მეორე დღეს დილით ჯიმინი გიჟივით შემოვარდა ჩემს საძინებელში.ოთახში ბავშვივით დაიწყო წრიალი და მთხოვდა, ის რაღაც ჯადოსნური ხელსაწყო მეჩვენებინა , რომელზედაც გუშინ ველაპარაკებოდი.
ახლა ვერანდაზე ვსხედვართ და ვუყურებ, როგორ დაწვრილებით სწავლობს ტელეფონის აგებულებას.
-როგორ ირთვება?-მეკითხება და ინტერესით ამომხედა
-აი აქ დააწექი-ვაჩვენებ და ისიც ღილაკს აწვება.
-ვაუ!-აღმოხდა გახარებულს ეკრანის ჩართვისას-ეს მართლა რეალურია, არადა ერთი წამით მჯეროდა, რომ რაღაცას მატყუებდი.
-მოდი ფოტო გადავიღოთ. როცა აქედან სამუდამოდ გავქრები, სამახსოვროდ დამრჩება. კარგი?-ვეუბნები და სელფის კამერას ვრთავ.
-აბა გაიცინე
-რატომ?-მეკითხება გაკვირვებული
-არ ვიცი, უბრალოდ ფოტოს როცა იღებენ, ცდილობენ კარგი ხასიათი გადმოსცენ, რომ აღბეჭდონ , თუ როგორი ბედნიერები იყვნენ იმ მომენტში.
-კარგი..-თავს მიქნევს და ყველაზე ლამაზ ღიმილს ჩუქნის კამერას.
-აი ისიც-ვეუბნები და ტელეფონში აღბეჭდილ ფოტოს ვაჩვენებ
-ვაუ,მე მართლაც ლამაზი ღიმილი მქონია-ამბობს და მხიარულად გამომხედა.
-იცი დღეს ჩემი ძმა და ბიძაშვილები ჩამოდიან-მეუბნება რამდენიმე წუთის შემდეგ.
-მართლა? და რატომ?
-ყოველ შემოდგომას რამდენიმე დღით "სანადიროდ" მივდივართ მხოლოდ ჩვენ, დანარჩენებს არასდროს ჰქონიათ სურვილი.
-ვერ ვიტან ნადირობას-ვთქვი და ზიზღით ზედა ტუჩი ავწიე
-ეს ნამდვილი ნადირობა არ არის-თქვა და თვალი ჩამიკრა
-რას გულისხმობ?
-ეს ჩემმა ბიძაშვილმა, იირანმა(ჩანიოლი) მიოგონა. ერთადერთი დღეა, როცა ვივიწყებთ ვინ ვართ. განსატვირთი დღეა, დალევა, გოგოები, გართობა... ნადირობა კი იმიტომ დავარქვით, რომ ამ დროს სანადიროთ ემზადებიან ჩვენთან და როგორც ყველა ვაჟკაცი, ჩვენც მივდივართ "სანადიროდ", მაგრამ რეალურად იქ სხვა რამეს ვაკეთებთ.
-ყველაფერთან ერთად გარყვნილებიც ყოფილხართ!-წამოვიძახე
-არავითარ შემთხვევაში!-ხელები აასავსავა ჰაერში ჯიმინმა-უბრალოდ ასე ცხოვრება ძნელია. ყველაფერი გვეკრძალება. ჩვენც გვინდა ვიგრძნოთ ჩვეულებრივ ადამიანებათ თავი. ეს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება. ვივიწყებთ ჩვენს სტატუსებს, ჩვენს დამოკიდებულებას ერთმანეთში...
-და ვინ და ვინ მიდიხართ?-ვაწყვეტინებ. მაინტერესებს, თვით მეფეც თუ შედის ამ ბანდაში.
-მე, იირანი(ჩანიოლი) ,მარკი(ნამჯუნი) ,კალენი(ქაი) ,ლუციუსი( ლეი) და შენ წარმოიდგინე სებასტიანიც.
-მართლა?-სიცილი წამსკდა, რადგან ვერ წარმოვიდგინე მეფე ასეთ ამპლუაში.
