-ხელები ასე რაზე დაიჭერი?-მეკითხება ჯიმინი, თან ხელებზე ნაკაწრებს მიმუშავებს.
-ვიჩხუბე-ვუთხარი და მოსალოდნელი ტკივილისთვის მოვემზადე, რომელიც სპირტს უნდა გამოეწვია.
-ჩემს ძმასთან არა?-მკითხა ისე, რომ თავი ზემოთ არ აუწევია-სიმართლე რომ გითხრა, ის არც ისე ცუდი ადამიანია. მასთან თანაცხოვრებისას ამას მივხვდი. ხანდახან მგონია, რომ ჯინი ცდება. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, გოგოს ხელებს ასე როგორ მოექცა...- თქვა და ხელები კალთაში დამიწყო-აი ასე, მზად არის. ეცადე ამ დღეებში დიდად არაფერს შეეხო.
-ეს მას არ გაუკეთებია. მე გავაკეთე- და მოვუყევი ყველაფერი.
-ვფიქრობ მას ბოდიშის მოხდა უნდოდა-მითხრა ჯიმინმა, როცა დავასრულე მოყოლა.
-ბოდიშის მოხდა? არა. მას უბრალოდ უნდოდა, რომ მეგრძნო, როგორი ძლიერია ის. ისიც მეყოფა, რომ აქ სამუდამოდ გამომაწყვდია, არ მჭირდება მისი საჩუქრები.
-ოჰო, შენ ზედმეტად მამაცი გოგო ხარ, თვით ყველაზე ცივ მეფესაც კი არ უშინდები-მითხრა გამხიარულებულმა ჯიმინმა.
ამ დროს დაკაკუნების გარეშე კარები იუნგიმ შემოხსნა. დავიძაბე და სკამს მივეყინე.ჯიმინმა მეფეს დიდი ღიმილი აჩუქა და ფეხზე წამოდგა.
-ლაილას ხელები დავუმუშავე...
-დაგვტოვე, ნიკოლას-გააწყვეტინა სებასტიანმა ჯიმინს.
მეფეს პრინცი უსიტყვოდ დაემორჩილა."ყველაფერი კარგად იქნება" სახით გამომხედა და დაგვტოვა.
-რამე გნებავთ?-მივმართე ისე, რომ სკამიდან არ ამდგარვარ.
-შენი ხელები- და ჩემსკენ დაიძრა.მომიახლოვდა და ორივე ხელს დანაღვლიანებული დახედა. ჭრილობებს ცერა თითი გადაუსვა. ხელებიდან ჩემი ხელები გამოვგლიჯე:
-ეს შენ არ გეხება!და საერთოდ, შენ ამაზე არც უნდა დარდობდე!
ამოიხვნეშა და ჩემს გვერდით სკამზე ჩამოჯდა.
-ლაილა, რატომ ფიქრობ, რომ მე შენთვის ცუდი მინდა? ან შენ რამე დაგიშავო?
-რატომ ვფიქრობ?-ჩამეცინა-მაგისი უამრავი მიზეზია. მაგალითად,როგორ გამომკეტე ამ უზარმაზარ ციხე-სიმაგრეში უმიზეზოდ.
-მაგისი მიზეზი მაქვს და აქ გამოკეტილი არ ხარ, შეგიძლია ბაღში გახვიდე, რომელიც უილიამის(სუჰოს) ქალაქისხელაა.
-დამცინი?-ხელები ჰაერში ავიქნიე გაღიზიანებულმა-მე არაფერ შუაში ვარ ამ პოლიტიკურ სამქეებში! არც მამიკოებისგან განებივრებულ მემკვიდრეებთან მესაქმება რამე!
-არ მეგონა რაფაელს ასე მალე თუ დაივიწყებდი...- და ცალყბად ჩაიცინა.
-ჯინს გულისხმობ? მართალია არ დამივიწყებია, მაგრამ არც ისეთი მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც შენ გგონია- მეფეს რომ შევკამათებოდი ,ტყუილის თქმა მომიწია.ჯინს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ექნებოდა ჩემს გულში.
