დილით მეღვიძება. თავს ვწევ და ჯინს ვხედავ, რომელსაც სავარძელში ჩასძინებია.
ავდექი და პლედი მოვახურე. უეცრად თვალები ჭყიტა, მაჯაში ხელი დამავლო და თვალისდახამდამებაში მის კალთაში აღმოვჩნდი.
მოულოდნელობისგან წამოვიკივლე,რასაც ჯინის *ვითომ არაფერი მომხდარა* სახე მოჰყვა. პლედი გადამაფარა და თავისთან უფრო მიმიზიდა.
-ვიცი თავს არაკომფორტულად გრძნობ , მაგრამ გთხოვ, იქნებ ცოტახნით ასე იყო. ეს ძალიან მჭირდება-მითხრა და ნიკაპი თავზე ჩამომადო.
სირცხვილისგან ვერ ვინძრეოდი.
-კარგი-ვუთხარი და ცოტანხით გავჩუმდი-მადლობა საჩუქრისთვის,ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
-მოგეწონა? საჩუქრების არჩევა კარგად გამოდმის აშკარაა-ჩაიცინა და ამაყენა-კარგი ახლა დროა გავიდე. კარგი იყო ასე ყოფნა, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი დრო არ მაქვს- შუბლზე მაკოცა-საღამოს გნახავ- თქვა და ოთახიდან გავიდა.
როდის მოვასწარით მე და ჯინმა ასე მოკლე ხანში დაახლოება არ ვიცი, მაგრამ ფაქტი იყო, ერთმანეთის მიმართ გულგრილები არ ვიყავით.მოსაღამოვდა.გაწვიმდა...წვიმა არასდროს მიყვარდა. ყველაზე ცუდმა მოგონებებმა იციან ხოლმე ამ დროს თავის შეხსენება. ჯეიმსი გამახსენდა. ნამდვილად არ იმსახურებს ეს ადამიანი ჩემს ფიქრებშიც რომ არსებობდეს. დედა გამახსენდა. ყველაზე თბილი და ტკბილი. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მე და ჩემს დას ყველაფერი საუკეთესო გქვონდეს.
ავტირდი. ჩემს თავს დავტირი. ჯეიმს ვწყევლი გულში. რომ არა ის, მე არ მოვინდომებდი სოფელში წასვლას და არც ამ ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი. მაგრამ ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარე. ჯინი გავიცანი. თუმცა განა აზრი ჰქონდა, მაინც მალევე აქედან უნდა წავსულიყავი.
გარეთ გავიხედე.წვიმს...ვიოლინოს და ლაბადას ხელი დავავლე და აივანზე გავედი.სევრდიანი, ხმამაღალი მუსიკით ვცდილობ ჩემი ხმა ჩავახშო.არ ვიცი ამდენი გრძნობა სად წავიღო.ვტირი ჩუმად.შემდეგ ხმამაღლა,მაგრამ მაინც არ მშველის.გული მტკივა. ცრემლები მახრჩობს. ვფიქრობ რა გამიკეთებია, რას ვაკეთებ, რას გავაკეთებ ან საერთოდ რა აზრი აქვს ყველაფერს. პასუხი არ მაქვს. ლაპარაკი მინდა, მაგრამ არ ვიცი რაზე, ვისთან, როგორ. ვფიქრობ და ვაანალიზებ, რომ არაფერი ვარ, ვიყავი და ვიქნები. ჩემით არც არაფერი შემატებია დედამიწას და არც დააკლდება.
-ეს ბედისწერაა , შენ მას ვერ გაექცეოდი-მესმის გვერდიდან ხმა და უკვე ვიცი ვისაც ეკუთვნის.
-რაა? -გაკვირვებულმა ვკითხე.
-შენ უკრავ, ყველაზე სევრდიან მელოდიას , რაც კი აქამდე მომისმენია. და როცა უკრავ, ტირი. ტირი შენს ბედზე, შენს ცხოვრებაზე. მაგრამ განა აქვს აზრი ტირილს? მოსახდენი აუცილებლად მოხდება. ეს ბედისწერაა და მას ვერ გაექცევი-აივნის მოაჯირზე ხელებდაყრდნობილი იუნგი მელაპარაკებოდა.დღის შუქზე უფრო პატარა და უცოდველი ჩანდა, ვიდრე გუშინ შუაღამით.ისევ ის თეთრი პერანგი ეცვა, რომელიც წვიმისგან ტანზე მიჰკრობოდა.
