-ჩვენ სებასტიანს შევხვდით-გაიმეორა ჩემმა დამ.
-და შენ გინდა თქვა, რომ ამ ადამიანს ვეძებდი სიზმრებში?-შევტრიალდი მისკენ.
-კი.დარწმუნებული ვარ-თქვა და ჩემს ოთახში შევიდა.
-არ ვიცი, სხვასაც შეიძლება ერქვას ეგ სახელი, თან სახე კარგად ვერ გავარჩიე სიბნელეში.
-არა! ზუსტად ვიცი, რომ ის იყო. თავიდან ჩემი სტალკერი მეგონა, ვინმე გიჟი ფანი.თუმცა უცნაურად დაიწყო ლაპარაკი. ძირითადად შენზე მელაპარაკებოდა, ისეთ კითხვებს მისვამდა,ეჭვი რომ არ შემპარვოდა, მაგრამ როგორც კი შენსკენ გამოქანდა, ვკითხე რა ერქვა. ასე მივხვდი, რომ ის იყო.
-და აქამდე სად იყავი ალისია? მთელი ერთი თვის განმავლობაში თუ ეს ყოველდღე მეორდებოდა, რატომ აქამდე არ მითხარი?
-იმიტომ, რომ მეგონა გაგიჟდი! მინდოდა ეს ყველაფერი დაგევიწყებინა და ცხოვრება გაგეგრძელებინა, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს.მეგონა შენს გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდი, რომელიც რეალური გეგონა, მაგრამ დღეს დავრწმუნდი, რომ შენ კი არა მე ვცდებოდი!
-კარგი... მოდი ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ-ვთქვი და მხრებზე ხელები დავადე.ახლა მარტო ყოფნა მერჩივნა, რათა მომხდარი გადამეხარშა.
-კარგი, კარგი. ოღონდ დამპირდი, რომ ხვალ ყველაფერს განვაგრძობთ.
-კარგიი-ვუთხარი მობეზრებულმა და ოთახიდან გავაგდე.
ხელში უცნობის პორტრეტი ავიღე.
გამეღიმა.
ნახატს ხელი გადავუსვი და სახატავიდან ამოვხიე.
ჭიკარტით საწოლის თავზე დავამაგრე.
რამდენიმე ხანს ასე ვუყურებდი, ჩემთვის უცნობ და თან ამავდროულად ძალიან ნაცნობ სახეს.
-ნეტავ ახლა სად ხარ...შენ იცი ჩემს შესახებ, მე კიდევ არა... როგორ გიპოვო-ვლაპარაკობდი ჩემთვის.
უეცრად თავბრუს ხვევა ვიგრძენი.ისევ იგივე მეორდებოდა. დაკარგული მოგონებები ნელ-ნელა ამოტივტივდებოდა ხოლმე ჩემს მეხსიერებაში, მაგრამ მალევე დავიწყებას მიეცემოდა ისე, რომ დამახსოვრებასაც ვერ ვახერხებდი. ეს პროცესი ცუდად მხდიდა.
-მგონი ვგიჟდები-ვთქვი და სახლიდან ფეხაკრებით გავიპარე.
გადავწყვიტე უახლოეს ყავის მაღაზიაში წავსულიყავი, ამიტომ ფეხით გავლა ვარჩიე.
ქუჩა საკმაოდ განათებული იყო, მაგრამ უცნაური გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ვიგრძენი, რომ ვიღაც ამედევნა. ნაბიჯებს დავუჩქარე და მანაც აუჩქარა. მერე გავჩერდი, მიმოვიხედე. ირგვლივ არავინ იყო საეჭვო.მაღაზიებთან ქალები დამსხარიყვნენ და ჭორაობდნენ.სავალ ბილიკზე ხალხი ჩქარი ნაბიჯებით მოძრაობდა, ვიღაც ბიჭი ჯიხურთან თავჩახრილი რაღაცას კითხულობდა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ მეჩვენებოდა და გზა განვაგრძე.