-შეიძლება შენთვის არა, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ. ეს კიდე საკმარისი მიზეზია აქ რატომაც ხარ.
-არაფერი მესმის...
-ვერც გაიგებ. შენ არ გყოლია ისეთი ძმა, რომელიც თავის გასაკეთებელს შენ მოგაჩეჩებდა ხელებში,მშიშარასავით გაიქცეოდა და ამ საშინელ სამყაროში მარტო დაგტოვებდა. ოდესმე ასე ვინმეს შენთვის გაუკეთებია?-ის აღელვებული მელაპარაკებოდა. თვალებში სევრდა ჩასდგომოდა. როგორც ჩანს, მართლა განიცდიდა ამ ყველაფერს, მაგრამ ასეთ საშინელ ადამიანად რატომ იქცა...
-შენ არაფერი იცი ჩემზე...-და თავი შევაბრუნე-მეც მყავდა საყვარელი ადამიანი, რომელმაც ხელი მკრა და დამტოვა ეულად იმაზე საშინელ სამყაროში, ვიდრე შენ ცხოვრობ ,იუნგი.
-ამიერიდან მარტო არ იქნები-მითხრა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა- მე შენ საუკეთესო ქმარს შეგირჩევ.
ბოლო სიტყვებმა საბოლოოდ გამანადგურა და მივხვდი, რის გაკეთებასაც აპირებდა.
-არ მინდა მარტოობაში იტანჯდებოდე, თან თუ აქ ყოფნა სასჯელია, ვფიქრობ ეს ჩემი ბოდიში იქნება. დიდი სიამოვნებით გავხდებოდი შენი თანამგზავრი, მაგრამ მე ხომ ცხოვრებამ გამწირა ყველაფრისთვის, რაც არ მინდა. საცოლეც კი თვითონვე შემირჩია.
-და მე რას მიპირებ? ვინმეს უნდა მიმათხოვო?!-წამოვფრინდი და სკამი იატაკზე დაენარცხა.
იუნგიმ ცივი თვალებით ბედნიერად ამომხედა:
-ვინმეს არა.რომელიმე დიდგვაროვანს, ან შეიძლება მეფესაც კი!
თავბრუ დამეხვა. არც ვინმე დიდგვაროვანი და მითუმეტეს, არც მეფე მინდოდა მყოლოდა ქმრად. და საერთოდ, არც დაქორწინება მინდოდა!
-სიზმარში ვარ და ეს ყველაფერი რეალობა არაა!- წამოვიძახე და ხელები საფეთქლებზე მივიჭირე.
-ჰმ, არ მეგონა ჩემი ეს საჩუქარი ასე თუ გაგიხარდებოდა, არადა ბოლო არ მოგეწონა...-იუნგიმ თავი გვერდზე გადააგდო და ტუჩები მომუწა.
-გაეთრიე...-წავუჩურჩულე.
-რა? არასწორად მომესმა?-ნელა წამოდგა იუნგი სკამიდან.
-გაეთრიეთქო!- დავუყვირე და თვალები გავახილე. პირდაპირ მის გაფითრებულ და დაჭიმულ სახეს შევეფეთე. ისე მიყურებდა, თითქოს საცაა მომკლავდა.
-როგორ ბედავ ჩემთან ასეთ მოქცევას, იცი მე ვინ...
-გავიგე ვინც ხარ! არ მაინტერესებ , ამას ათიათასჯერ გაგიმეორებ! ჩემთვის არაფერი ხარ! მდაბიო , გაბოროტებული ბავშვი ხარ! იცი, რაც გჭირს, ყველაფრის ღირსი ხარ. ჯინმა შენზე ხელები შეიწმინდა და ახლა იგივეს ჩემზე აკეთებ? საცოდავი ხარ. უცოდველი ადამიანის დაჩაგვრა ადვილად გამოგდის, მაგრამ ჯინს ვერაფერს უშვრები. დარწმუნებული ვარ, მე რომ არა, ისევ ჯინის თავისუფლებით დაბოღმილი შეტრიალდებოდი შენს საძინებელში და მთელი ღამე გაათენებდი ტირილში.
