23

288 45 11
                                    

-ყველაფერი დასრულდა...-ბექიონი ჩემსკენ იხრება და მაყენებს-მაპატიე, რომ ასე მოგექეცი.
-ანუ შენ...ამ ხნის განმავლობაში შენ გეძებდი. იმას ვცდილობდი გამეგო, რა დამმართე...
-ახლა უკვე იცი-თქვა და გამიღიმა-საერთოდ,არ მინდოდა სიმართლე გაგეგო. არ მინდოდა მეხსიერება აღმედგინა შენთვის. მაგრამ მან ისევ მოგაგნო. ვერ დავუშვებდი, რომ სიცრუეში გეცხოვრა.
-რატომ მეხმარები?
-ამას მალე გაიგებ.
-და ახლა რომ გავიგო, არა?
-ახლა სხვა რაღაცის გაგების დროა.უფრო მნიშვნელოვანის. შენი ვინაობის.
ჩამეცინა. ჩემი ვინაობა ისედაც გარკვეული იყო.
-თუ არ გახსოვს, შეგახსენებ: ლაილა მქვია და 20 წლის უიღბლო მევიოლინე ვარ. მთელი ცხოვრება ჩემი დის პოპულარობის ჩრდილში გავატარე, 5 წლიანი ურთიერთობის მერე საყვარელმა ადამიანმა მიმაგდო, ბოლოს სადღაც სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი სერიულ მკვლელთან, გადავეყარე ტირან მეფეს, რომელიც ჩემდა საუბედუროდ შემიყვარდა და იმან ჯეიმსზე უარესი გამიკეთა-მოსაკლავად გამიმეტა.
-უიღბლოს შენზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი-თქვა და ჩაიცინა.
-ვფიქრობ, ჩემზე ისეთი რამ იცი, რაც მე არ ვიცი...ხო?
-წარმოდგენაც კი არ გაქვს ,ისეთი რამ ვიცი-თქვა და თვალებში ჩამხედა-ერთი სული მაქვს, როდის გეტყვი.აი, ენას ვერ ვაჩერებ, შენი სახის გამომეტყველება მინდა დავინახო სიმართლის გაგების დროს, მაგრამ ვფიქრობ ამის გაკეთების უფლება მე არ მაქვს. სახლში შედი, დედაშენს დაელაპარაკე. მე აქ დაგელოდები-თქვა და ეზოში მდგარ გრძელი სკამისკენ დაიძრა.
-უკვე გვიანია, უნდა წახვიდე. არ მგონია დღეს ისევ გამოვიდე სახლიდან.
-დარწმუნებული ვარ სიმართლის გაგების შემდეგ სახლში გაჩერება აღარ მოგინდება-მომაძახა მიმავალმა და სკამზე ჩამოჯდა.

მისაღებში შევდივარ.
დედაჩემი სავარძელზე წამოწოლილიყო. თხელი მოყავისფრო-მოწითალო თმები გაეშალა და სავარძლის ხელზე გადაეფინა. თვალები დაეხუჭა, მაგრამ ვიცოდი, რომ არ ეძინა. უბრალოდ ისვენებდა.
ძალიან ლამაზი სანახავი იყო დედაჩემი ასე. ყოველთვის მიყვარდა მძინარე დედაჩემის ყურება . ის ისეთი მშვიდი იყო...
არასოდეს მახსოვს მას ჩემთვის ხმა აემაღლებინოს. საყვედურებს ალისიას არასდროს აკლებდა, რის გამოც ჩემი დისგან მხოლოდ ზიზღს ვიღებდი.
მოპირდაპირე მხარეს მდგარ სავარძელში ჩავჯექი და წინ გადავიხარე. დედაჩემს ისევ ვაკვირდებოდი.
-უკვე მოხვედი?-თქვა ისე, რომ ჩემსკენ არც გამოუხედავს.
-კი, მოვედი. ალისია სად არის?-ოთახი მოვათვალიერე, იმის იმედით, რომ მას ბოლოჯერ ვნახავდი.
-ტურნეზე წავიდა. ალბათ რამდენიმე თვე ვეღარ ჩამოვა. გული დასწყდა , რომ ვერ დაგემშვიდობა. ასე თქვა გადმომეცა :"ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერს გაარკვევ, მე შენი მჯერა".
