარა მომცეს,რათა პირადი ნივთები ჩამეწყო. სასწრაფოდ ჩემი ზურგჩანთა ჩავტენე შიგნით და მსახურებს შევერიე.
დიდ ეტლში ჩამსვეს.
რამდენიმე საათის შემდეგ უფლისწულებიც გამოჩნდნენ. 100 წითურისგანაც გამოარჩევდით სამ ცეცხლის პრინცს. თითქმის ერთნაირი სიმაღლის, გამხდარი და კატისებრი სიარულით. ეილენის, ალექსანდერის და მეივენის სახეები ნათლად მახსოვდა და ერთმანეთისგან გარჩევა არ გამჭირვებია. მათ გვერდით სუჰო და ჯინიც მოყვებოდა. ჯინის დანახვის დროს ლოყები ამიხურდა, ამიტომ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანე.
ხმა არ მესმოდა , რას საუბრუბდნენ, თუმცა რაღაც მათთვის სასაცილოზე, რადგან ხუთივე გულიანად იცინოდა.
რომ არ ვიცნობდნე მათ, არ ვიცოდე მათი ძალის შესახებ, უთუოდ ჩვეულებრივი მოკვდავი ბიჭები მეგონებოდა შორიდან.
მეივენი(თეჰიონი) სულ არ ჰგავდა კაცის მკვლელს, ისეთი ბავშვური წმინდა სიცილი ჰქონდა.
არც ეილენი(ჯონგუქი) ჰგავდა იმ ადამიანს, რომელსაც ძმის მოკვლა სურდა. ისე თამამად გადახვია ალექსადერს(თეიონგი) ხელი და რაღაცა ისეთი უთხრა, მისი ხმამაღალი სიცილი დაიმსახურა. ან ეს ყველაფერი დადგმული სცენა იყო, ან მთელი მსოფლიო და მათ შორის ჯინიც, ცდებოდა.
წასვლის დროც ახლოვდებოდა. პრინცებს ლორდი გამოეყო და ჩვენი კარეტისკენ დაიძრა.
ვერცხლისფერთმიანი თავი კარში შემოჰყო და მე მიკითხა.
კარეტიდან ჩამომსვა და წინ დამიყენა:
-ლაილა, მინდა ბოდიში მოგიხადო, ამ აურზაურში რომ ჩაგრთეთ უმიზეზოდ. ჯინმა ყველაფერი მომიყვა. ახლა ჩვენი ვალია ეს შეცდომა გამოვასწოროთ და მე , სტამინას ლორდი უილიამი ,გპირდები, რომ დაგიცავ მანამ სანამ აქ იქნები-გულზე ხელე მიირტყა და მხრებში გასწორდა.
-მადლობა ყველაფრისთვის-ვუთხარი უილიამს და თავი დავუკარი.
-ამიერიდან შეგიძლია ჩემი რეალური სახელითაც მომმართო, როცა მარტონი ვიქნებით- თვალი ჩამიკრა და კაპიშონი უფრო გადმომახურა- ეცადე, რომ თმები არ გამოგიჩნდეს. როცა ქალაქში ჩავალთ, მერე მოვიფიქროთ ,როგორ დავმალოთ ეგ ცეცხლისფერი კულულები. ახლა კი კარეტაში დაბრუნდი და როცა ჩავალთ, ჯინი მოგაკითხავს- ეს მითხრა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.
სულ ოდნავ ყურადღებასა და სიკეთეს მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია, ისევე როგორც მათ ნაკლებობას.
YOU ARE READING
𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)
Fanfictionლაილა 20 წლის ირლანდიელი გოგოა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯეიმსი ლაილას შორდება. გაბრაზებული გოგონა გადაწყვეტს ბებიასთან სოფელში წასვლას, რათა მომხდარი დაივიწყოს, როცა ის მანქანით სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდება, რომელსაც ტახტზე ახლად ასული მეფე...