5

374 51 8
                                    

ჯინს ჩქარი ნაბიჯებით მივყავდი დერეფანში ჩემი ოთახისკენ, თან ხელს არ მიშვებდა. ისე მაგრად მიჭერდა, თითქოს გავიქცეოდი ან ვინმე ჩემს თავს წაართმევდა.
ჩემს ოთახში შევედით. დიდი ფარდები ჩამოხსნა და ბოლომდე ჩამოუშვა.
-შენ ქალბატონს საჭმელს მიართმევ, შენ ოთახს დაულაგებ, ოთხი მცველი კი კარებთან ახლოს ივლით, მაგრამ არ მიუახლოვდებით, რათა ძალიან შესამჩნევი არ გახდეს- ოთახში ჩქარი ნაბიჯებით დადიოდა და განკარგულებებს იძლეოდა.
ლოგინზე ვიჯექი და ვუყურებდი ანერვიულებულ ჯინს.ვფიქრობდი, ნეტა რეალურად მართლა ჩემზე ზრუნავდეს და არა იმაზე, რომ შეიძლება მე კონფლიქტი გამოვიწვიო ამ განებივრებულ ბიჭებს შორის.
ჯინმა ყველა მცველი და მოსამსახურე დაითხოვა.
-მისმინე, ეს ორი დღე მინდა ოთახიდან არ გახვიდე. შენთვისვე ასე აჯობებს. არ მინდა რამე დაგიშავდეს.მე ვიცი, რომ შენ არაფერ შუაში ხარ , ლაილა.
არა მან არაფერი არ იცოდა, საერთოდ არაფერი. ანერვიულებული წამოვვარდი საწოლიდან და ბოლთის ცემა დავიწყე.
-არა ჯინ, არაფერი არ იცი საერთოდ! მე აქედან უნდა წავიდე, დღესვე! მხოლოდ ერთი კვირა მაქვს დრო.
სახლი მენატრება.. დედა მენატრება...- ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის და ამდენი ხნის ნაგროვები ბოღმა მთლიანად გამოვუშვი. პატარა ბავშვივით ჩავიცუცქე , მუხლებზე ხელები მოვიხვიე და ტირილი დავიწყე:
-შენ მართლა არაფერი იცი ჯინ. მე არ ვარ არცერთი სამეფოდან. მე არ ვეკუთვნი შენს სამყაროს.
ჯინი მომიახლოვდა და ჩემს გვერდით იატაკზე დაჯდა.
-ვიცი ვინც ხარ ლაილა. გპირდები, შენს საიდუმლოს სიცოცხლის ბოლომდე შევინახავ.
გაკვირვებულმა თავი ავწიე და ჯინს შევხედე. არანაირი ირონია ან ტყუილი არ იყო მის სიტყვებში. მან მართლა იცოდა ჩემზე.
-როცა შენი ჩანთა გავჩხრიკე, იქ შენი სახელის გარდა სხვა ბევრი უცნაური ნივთი აღმოვაჩინე. სულელი არ ვარ ლაილა, რა თქმა უნდა მივხვდებოდი. თან მეც ნამყოფი ვარ შენს სამყაროში-და თვალი ჩამიკრა.
-რაა?- გაოცებულმა წამოვიძახე და წამოვხტი- ამხნის განმავლობაში ყველაფერი იცოდი და შენ ვირთხებიან საკანში ჩამაგდე, ცეცხილს ალქაჯობა დამაბრალე, ლამის სასიკვდილოდ მიმეტებ და ახლა ამ ოთახში მატუსაღებ?
-და რა მექნა ლაილა,ყველასთვის მეთქვა,რომ თანამედროვე სამყაროდან წამოსული სტუდენტი გოგო ხარ,რომელსაც მანქანით გზა აერია?იცი ,აქ ჩემს გარდა მაგ პორტალის შესახებ მარტო შენ იცი. და რომ გაიგონ რა მოხდება? სებასტიანიც,დანიელიც, დილანიც და ალექსანდერიც ურიცხვი ჯარით დაიძრება შენი დედამიწისკენ და ნაცარტუტად აქცევენ იქაურობას. გინდა ეს მოხდეს? ხანდახან რაღაცის დათმობაა საჭირო, რათა ყველაფერი შეინარჩუნო.
ჯინი ადგა და პირდაპირ ჩემს წინ დადგა.