-როცა ჩამოვა უთხარი, რომ ყველაფერი გავარკვიე და მადლობა მას ყველაფრისთვის.
-ამის თქმა შენც შეგიძლია ლაილა, ის შენი დაა.
-ვფიქრობ, როცა ის ჩამოვა , მე აქ აღარ ვიქნები...
-შენ სადღა მიდიხარ?-ხელები ჰაერში აიქნია და წამოჯდა.
-მე...-ხმა ამიკანკალდა. არ ვიცი რა უნდა მეკითხა ან რა უნდა მეთქვა მისთვის. იმასაც კი ვერ ვხვდებოდი , რა სიმართლე უნდა გამერკვია.
სიტყვები თავისით მოსწყდა ბაგეებს:
-ვინ...ვარ?...
-ჩემი შვილი ხარ, ლაილა-ვიგრძენი, როგორ დაიძაბა დედაჩემი.
-დედა, ვფიქრობ, რომ რაღაც ისე არ არის, როგორ უნდა იყოს. რაღაცას მიმალავ და უნდა მითხრა.
-კარგი...კარგი...-იმეორებს და ხელებს ნერვიულად უსვამს ფეხებს-მართალი ხარ...იმსახურებ სიმართლის ცოდნას. უბრალოდ დამპირდი, რომ არ შემიძულებ.
-რაც არ უნდა იყოს ,დედაჩემი ხარ, ვერ შეგიძულებ!-წამოვიძახე.
-მადლობა-თქვა ჩუმად და ლაპარაკი განაგრძო-მე და მამაშენი დიდი ხნის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს.დიდ ხნიანი გართობის შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზე მიგვეყვანა და დავქორწინდით. რამდენიმე წელი შვილი არ გვიჩნდებოდა.ამას ძალიან განვიცდიდით, რადგან დაქორწინება ბავშვის გამო გადავწყვიტეთ.ერთხელ დედაჩემმა დამიბარა სოფელში, ვიღაც ქალს იცნობდა, რომელიც უშვილობის მოსახსნელ შელოცვებს აკეთებდა. ამ ცრურწმენების არ მწამდა არასდროს, მაგრამ დედაჩემს არ ვაწყენინე და წავედით. რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქში წამოვედით. სოფლის გზაზე დავინახე ქალი, რომელსაც თოთო ბავშვი ეჭირა ხელში და კლდიდან გადაგდებას უპირებდა. მაგრამ თითქოს რაღაც აკავებდა და ორჭოფობდა. არ დავფიქრებულვარ ისე გავაჩერე მანქანა და მისკენ დავიძარი. ვუყვირე, როგორ შეეძლო ასე გაემეტებინა უსუსური, დაუცველი და უდანაშაულო არსება. მან კი მითხრა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, ისედაც სასიკვდილოდ იყო განწირული და რომ ეს დედამისის ნება იყო. ვთხოვე, მუხლებში ჩავუვარდი, რომ ეს არ გაეკეთებინა, რომ ბავშვი ჩემთვის მოეცა, ეს ღვთის საჩუქარი იქნებოდა ჩემთვის. ბოლოს დამთანხმდა იმ პირობით, რომ არასოდეს გამოგიშვებდი მარტო ამ გზაზე. რა თქმა უნდა დავთანხმდი. ისიც რომ ეთქვა, სახლიდან არასდროს გაუშვაო, თანახმა ვიყავი.ერთ თვეში კი გავიგე, რომ ალისიაზე ფეხმძიმედ ვიყავი...
-და ის ბავშვი მე ვიყავი...
-კი. არ მინდოდა გაგეგო ამის შესახებ. მთელი შენი ბავშვობა იმას ვცდილობდი, რომ შენი დისგან თავი განსხვავებულად არ გეგრძნო.არასდროს გეჩხუბებოდი,თუმცა არც არასდროს მოგიცია საბაბი ამის, ან მე ვერ ვბრაზდებოდი შენზე...
-გეცოდებოდი-გავაწყვეტინე-გეცოდებოდი, რადგან მე ის ბავშვი ვიყავი, რომელიც დედამ სასიკდვილოდ გაიმეტა.არ გინდოდა, რომ შენც ისეთივე ცუდი დედა ყოფილიყავი, როგორიც ჩემი ბიოლოგიური დედაა.