-ამ სიტყვებს განანებ-კბილებში გამოსცრა და მომიახლოვდა.
-მანანებ? კიდე რაღა უნდა გამიკეთო? თუ მომკლავ დავისვენებ, ზუსტად ეგ მინდა მეც. შენ თუ არა სხვა მაინც გააკეთებს ამას. ან უფრო ადვილი, მე! და არც გამიჭირდება-ვთქვი და ზურგი ვაქციე- თუ ეს ჩემი ბოლო დღეა თავისუფლების, მარტო დამტოვე. ამაში მაინც გამოიჩინე ადამიანობა.
გავიგონე ნაბიჯების ხმა, როგორ შეტრიალდა და ხმაამოუღებლად გავიდა ოთახიდან. დავმშვიდდი , მაგრამ რაღაც ნაწილს სურდა, რომ არ წასულიყო.
ოთახის შუაგულში მარტო ვდგავარ.იქვე ჩამოკიდებულ სარკესთან მივდივარ. მასში ვიხედები და ვხედავ მსუბუქ თრთოლვას, უგვანო ხორცს, რომელიც იშლება და თავგანწირვით ძრწის. ასე ახლოდან, განსაკუთრებით შემზარავია თვალები. უსიცოცხლო, მოღლილი, ჩინდაკარგული, სიწითლეშერეული, თევზის ქერცლებივით.
მთელი სიმძიმით ვეყრდნობი მაგიდას,სახე ისე ახლოს მიმაქვს სარკესთან, ლამის შევეხო. თვალები, ცხვირი და პირი ქრება, არაფერი ადამიანური აღარ რჩება. ჯინმა მითხრა,რომ ყველაფერს იზამდა და დამეხმარებოდა.მაგრამ ახლა ვერა. ამას ვერაფერს უშველიდა. ერთადერთი აზრი რაც ახლა თავში მიტრიალებდა... უნდა გამეკეთებინა. ასე ვერ გავძლებდი. არ ვიყავი საამისოდ ისეთი ძლიერი, რომ ამისთვის გამეძლო. საკრეს ვშორდები და გეზს აივნისკენ ვიღებ. აივანზე გავდივარ. ბოლოჯერ ღრმად ვისუნთქავ. მეღიმება.როგორც წესი, სიცოცხლის ბოლო წუთებში ადამიანები მათ განვლილ ცხოვრებას იხსენებენ, მაგრამ ახლა მე მხოლოდ ვიოლინოს წკრიალა ხმა ჩამესმის ყურებში. ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს. აივნის მოაჯირს ვეყრდნობი. ორნამენტებზე ფეხებს ვდგამ, ვცდილობ წონასწორობ დავიცვა. აი ასე ახლოს ვარ სიკვდილთან შესახვედრად. თვალებს ვხუჭავ, სიო გულ-მკერდზე მეხეთქება.
მზად ვარ! ამას გავაკეთებ!
-მაპატიე-ჩავიჩურვულე და ფეხი ჰაერში გადავდგი , როცა წელზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი და წამში მის მკლავებში აღმოვჩნდი.
-რა უნდა გაპატიო?- მესმის ნაცნობი ხმა.
თვალებს ვახელ და იუნგის გაბრაზებულ სიფათს ვხვდები.
-საერთოდ რაზე ფიქრობდი?-მეკითხება, მე კიდევ გაკვირვებული ვუყურებ და ხმას ვერ ვიღებ.
აივნიდან გავყავარ და ოთახის გასასველი კარებისკენ დაიძრა.
-რას აკეთებ?-ჩუმად ვკითხე.