მალევე მაღაზიასთან აღმოვჩნდი.
-ერთი დიდი ლატე და ტირამისუ, თუ შეიძლება-ვთქვი და ბარათი მოლარეს გავუწოდე.
აქაურობა მოვათვალიერე.მაღაზიაში მხოლოდ მე ვიყავი, იდეალური ადგილია ჩემთვის, მარტო ყოფნა მინდოდა, მაგრამ არა სახლში.
-ინებეთ-თქვა გოგონამ და შეკვეთა მომაწოდა.
-გმადლობ,-ვთქვი და გამოვართვი.
შევტრიალდი და თან ორივე ხელით დაკავებული გაჭირვებით ვცდილობდი,ბარათი ისევ ადგილზე დამებრუნებინა,როცა ვიღაცა დამეჯახა.
ამოყირავებული ტირამისუ იატაკზე დაეცა ,ყავა კი მთლიანად ტანზე გადამესხა.
"ჯანდაბა! დაწყევლილი ვარ!"
-რა ჯანდაბაა?!-გაღიზიანებულმა ხმამაღლა წარმოვთქვი და ძირს დახრა დავაპირე, როცა ვიღაცის ხელმა შემაჩერა.
-ვწუხვარ. მე დაგეხმარები-თქვა კაცის ხმამ.
-არა გმადლობ!-უხეშად მოვიშორე მისი ხელი და ავხედე...
და მის თვალებს შევეფეთე.
-ისევ...შენ...-ვთქვი და ვიგრძენი, როგორ დატრიალდა ყველაფერი ჩემს გონებაში.
ახლა ყავის ქაღალდის ჭიქა მივარდება ხელიდან და დარჩენილი ყავა იატაკზე იღვრება.
-რა ჯანდაბა მჭირს...-ვთქვი და ხელები საფეთქლებზე მივიჭირე.
თავბრუს ხვევამ წამაბორძიკა. რომ არ დავცემულიყავი , ჩავიკეცე და თვალებდახუჭული ველოდებოდი, როდის გამივლიდა.
-რა გჭირს, ხომ კარგად ხარ? სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახო?-მითხრა ნაცნობმა ხმამ.
-რა გინდა!-უეცრად აღმომხდა ჩემდაუნებურად-რატომ მოხვედი! მე შენ გაგექეცი იმიტომ, რომ არ მენახე. იმიტომ, რომ შენი მეშინოდა! აქ რატომ ხარ და ისე რატომ იქცევი, თითქოს ჩვეულებრივი ადამიანი ხარ!
-რას გულისხმობ?...
-არც მე ვიცი...-ვთქვი და თვალებიდან ცრემლები წამსკა.
შავებში ჩაცმულმა ბიჭმა უსიტყვოდ ამაყენა და მაგიდასთან დამსვა. თვითონ დახლთან მივიდა. დანაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა და იგივე შეუკვეთა, რაც მე წეღან შევუკვეთე.
-გმადლობ-ვთქვი, როცა ყავა და ტირამისუ მაგიდაზე დამიწყო.
-არაფერს-თქვა და მომაჩერდა.
-ახლა ასე უნდა მიყურო?
-წეღან რას ამბობდი?-კითხვაზე კითხვით მიპასუხა.
-რაც პირველად მომივიდა თავში, იმას.
-არ მჯერა, რომ მართლა არაფერი გახსოვს-თქვა და ჩემი ყავა მოსვა.
-ხოდა დაიჯერე. არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ყოველ ღამე მესიზმრები. დარწმუნებული ვარ, ჩემზე ყველაფერი იცი, მე კიდევ არაფერი. ეს ცოტა არ იყოს, უსამართლობაა...
-ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ... იცი ჯობია არაფერი იცოდე.