-დაგპირდი, რომ ყველაფრის ფასად დაგიცავდი ლაილა და ამას გავკეთებ. უბრალოდ შენც ხელი უნდა შემიწყო და გპირდები, 1 კვირის შემდეგ აქედან გაგაქრობ- თქვა და რასაც ყველაზე მეტად არ ველოდი ,ის გააკეთა. თავის დიდ და ძლიერ მხრებში მომიქცია და გულში ჩამიკრა. მისი სხეული თან ძალიან ცივი და მწველი,თან ადამიანურად თბილი იყო. ვანილის სუნი ასდიოდა მის მარმარილოსფერ კანს.ხელებს უფრო და უფრო მაგრად მხვევდა. მეც მივენდე და ხელები ნელ-ნელა ზურგზ შემოვხვიე. არ ვიცი ერთ დღეში როგორ მოასწო ამ ბიჭბა , დაემსახურებინა ჩემი სიმპათია. ალბათ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის ბრალია. ერთადერთი რაც ახლა მინდოდა, ეს დაცვა იყო. ვინმეს ამ ჯოჯოხეთისგან დავეცავი. და ყველაზე მთავარი, სებასტიანისგან-ანუ სიკვდილისგან.
მთელი დღის განმავლობაში ოთახიდან არ გამოვსულვარ. ძალიან მაინტერესებდა ცეცხლის სამეფოს პრინცების რეალურად ნახვა, მაგრამ ერთი თვალის შევლებაც ალბათ ჩემი სიცოცხლის ფასად დამიჯდებოდა.
მსახურებმა ვახშამი შემომიტანეს და თან რამდენიმე წიგნი მოაყოლეს.
ასე გავიდა მთელი დღე. წიგნების კითხვის, საწოლში წოლის და ჭამის მეტი არაფერი გამიკეთებია.
სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალება მქონდა.
ალბათ უკვე შუაღამე იყო, საღამური ჩავიცვი და საწოლში შევწექი.
ამ დროს კარი ჩუმად ჯინმა შემოაღო და მკითხა შეიძლებოდა თუ არა შემოსვლა. მეც დავთანმხდი.
ჩემს საწოლს მოუახლოვდა და ჩამოჯდა.
ძალიან დაღლილი ჩანდა.
მოსაცმელი გაიხადა, თეთრი პერანგი ეცვა და ნათლად ჩანდა მისი დაკუნთული ზურგი და მხრები.
პერანგის საყელო შეიხსნა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო.
-ხვალ მივდივართ-შემოტრიალდა ჩემსკენ
არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი მოღეღილი კისრის დანახვისას სასწაულად დამცხა და თვალი ავარიდე.
-შენ მსახურების კარეტაში ჩაგსვამთ, როცა ქალაქში ჩავალთ, შენთვის ცალკე ოთახს ვერ გამოვყობთ, ამიტომ-ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა-ჩემს ოთახში უნდა დარჩე...
გაფართოებული თვალებით შევხედე და ვგრძნობდი, როგორ მიწითლდებოდა სახე.
ჯინმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ საღამურის ამარა ვიყავი.
ძალიან თხელი ხორცისფერი ატლასის პენუარი მეცვა.
-მე გავალ,-მითხრა ჯინმა, მოსაცმელს ხელი დაავლო და ჩქარი ნაბიჯებით ოთახიდან გავიდა.
საწოლზე დავეხეთქე და წრიალი დავიწყე სახეზე ხელებაფარებული, თითქოს ჩემს სიწითლეს საკუთარ თავს ვუმალავდი.
-გთხოვ ღმერთო, არ მითხრა რომ მე ..ჯინი მომეწონა- და ტირილის იმიტირება გავაკეთე.
შემდეგ გამახსენდა ,რომ დარჩენილი დღეები ჯინთან ოთახი უნდა გამეყო და ამაზე კიდევ უფრო ავწითლდი.
თვალები მაგრად დავხუჭე, მაგრამ ჯინზე ფიქრებს მაინც ვერ გავექეცი, მხოლოდ მის სახეს ვხედავდი.
ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა...

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Where stories live. Discover now