-სწორია. ამიტომ არ მინდოდა ეს გაგეგო.შენზე საშინლად იმოქმედებდა ის ფაქტი, რომ დედამ მიგატოვა. ახლა უკვე დიდი ხარ და ვფიქრობ, სწორად გაანალიზებ ამ ფაქტს.
-დედაჩემი ვინ არის არ იცი...
-არა. არც დავინტერესებულვარ გამეგო მისი ვინაობა.
-კარგი-ვთქვი და წამოვდექი.
-სხვას არაფერს მეტყვი?-მკითხა დაძაბულმა.
მისკენ შევტრიალდი და ჩავეხუტე.
-შენ ყოველთვის ერთადერთი დედა იქნები ჩემთვის.არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ მე შენს საშვილოსნოში არ ჩამოვყალიბებულვარ.მე ისევ შენი ლაილა ვარ-და შუბლზე ვაკოცე-თუმცა..არის ერთი რაღაც...
-რა?
-მგონი მე ვიცი ვინც არის დედაჩემი. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მყავს ისეთი ვიღაც, ვინც ამას გამიმხელს.
და თუ ჩემი ეჭვები მართალია, მაშინ ის ცოცხალი აღარაა.
-ვფიქრობ იმსახურებ სიმართლე გაიგო.
-ამიტომაც უნდა წავიდე...-დედაჩემს მოვშორდი.
-სად?
-სადაც დედაჩემი ცხოვრობდა. მე იქ უკვე ნამყოფი ვარ. ამას ვერ გეტყვი დედა. მაპატიე.
-არაუშავს, არაუშავს,-თქვა და ცრემლები მაისურის სახელოთი მოიწმინდა-სადაც არ უნდა იყოს ეს ადგილი, წადი. ოღონდ დაბრუნდი.რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს შვილო,კარი ყოველთვის ღია იქნება. არ დაგავიწყდეს, რომ ეს არის ერთადერთი სახლი, რომელიც გეკუთვნის, სანამ არ გათხოვდები-თქვა და გაიცინა.
-ვფიქრობ, არც არასდროს გავთხოვდები.
-ხოდა მით უმეტეს უნდა დაბრუნდე!
-კარგი-ვუთხარი ღიმილით-ახლა კი ოთახში ავალ და საჭირო ნივთებს ჩავალაგებ.
-მარტო მიდიხარ?
-არა, მეგობართან ერთად.
-კარგი...და ერთი რაღაც დამავიწყდა.
მისკენ შევტრიალდი.
-რა ხდება?
-შენს აბაზანაში...ბზარი. გულში ბრაზი აღარასდროს დაიგროვო,რომ მეორეჯერაც ეგრე დააზიანო სახლი.
-კარგი...-ვთქვი დაბნეულმა და ჩქარი ნაბიჯებით ავედი ოთახში, რომ ისევ რამე არ გამოეშკარავებინა დედაჩემს.
მცირე ბარგს ვალაგებ.
კედელზე მიკრულ სებასტიანის ნახატს ვხედავ.
კედლიდან ვგლიჯავ და ხელში ვიქცევ.
-ყოველთვის ასე იყო. ჩემს ერთ ნაწილს ეზიზღებოდი, მეორეს კი უყვარდი. შენი სიყვარული არც მაშინ შემიწყვიტავს, როცა სასიკვდილოდ გამიმეტე...და არც ახლა. ერთხელ უკვე აჯობა სიყვარულმა ზიზღს. ახლა დროა ზიზღმა აჯობოს სიყვარულს-ვთქვი და ნახატი ნაგვის ურნაში მოვისროლე. ბოლოჯერ მოვავლე თვალი ჩემს ოთახს, რომელსაც ალბათ ვერც ვერასდროს ვნახავდი და ქვემოთ ჩავედი.
კიბესთან დედაჩემი დამხვდა, რომელსაც პატარა კონტეინერის ჩანთა ეჭირა ხელი.
-ეს აიღე,გზაში დაგჭირდება-თქვა და ჩანთა ხელებში შემომაჩეჩა.
-მადლობა.
-დამპირდი, რომ დაბრუნდები. მხოლოდ ამ პირობით გიშვებ სახლიდან!
-გპირდები დედა-ვთქვი ისე, რომ არც მე ვიყავი ჩემს სიტყვებში დარწმუნებული და გადავეხვიე.