-შენ თუ ფიქრობ, რომ ახლა ყველაფრის გაგება გადამინდება, ცდები!შენ მე ის უფრო მომანდომე!-და ხელები ჰაერში აღვმართე-ესეიგი გიჟი არ ვყოფილვარ და რაღაცა მართლა ამომივარდა გონებიდან.
-დამიჯერე, შენთვისვე აჯობებს, რომ არ იცოდე.მისი გაგება...მტკივნეული იქნება შენთვის...
-არ აქვს მნიშვნელობა.მე ვისმახურებ, რომ ვიცოდე. გესმის?-ვთქვი და ხელზე ხელი დავადე-არ ვიცი მე და შენ წარსულში რა ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ახლა შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ჩემი დაკეტილი ტვინის გასაღები უჭირავს ხელში.
თვალი თვალში გამიყარა. თითქოს თავის თავს ებრძოდა, ბოლოს დანებდა და თავი ჩასწია.
-სახლამდე მიგაცილებ-თქვა და წამოდგა.რამდენიმე წუთით გზას ისე მივუყვებოდით, რომ ხმას არცერთი არ ვიღებდით.
-ალბათ ოდესღაც გეტყვი სიმართლეს, ჯერ ამის დრო არ არის...-ბოლოს მან დაარღვია სიმშვიდე.
-იმედია ისევ შევხდებით.
-რა თქმა უნდა-თქვა თავდაჯერებულმა.
-აქ ახლოს ცხოვრობ?-ვკითხე.
-კი.
-რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობ?
-დაახლოებით ერთი თვე იქნება.
"ანუ რაც მე კოშმარები დამეწყო ,იმ დროიდან მოყოლებული ის აქ ცხოვრობს"
-და რას იტყვი, მოგწონს აქაურობა?
-მე სადაც ვცხოვრობდი, იმას ნამდვილად სჯობია.
-ალბათ იქ ძალიან სცივა, ხო?...
-რა?...
უკვე ჩემს ქუჩაზე ვიყავით და სახლსაც ვხედავდი.
-შენი პირობა უნდა შეასრულო.გენდობი, ამიტომაც გიშვებ-უკვე შესასვლელთან ვიდექი.
-მეშინოდა, რომ შეიძლება ვერასდოდეს მენახე, ლაილა-აღმოხდა ნაღვლიანი ხმით.
გამეღიმა. როგორც ჩანს ეს ,ერთი შეხედვით უსუსური არსება, ჩემზე უგონოდ იყო შეყვარებული. საწყენი იყო, რომ მე იგივეს ვერ ვგრძნობდი...ან მე მეგონა ასე.
-მადლობა, რომ არ დამივიწყე და გენატრებოდი, სებასტიან.-მისი სახელი მკაფიოდ წარმოვთვი და სახლში შევედი.
ღიმილი ისევ დამთამაშებდა სახეზე. ოთახში ჩუმად შევედი. ყავიანი მაიკა გავიხადე და საღამურები გადავიცვი.
დაწოლამდე ნახატს ავეხედე. ის მართლა ძალიან ჰგავდა რეალურ სებასტიანს. მისი სახე თუ ასე ზედმიწევით მახსოვდა, როგორ მოხდა, რომ ახლა მის შესახებ არაფერი ვიცი?...
არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ის ან რას წარმოადგენდა ჩემთვის წარსულში.ახლა რაც ყველაზე მეტად მინდოდა იყო, გამეხსენებინა დავიწყებული მოგონებები.ის კი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ჩემი გონების საიდუმლო კარის გახსნა.
YOU ARE READING
𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)
Fanfictionლაილა 20 წლის ირლანდიელი გოგოა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯეიმსი ლაილას შორდება. გაბრაზებული გოგონა გადაწყვეტს ბებიასთან სოფელში წასვლას, რათა მომხდარი დაივიწყოს, როცა ის მანქანით სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდება, რომელსაც ტახტზე ახლად ასული მეფე...