-მეფე შენი ძმა არის? - აღმომხდა გაკვირვებულს. ვიცოდი ,რომ ჯინი არ იყო უბრალო კანცლერი, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის პრინცი იყო.
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასეა-ამოიხვნეშა ჯიმა და ჩვენს წინ მყოფი კარი შეხსნა.
უეცრად უზარმაზარ ბიბლიოთეკაში მოვხვდით,უამრავი წიგნით. ალბათ მთელი ცხოვრება არ მეყოფოდა მათ წასაკითხად, თუნდაც ყოველი მათგანი ერთ დღეში წამეკითხა.
-ღმერთო, ეს... დიდებულია- გაოცებულმა წავიჩურჩულე.
-გიყვარს კითხვა?-მხიარულად გამომხედა ჯინმა და ბიბლიოთეკაში შემიძღვა.
-ყველაფერზე მეტად...
-მაშინ ამიერიდან შეგიძლია აქ ყოველდღე მოხვიდე, სანამ ჩვენთან დარჩები- მხარზე ხელი დამადო და ამ ხნის განმავლობაში პირველად ვიგრძენი, თუ როგორ მაკლდა ადამიანებისგან სითბო.
ჯინმა რამდენიმე წამიანი თვალების კონტაკტი შეწყვიტა. ვნატრობდი,რომ ასე მალე არ გაეწყვიტა.რადგან მას ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა...
-კარგი ,ჯობს დრო ტყუილად არ გავფლანგოთ და შესწავლას შევუდგეთ- მითხრა ჯინმა და წიგნების თაროებისკენ დაიძრა.
მეგონა წიგნებიდან უნდა ამოგვეკითხა ისტორია, თუმცა შევცდი. მან უზარმაზარ კედელთან მიმიყვანა, სადაც უამრავი რუქა და უცნობი ადამიანების პორტრეტები ეკიდა.
-ვიფიქრე ასე უფრო გაგიადვილდებოდა სწავლა, ამბობენ თვალის მეხსიერება უფრო ამართლებსო. თან ვფიქრობ ასე მეტად საინტერესოც უნდა იყოს, ვიდრე 100 წიგნიდან ამოკითხვა.. აჰ ,თუმცა ხო, შენ ხომ კითხვა გიყვარს. გინდა წავიკითხოთ?- გაფართოებული თვალებით შემომხედა.
-არა იყოს, ასე სჯობს- მივხვდი,რომ კითხვა ეზარებოდა, თან არც მე ვიყავი ხასიათზე კითხვის , მითუმეტეს ვიღაც უაზრო მეფეების ისტორიების.
-კარგი, ვიწყებ-თქვა ჯინმა და თავისი გრძელი თითები ყველაზე დიდ რუქისკენ გაიშვირა. ლამაზი თითები და განიერი მხრები ჰქონდა. ეს ახლა რატომ შევამჩნიე...
-ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი რუქაა, რომელიც მამაჩემმა შექმნა. აქ ახლანდელი ქვეყნებია გამოსახული. საუკუნეების წინ , თოვლის სამეფო ცეცხლის სამეფოს ეკუთვნოდა.
რადგან ელვა და ცეცლი მიიჩნეოდა როგორც ერთ მთლიანობად. თუმცა ელვის ხალხის რაღაც ნაწილს ეს ასე არ სწამდა. ათწლეულები დასჭირდა იმას ,რომ ელვის ხალხი გაერთიანებულიყო ცეცხლის ხალხის წინააღმდეგ. მაშინ აჯანყებას ჩემი დიდი ბაბუა მთავარსარდლობდა. საბოლოოდ ომი ელვის ხალხმა მოიგო, თუმცა ცეცხლის ხალმა ჩვენ ყველაზე ცივი ადგილები გადმოგვცა. ამიტომ ეწოდა მას თოვლის სამეფო. თუმცა ბაბუაჩემის მეფობის დროს, თოვლის სამეფო საკმაოდ გაძლიერდა იმისთვის, რომ მეტი მიწები მიეთვისებინა, რადგან უკვე ასეთ პირობებში ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა. მან ცეცხლის სამეფოს 7 ქალაქი დალაშქრა და ტახტები თავის ძმებს გადაუნაწილა. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი კი ზუსტად სტამინაა, ანუ ახლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით. არცერთ ქვეყანაში არ არსებობს ოლქები. მხოლოდ ჩვენთან მართავს რამდენიმე ლორდი და მეფე ქვეყანას. როგორც გაიგე და შენს თავზეც გამოსცადე, თოვლის სამეფოს ხალხს ელვის მართვა შეუძლიათ, ცეცხლის სამეფოს ხალხს კი- ცეცხლის.