-მომენატრები.
-მეც. მიყვარხარ დედა.
-მეც მიყვარხარ.
-არ დაგავიწყდეს გადასცე ალისიას ის, რაც გითხარი, კარგი?
-კარგი.
რამდენიმე ხანი ასე ჩახუტებულები ვიდექით, ბოლოს მოვშორდი და თეთრი კონვერტი გავუწოდე.
-ეს რა არის?
-წერილია ვიღაცისთვის. ალბათ ხვალ დილით მოვა. როცა სამსახურში წახვალ ,დაინახავ ვერცხილსფერ თმიან ლამაზ ბიჭს. მას მიეცი. ოღონდ არ გახსნა.
-ოჰო, ეს შენი ბიჭია? და ასე რომატიკულად ემშვიდობები? აი თურმე რა ყოფილა შენი მიზეზი აქ დასაბრუნებლად.
-შეიძლება ასეც ითქვას-ვთქვი და გავუღიმე. საჭიროა დიდი ენერგიის გაღება, იმისთვის რომ იღიმოდე მაშინ როცა რაღაც გაწუხებს. ბედნიერ ადამიანად თავის მოჩვენება, ემოციური ტანჯვის ერთ-ერთი მძიმე ფორმაა.
-უკვე დროა-ვთქვი და ბოლოჯერ გავხედე დედაჩემს-არ დამემშვიდობო ვუთხარი და ხელი დავუქნიე.
მანაც ასევე უსიტყვოდ დამიქნია ხელი. მის ცისფერ გამჭირვალე თვალებში ცრემლები შევნიშნე...
ასე დავტოვე დედაჩემი.
ალბათ ყველაზე მძიმე მომენტი იყო ჩემთვის. 20 წლის განმავლობაში მზრდიდა იმის მიხუედავად, რომ მისი არაფერი ვიყავი, მაგრამ მისმა სიყვარულმა არაფრისგან ყველაფერი შექმნა.
გვერდზე გავიხედე. ბექიონი ისევ სკამზე იჯდა, ზუსტად იმავე პოზაში.მიღიმოდა.მისკენ დავიძარი.
-ხომ გითხარი, რომ წამოსვლა მოგინდებოდა.
-მგონი შენ მომავალსაც ხედავ.
-სამწუხაროდ არა. უბრალოდ ინტუიციამ ასე მიკანრახა.
-კარგი , წავიდეთ-ვთქვი და მანქანისკენ დავიძარი.
-ჰეი, სად მიდიხარ!-და შეშფოთებულმა ბეჭზე ხელი დამავლო.
-შენ რა სოფლისკენ ფეხით წასვლას აპირებ?
-არა.
-აბა რა გინდა?
-ის , რომ ჩემი შესაძლებლობები სათანადოდ დააფასო-სქელი ტუჩები წინ გამოსწია და თითები გაატკაცუნა.
ჩვენს წინ ჰაერში გამჭირვალე მოლივლივე კედელი აღიმართა.
-ეს რა არის?-ვთქვი განცვიფრებულმა.
-ეს პორტალია. ანუ მე პორტალების შექმნაც შემიძლია. ხედავ? შენ კიდევ იმ ჯართით წასვლას აპირებდი.
-ხო, ახლა ნამდვილად გაფასებ, მაგრამ ამ რაღაცაში გასვლას არ ვაპირებ.
-არაფერია. მაგას ვერ იგრძნობ. ჩვეულებრივ სიარულს ჰგავს,უბრალოდ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ადგილმდებარეობა შეიცვლება. თუ გეშინია ერთად ვცადოთ.
-კარგი-ვთქვი და მკლავში ჩავაფრინდი.
გაეცინა და პორტალში შემიძღვა.
მართალი იყო. ეს ძალიან შეუმჩნეველი იყო, იქამდე სანამ თვალები არ გავახილე.
არ ვიცი რას ველოდი. ალბათ ისეთივე მწველ სიცივეს, როგორიც სებასტიანის სასახლეში იყო. თუმცა აქ რადიკალურად განსხვავებული ჰავა დამხვდა. გრილი და სასიამოვნო სიო ქროდა. მზე ცის კამარაზე ამოსულა. შუაგულ მინდორში ვიდექით. ჩვენს წინ უზარმაზარი სასახლე ჩანდა.არა ისეთი საშიში , როგორიც სებასტიანის იყო, არამედ ისეთი, როგორებიც ანიმაციებში აქვთ კეთილ პრინცებს: ლამაზი, მდიდრული და თვალის მომჭრელი.