-ვიცი, დაღლილი ხარ, ახლა ამ წამს, ან შეიძლება არც ხარ დაღლილი, მაგრამ ვიცი, რომ ცხოვრებისგან დაღლილი მაინც ხარ, ფიქრობ რა გააკეთო , ცდილობ ყურადღება გადაიტანო სხვა რამეზე-აგრძელებდა იუნგი-არც ჩემი ცხოვრებაა მარტივი,მაგრამ
ვცდილობ გავუმკლავდე და სასოწარკვეთილივით არ გამოვვარდე ყოველ დღე აივანზე და ტკივილი დაკვრაში ჩავახშო. მისი მიჩქმალვა კი არა, მასთან გამკლავება უნდა ისწავლო ლაილა-გამომხედა და ცივი თვალებით შემომხედა, რომლებსაც შუბლზე ჩამოყრილი თმები თითქმის უფარავდა.
-შენ რა დღეს მორიგეობაზე არ უნდა იყო? სასახლეში ხომ დიდი წვეულება იმართება?-ვკითხე.
-კი იქ უნდა ვიყო და ვიქნები კიდეც. მაგრამ მეფე ჩემს გარეშეც კარგად დაიცავს თავს.
ვერაფერი ვთქვი გარდა ერთი სიტყვისა:
-წვიმს- და ცას ავხედე. მხოლოდ ახლა ვიგრძენი, რომ ამ ხნის განმავლობაში შუა წვიმაში ვიდექი და აივნები არ იყო გადახურული.
იუნგის ჩემზე გაეცინა და მითხრა:
-ყველაფერზე ფიქრობ გარდა საკუთარი თავისა.კარგი უნდა წავიდე. დღეს წვეულებაზე იქნები?-მკითხა და კარები შეხსნა.
-არა.
-ცუდია.ვიფიქრე აივნის გარდა სხვაგანაც გნახავდი, თან მაგ შენი ლაბადის გარეშეც-თქვა და ჩამათვალიერა.
-კარგი დროის გატარებას გისურვებ-ვუთხარი და ოთახში ისე შევედი, რომ მის პასუხს არ დავლოდებივარ.ოთახში სულ სველი შევდივარ და ლაბადას ძირს ვაგდებ. ამ დროს ვხვდები, რომ ოთახში მარტო არვარ. სავარძელში უილიამი ზის და წიგნს კითხულობს.
-აქ რას აკეთებ?- ვკითხე და მივუახლოვდი.
-შენს წასაყვანად მოვედი-ბედნიერმა გამომხედა.
-წასაყვანად? მე ხომ ამ ოთახიდან გასვლა მეკრძალება?!
-ეგ ჯინმა აგიკრძალა. მე არა- თქვა და თვალი ჩამიკრა-რამდენიმე საათში საუკუნის წვეულება იმართება. ამას არავინ უნდა გამორჩეს. მითუმეტეს შენ,ჩვენო საიდუმლო სტუმარო. მალე მსახურები მოვლენ. ტანსაცმელს და სამკაულებს მოგიტანენ. თმებსაც შეგიღებავენ დროებით.ნუ ცქმუტავ, ერთდღიანი საღებავია,რომელიც მალევე მოგშორდება-მითხრა და თმაზე თამაში დამიწყო.
-ჯინმა ეს ყველაფერი იცის?
-არა რა თქმა უნდა. ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იქნება-და ტუჩზე თითი მიიდო-ნუ იქამდე, სანამ იქ არ გნახავს. ახლა რომ მეთქვა, არ გამოგიშვებდა,მაგრამ როცა იქ გნახავს, ვერაფერს გააწყობს-ეს თქვა და მსახურებიც შემოლაგდნენ ჩემს ოთახში.ყველას ყუთები ეჭირა.
-ახლა კი მე წავალ.2 საათში მოგაკითხავ-კარებში გადიოდა ,როცა თავი ისევ შემოყო-ხოდა კიდევ, ჩემი მეწყვილე იქნები- სუჰომ თვალი ჩამიკრა და გავიდა.
ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.
YOU ARE READING
𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)
Fanfictionლაილა 20 წლის ირლანდიელი გოგოა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯეიმსი ლაილას შორდება. გაბრაზებული გოგონა გადაწყვეტს ბებიასთან სოფელში წასვლას, რათა მომხდარი დაივიწყოს, როცა ის მანქანით სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდება, რომელსაც ტახტზე ახლად ასული მეფე...