თუმცა ჩვენს გარდა კიდევ ორი სამეფო არსებობს.
წყლის სამეფო- რომელიც ოკეანის შუაგულში მდებარეობს.
თითქმის იზოლირებულები არიან გარესამყაროსგან. მათ არასდროს ჰქონიათ კონფლიქტები სხვა ქვეყნებთან, რადგან ნაკლებად ურთიერთობენ ჩვენთან. ასევე წყლის მართვა შეუძლიათ და ზოგადად ყველაფრის, რაც წყალს შეიცავს.
და ბოლო სამეფო, ის ყველაზე დიდი სამეფოა, ხალხი მას სამეფოთა სამეფოსაც კი უწოდებს- ბუნების სამეფო.
ლეგენდის თანახმად, ყველა ქვეყნის ხალხი ზუსტად აქედან წარმოიშვა.თავიდან ყველანი ერთად ცხოვროვდნენ დედაბუნებაში, თუმცა ცეცხლისა და წყლის ხალხმა , ახალი მიწების აღმოჩენის შემდეგ, გადაწყვიტა ცალკე განდგომა. თითქოსდა ამ ლეგენდამ ბუნების ხალხზე იმოქმედა. საუკუნეები გადის, თუმცა მათზე დღემდე დიდ გავლენას ახდენს. განსაკუთრებით ცეცხლის ხალხი ეზიზღებათ, ამიტომ ცეცხლისა და ელვის ხალხის განხეთქილებაში ისინი საერთოდ არ ჩარეულან, როცა შეეძლოთ ერთ წამში მოეგვარებინათ პრობლემა.
-და რა ძალა აქვთ მათ, ვინც იქ დარჩნენ? რატომ გამოირჩევიან ასე ძალიან თქვენგან?- შევეკითხე უკვე მართლა დაინტერესებულმა.
-ისინი ყველა ელემენტს მართავენ. ბუნებასაც კი.
გაოცებულმა თვალები ბოლომდე გავახილე. ასეთი რამ მხოლოდ წიგნებში თუ გამეგო, ან ფენტეზის ჟანრის კინოებში. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანისთვის არარეალურ სამყაროში მოვხვდებოდი.
-ახლა კი დროა მმართველები გაგაცნო- მითხრა ჯინმა კმაყოფილად. როგორც ჩანს, ამ ნაწილს ყველაზე მეტად ელოდებოდა, ოღონდ ვერ გეტყვით ,რატომ.
-დავიწყებ სხვა სამეფოებიდან, რადგან მათ კიდევ 7 მმართველი არ ჰყავთ.
ბუნების სამეფოს ისტორიაში ყველაზე ყველაზე მაცდური და ეშმაკი მეფე ახლა ჰყავს. დანიელი(ბექჰიონი)თავიანთი მოყავისფრო-მოოქროისფერი,ღმერთისფერი თმებით.
YOU ARE READING
𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)
Fanfictionლაილა 20 წლის ირლანდიელი გოგოა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯეიმსი ლაილას შორდება. გაბრაზებული გოგონა გადაწყვეტს ბებიასთან სოფელში წასვლას, რათა მომხდარი დაივიწყოს, როცა ის მანქანით სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდება, რომელსაც ტახტზე ახლად ასული მეფე...