ბექიონი ფიქრებს მიმიხვდა:
-აქ ისე არ სცივა, როგორც შენი სიყვარულის ქვეყანაში-"სიყვარულის" უხეშად მომხვდა ყურში-იმედია აქაურობა უფრო მოგეწონება.
-უკვე აქ უფრო მომწონს-ვთქვი და წინ წავედი.
-ნუ ჩქარობ. სასახლეს მალე დაგათვალიერებინებ. ჯერ სხვაგან უნდა წაგიყვანო.
ხელი დამავლო და გაიქცა. თან მეც მიმათრევდა.
ტიალ მინდორში მივრბოდით.
არ ვიცი სად. იქნებ მოსაკლავად მიყვადი. მაგრამ მან თქვა, რომ მიცავდა. ამიტომ ვენდობოდი.
უკნიდან ვუყურებ. თინეიჯერ ბიჭს ჰგავს, რომელმაც ახლახანს დაამთავარა სკოლა და პრესტიჟულ უნისვერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება. საერთოდ არ ჰგავდა იმ ცბიერ არსებას, რომელიც უზარმაზარი იმპერიის მმართველი იყო. არ ჰგავდა ან მართლა ცბიერი იყო და ამას მაჩვენებდა.
ჯინმა გამაფრთხილა ,არ ენდოვო.
ნეტავ ჯინი ახლა სად არის...
ან დანარჩენები რას შვრებიან იმ თავდასხმის შემდეგ...
-მოვედით!-ბექიონის აღტაცებულმა ხმამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან.
-მეგონა რამე განსაკუთრებული
უნდა გეჩვენებინა, აქ მხოლოდ დასასხდომებია-და უკმაყოფილოდ მიმოვიხედე. არაფრით გამორჩეულ ბაღში ვიყავით.
-უბრალოდ დაჯდომა მინდოდა,აქ ახლოს მეტი არაფერია-თქვა და სკამზე ჩამოჯდა-ბევრი მოსაყოლი მაქვს, ფეხზე ხომ არ იდგები, დაჯექი-და მანიშნა მის გვერდით დავმჯარიყავი.
დავემორჩილე.
-შენ უკვე იცი, რომ ჩვენ სამყაროს ეკუთვნი. და ალბათ იმასაც მიხვდებოდი, ვისი შვილიც ხარ. მაგრამ შენ სრული ისტორია არ იცი.
-ყველაფერს წარმოვიდგენდი, ოღონდ პრინცესობას არა! და ის უცნაურად ველური ბიჭები ჩემი ძმები არიან?-წამოვიძახე.
-ვწუხვარ, მაგრამ ასე გამოდის. ახლა კი დამაცადე მოყოლა!
-კარგი, კარგი, ყურადღებით გისმენ-და სკამზე კომფორტულად მოვკალათდი.
-დედაშენი დიდგვაროვნების ოჯახში დაიბადა. მის ოჯახს ჩემი ქვეყანა ძალიან უყვარდა და აქაურობას ხშირად სტუმრობდნენ. წესით საზღვრები დაკეტილი გვაქვს, მაგრამ სამეფო ოჯახის ახლო მეგობრები გახლდათ, ამიტომ დედაშენს ყოველ ზაფხულს ჩვენს სასახლეში ჰქონდა გამოწერილი დასვენება.
როცა გაიზარდა, ტახტის მემკვირდეს, ანუ მამაჩემს, დაუახლოვდა. მათი მეგობრობა ნელ-ნელა უფრო დიდ გრძნობაში გადავიდა, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ქორწინება მაშინ დაუშვებელი იყო. შენც შეესწარი იმ ფაქტს , როგორ დანიშნა შენმა ძმამ თავისი ბიძაშვილი სებასტიანზე. ის პირველია , ვინც ეს წესი დაარღვია. მაგრამ ადრე წესებს და ტრადიციებს ზედმიწევით იცავდნენ. დედაშენი ცეცხლის იმპერიის გვირგვინოსან პრინცზე დაინიშნა და მალევე იქორწინეს. მამაჩემმა კი დედაჩემი შეირთო ცოლად, თუმცა მათ შორის სიყვარული არასდროს გამქრალა.
