25

252 39 20
                                    

ბავშვობაში უემოციო არსება ვიყავი, თუმცა არც ახლა ვარ ემოციების ბუკეტი.
არ მიტირია მაშინ, როცა მამაჩვენი გარდაიცვალა. არც მაშინ, როდესაც დედაჩემის ტირილის ხმა მესმოდა მეზობელი ოთახიდან.
არც მაშინ მიტირია, როდესაც ბობი მოგვიკვდა. ჩემმა დამ ამის გამო შემიძულა. უგულო არსება მიწოდა და კარები მთელი ძალით მომიჯახუნა. მე კიდევ ისევ და ისევ თავჩაღუნული ვბრდუნებოდი ჩემს საძინებელში და ვერ ვხვდებოდი, რა დავაშავე ან რა იყო ჩემში გამოსასწორებელი.
მაშინ მხოლოდ 9-10 წლის ვიქნებოდი. რეალურად კი იმაზე მეტად მტკიოდა, ვიდრე ამას გადმოვცემდი. მამა ძალიან მიყვარდა. ბობიც ძალიან მიყვარდა, ღამით ჩემს საწოლში ეძინა და ჩემთან ერთად გაიზარდა. თუმცა არ შემეძლო გრძნობები გადმომეცა, ჩემს სიყვარულს გულში ვინახავდი და ტკივილსაც გულში ვიკლავდი ან მე მეგონა ასე. რეალურად კი წლების განმავლობაში დაგროვილმა მწუხარებამ, მთელი სხეული მოიცვა და საბოლოოდ ამოხეთქა, როცა ჩემი პირველი სიყვარული ხელიდან გამომაცალეს. სადღაც მუცლის სიღრმეში იწყება ეს სიმძიმე, მერე მაღლა ამოდის, ძლიერდება და ყელში მეჩხირება, სუნთქვა მიჭირს. თუმცა ჯეიმსი მამშვიდებდა, რომ არაფერი მჭირს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხო, ჯეიმსი...ჯეიმსი რომელიც მიყვარდა, მე გამოვიგონე და ისეთ კაცად ვაქციე, რომელიც არც არასდროს ყოფილა. ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომლის შემდეგაც სხვანაირი ხდები. არ აქვს მნიშვნელობა, ის დიდ ბედნიერებას მოგიტანს თუ დიდ ტკივილს, მაგრამ ისეთი, როგორიც იყავი, ვეღარასდროს იქნები. 
ფიქრებში გართული ჩქარი ნაბიჯებით მივიკვლევდი წვიმისგან დასველებულ უცნობ,გუბეებით სავსე ბილიკებს.ბავშვობაში ვცდილობდი გუბეში არ ჩამებიჯებინა. ვერ ვიჯერებდი , რომ იდეალურად სწორი ზედაპირი არაფერი იყო გარდა წყლის თხელი ფენისა მყარ მიწაზე.მჯეროდა, რომ ეს იყო შესასვლელი უკიდეგანო სივრცეში და თუ ჩავაბიჯებდი, ეგრევე ჩავვარდებოდი და სამუდამოდ გავაგრძელებდი ვარდნას. ახლაც კი, როდესაც გზაზე გუბეს ვხედავ , ჩემი გონება შეშდება , მაგრამ ჩემი ფეხები არა და მე წინ მივიჩქარი... და უკან მხოლოდ ფიქრების ექოს ვტოვებ.

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Where stories live. Discover now