-არ გენდობი. აქ ვერ დაგტოვებ მარტო. ჩემს ოთახში უნდა წაგიყვანო-თქვა და ფეხით კარები შეხსნა.
-რა? დამსვი. სრულ ჭკუაზე ხარ?!-მის ხელებში ავფართხალდი, თუმცა უშედეგოდ.
დერეფანი ბოლომდე გავიარეთ.გამვლელები ჩვენ მოგვშტერებოდნენ და ერთმანეთში ჩურჩულებდნენ. სახე სულ ამიწითლდა და იუნგის კისერში ჩავრგე თავი, რასაც მისი კმაყოფილი ჩაცინება მოჰყვა.ღმერთო,როგორ არ მინდოდა ამის გაკეთება.
მეფემ ხელში აყვანილი თავის ოთახში შემიყვანა და საწოლზე დამსვა. თვითონ კი გასახდელში შევიდა. წასვლა მინდოდა, მაგრამ განა აზრი ჰქონდა?!
ოთახიდან საღამურებით გამოვიდა და ხელში დამატებითი ტანსაცმელი ეჭირა.
-ეს შენ. შედი და გამოიცვალე.
-არა-ვუთხარი გაბრაზებულმა.
-კარგი, მაშინ მე გავაკეთებ ამას,-თქვა და ჩემსკენ დაიძრა.
-კარგი, კარგი. მე თვითონ-ვუთხარი და ტანსაცმელი სასწრაფოდ ხელიდან გამოვგლიჯე.
ოთახში უკვე საღამურებით დავბრუნდი, სადაც საწოლში ჩაწოლილი მეფე დამხვდა, რომელსაც ხელები გულზე დაეწყო.
-და მე სად უნდა დავწვე?-ვკითხე და გულზე ხელები დავიკრიფე.
-აქ- თქვა და გვერით საწოლზე ხელი დაატყაპუნა.
-ანუ გინდა , რომ შენთან დავწვე,გარყვნილი- ბოლო სიტყვა ჩემთვის ჩავილაპარაკე.
-მაინც გავიგე. სხვა გზა არ გაქვს, აქ მეტი დასაწოლი ადგილი არ არის. არც მე გამოვიჩენ წიგნის პერსონაჟივით ჯელტმენობას და ადგილს არ დაგითმობ და ნურც შენ მოიქცევი ისე, თითქოს აქამდე ბიჭთან არ წოლილხარ.
-ბიჭთან კი, მაგრამ მეფესთან-არა-ვუთხარი და საწოლში შევწექი.
იუნგის ზურგი ვაქციე. არ მინდოდა მისი სახის ყურება. ამ დროს კი კომფორტულად ჩამეხუტა უკნიდან და მოკალათდა.
-რას აკეთებ?-გაოცებულმა ვკითხე.
-ვერ ვიძინებ ისე, რომ რამეს არ ჩავეხუტო, ჩემი მეორე ბალიში კი შენ გაქვს-მოგუდული ხმით მითხრა.
-არ მინდა ,მოგცემ,-ვუთხარი და ბალიშის გადასაწოდებლად გავემზადე, როცა გამაჩერა.
-არა, გთხოვ. იყავი ასე.ადამიანის სითბო...მომენატრა-თქვა და ჩემს კისერში თავი ჩაჰყო.
განძრევის მეშინოდა.ვერც თვალებს ვხუჭავდი. მალევე ვიგრძენი, როგორ დაიწყო ფშვინვა იუნგიმ. მის სუნთქვის რიტმს ვუსმენდი. ამასობაში კი ჩამეძინა...
YOU ARE READING
𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)
Fanfictionლაილა 20 წლის ირლანდიელი გოგოა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯეიმსი ლაილას შორდება. გაბრაზებული გოგონა გადაწყვეტს ბებიასთან სოფელში წასვლას, რათა მომხდარი დაივიწყოს, როცა ის მანქანით სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდება, რომელსაც ტახტზე ახლად ასული მეფე...