ამ ამბის შემდეგ წლები გავიდა.
არასდროს ეგონა მამაჩემს, რომ დედაშენს ისევ იხილავდა. მაგრამ ეს საბედისწერო დღეც დადგა, როცა ცეცხლის სამეფოს ტახტზე ახალი მეფე დასვეს. ახალგაზრდობის შემდეგ მათ ერთმანეთი არ ენახათ, ამიტომ ჩუმად დათქვეს შეხვედრა საღამოს, დედოფლის პირად ოთახში, ანუ ხომ ხვდები- უხერხულად გააქნია ხელები ჰაერში-ნუ ამახსნევინებ ამას-საწყალი თვალებით შემევედრა.
-კარგი, ეს გასაგებია , მაგრამ ჩემთან რა შუაშია?
-შენი აზრით?-და ცალი წარბი ასწია-იმ ღამის შემდეგ დედაშენი დაფეხმძიმდა. რატომ მოგიშორა დედაშენმა ვერ მიხვდი? შენ რომ ჩვეულებრივი პრინცესა ყოფილიყავი, შენს ძმებთან ერთად გაიზრდებოდი, მაგრამ დაიბადე თუ არა, დედაშენმა მსახურ ქალს დაავალა შენი მოკვლა.
-ანუ გამოდის , რომ შენც ჩემი ძმა ხარ!-წამოვიყვირე და სკამიდან წამოვფრინდი.
-ასეა.
-ეს თავიდანვე იცოდი!
-რა თქმა უნდა. პირველად სებასტიანის კორონაციის დროს გაგიცანი. იმ წუთიდან უკვე ვიცოდი ვინც იყავი.
-მაგრამ შენ ჩემი ცოლად შერთვა გინდოდა.
-მაგას იმიტომ ვაპირებდი, რომ მისგან დამეხსენი,მაგრამ შენ არ დამთანხმდი და მის ძმაზე დაინიშნე. მამაჩვენმა შენს შესახებ იცოდა. ისიც იცოდა,რომ დედამ მოსაკლავად გაგიმეტა ,მაგრამ ჭორები მალევე გავრცელდა, რომ გადარჩი და მეორე სამყაროში გმალავდნენ.მამაჩემმა შენი მოძებნა და დაცვა დამავალა.ეს იყო მისი ბოლო სურვილი.
-და ახლა რას ვაპირებთ? ჩემს ძმებს ჩემს შესახებ უნდა უთხრა?
-არა რა თქმა უნდა. ისინი შენს სიკვდილს მოისურვებენ.
-ვფიქრობ ერთ-ერთმა მათგანმა იცის, რომ და ჰყავდათ.
-საიდან იცი?
-ერთხელ სასახლში შემთხვევით გადავეყარე.მან ჩემი ნიშანი შენიშნა ხელზე-და მაჯა ვაჩვენე-მასაც იგივე ნიშანი ჰქონდა.მან თქვა, დედოფალმა ასე დანიშნა თავისი შვილები დაბადებისასო.
-იმედია არ ახსოვს, თორე ეს ყველა გეგმას ჩაშლის...
-რას გულისხმობ?
-შენ მჭირდები. რადგანაც ჰიბრიდი ხარ, შენში როგორც ცეცხლის, ასევე ჩვენი ძალაც არის. შეიძლება ჩავთვალოთ,რომ ყველაზე ძლიერი არსება სამყაროში.
-მე?-ირონიულად ჩამეცინა-კარგი რა, შემხედე, ვგავარ ისეთ ადამიანს, რომელსაც სამყაროს განადგურება შეუძლია?
-ლაილა, მე არ გთხოვ მთელი სამყაროს განადგურებას. ერთი ვიღაც უნდა გაანადგურო, რომ ეს სამყრო დაიცვა...ნუ შენს გრძნობებს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ მართლა სამყაროს განადგურება მოგიწევს.
-ამით რას გულისხმობ?-მისმა ორაზროვანმა წინადადებამ დამაბნია.
წამოდგა. შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და გასწორდა.მომიახლოვდა. ასეთი სერიოზული არასდროს მენახა.
-შენ სებასტიანი უნდა მოკლა.
-თანახმა ვარ!

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Where stories live. Discover now