-სულ უჟმურად კი არის ხოლმე, არც გოგოს ეკარება და არც სასმელს, თითქმის მთელი დღე სძინავს ან კოცონთან ზის ცხვირაბზუებული, მაგრამ მაინც ყოველ წელს დადის. ალბათ ესეც კი საკმარისია მისთვის, რომ გაექცეს ამ ყოველივეს...
-და ახლა წამოვა, როცა საცოლე ჰყავს?
-მგონი კი. კატერინა სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, არც კატერინას ეხატება დიდად გულზე. თუ ერთმანეთს რამდენიმე დღის მოსწყდებიან, მით უკეთესი.
-ჰმ და შენ ჩემო მომავალო მეუღლევ, ხვალ ვიღაც როსკიპებთან უნდა მიღალატო?-ვთქვი ხუმრობით და წარბები ზემოთ ავზიდე.
-რა თქმა უნდა არა, მე სულ შენი ერთგული დავრჩები ჩემო მომავალო მეუღლევ-ჩემს წინ დაიჩოქა და მუხლებზე ხელები დამაწყო.
მის საქციელზე გამეცინა და ისევ სკამზე დაჯდომა ვთხოვე.
-შენც უნდა წამოხვიდე-მითხა , როცა სკამზე დაჯდა.
-მე იქ რა მინდა?
-ჩემებს გაგაცნობ. უკვე იციან, რომ საცოლე მყავს. რომ არ წამოხვიდე, რამეს იეჭვებენ.
-ეგრე არც სებასტიანი წამოიყვანს პრინცესას.
-ხო , მაგრამ მაგაზე ხომ იციან, რომ უსიყვარულოდ მოჰყავს ცოლად.ჩვენზე კი იციან, რომ ერთმანეთის სიყვარულის ცეცხლში ვიწვით-და თითებიდან ნაპერწკლები გამოყარა, რაზეც მე უკან დავიხიე.
-ნუ გეშინია, ვაკონტროლებ-გადაიხარხარა ჯიმინმა და თითებიდან მაგია გაუქრა.
დღეს მზე ჩვეულებრივზე მეტად მცხუნვარე იყო...
-ისე ხანდახან სუჰო და ჯინი ძალიან მენატრება-ვთქვი, როცა ჰორიზონტს გავყურებდი
-მეც...-თქვა ჯიმინმაც-მათთან ახლოს იყავი?
-შეიძლება ითქვას, რომ კი. სამწუხაროდ დროის სიმცირის გამო, მათი კარგად გაცნობა ვერ მოვახერხე...მაგრამ ჯინი...-და ხმა ჩამიწყდა.
-შენ ის მოგწონს არა?
-ალბათ, კი...
-და როცა აქედან გაქრები, მისი დავიწყება არ გაგიჭირდება?
-შეიძლება გამიჭირდება, მაგრამ უნდა შევეგუო. სანამ აქ აღმოვჩნდებოდი, საყვარელმა ადამიანმა დამტოვა, რომელთანაც 5 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. ჯინს კი რამდენიმე კვირაა რაც ვიცნობ, თან ჩვენ სხვადასხვა სამყაროებს ვეკუთვნით. რომც ვეცადოთ, არაფერი გამოვა, გესმის?
ჯიმინმა თანაგრძნობით შემომხედა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
უცებ კარები კარისკაცმა შემოხსნა და გვამცნო, რომ ლორდები ჩამოვიდნენ. ჯიმინი გახარებული წამოფრინდა სკამიდან, დამემშვიდობა და კარებს მიღმა გაუჩინარდა.
YOU ARE READING
𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)
Fanfictionლაილა 20 წლის ირლანდიელი გოგოა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯეიმსი ლაილას შორდება. გაბრაზებული გოგონა გადაწყვეტს ბებიასთან სოფელში წასვლას, რათა მომხდარი დაივიწყოს, როცა ის მანქანით სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდება, რომელსაც ტახტზე ახლად ასული მეფე...