26

415 53 25
                                    

26

"მე გავარღვიე შენი მარტოსულობის სუდარა, ზედ ჯოჯოხეთის კარიბჭესთან გტაცე ხელი და კვლავ სიცოცხლისაკენ შემოგაბრუნე."

ჰერმან ჰესე "ტრამალის მგელი"

რამდენიმე ხანს ასე გაშეშებული ვუყურებდი ჯიმინის  სხეულს, რომელიც  უსიცოცხლო თვალებით შუა დერეფანში ეგდო.
ვერც ახლა შევძელი ტირილი.
ვერც მაშინ, როცა გავიაზრე, რომ მეგობარი საკუთარმა ძმამ მომიკლა.
და ვერც მაშინ შევძელი, როცა ჩემი ძმა ჩემს საყვარელ ადამიანს სასიკვდილოდ სცემდა, ბოლოს კი ისიც ჯიმინის გვერდით დაეცა იატაკზე, ცოტაღა უკლდა მასაც, რომ მისი ძმის კვალს გაჰყოლოდა.
ერთხელ გამომხედა, თითქოს თვალებით მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
უეცრად მახსენდება ყველა ის დეტალი, რაც დედაჩემმა მასწავლა, როდესაც ოპერაციების საყურებლად დავყავდი. თუ დანას მარჯვენა მხარეს დავარტყამდი, შევძლებდი მის გადარჩენას,ასე გულს ავაცილებდი,  ფილტვი დაძიანდებოდა, მაგრამ გადარჩენის შანსი იქნებოდა.
ადგილს ვწყდები, ქამარში დამალულ დანას ვიღებ,ალექსანდერს ვასწრებ და სებასტიანს ვეფარები. ჩემი ძმა თვალებგაფართოებული მომჩერებია, თითქოს ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ახლა შენიშნა ჩემი იქ ყოფნა.
-ეს მე უნდა გავაკეთო-ვეუბნები ალექსანდერს ისე, რომ მისკენ არც ვუყურები.
იუნგის ეღიმება.
გაიმარჯვა. რაც უნდოდა, ის მიიღო.
-მშვიდობით,სებასტიან-ტუჩებს გაუაზრებლად სწყდება სიტყვები და დანას პირდაპირ მკერდში ვარჭობ.
ტკივილისგან სებასტიანი ერთხელ წამოიწია, შემდეგ ნელ-ნელა თვალები დახუჭა და ისიც ჯიმინივით უსიცოცხლოდ დაეცა იატაკზე.
დანას არ ვაცლი,კიდევ მაქვს იმედი, რომ მის გადარჩენას შევძლებ.
ვდგები და ჩემს ძმას თვალებს ვუსწორებ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გაოგნებული მომჩერებოდა.
-ვინ ხარ?...
-ის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდი-და ჩემს ნიშანს ვაჩვენებ.
-შეუძლებელია!
-არა, შესაძლებელია,ეს მე ვარ ერთდაერთი, ვისაც შენი ტახტიდან ჩამოგდება შეუძლია. ეს აქამდე შეიძლება გამჭირვებოდა, მაგრამ ახლა არა, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი მოკალი, უდანაშაულო არსება!
-ის ხელს მიშლიდა!და ყველა მისიანი უნდა ამოვწყვიტო!-კბილებში გამოსცრა და თითი სებასტიანისკენ გაიშვირა.
-მაშინ ჩემი მოკვლაც მოგიწევს.
-რაც არ უნდა იყოს, შენ ჩემი და ხარ, სახლში დაგაბრუნებ, რომელიც დიდი ხნის წინ დატოვე და ეს იქნება შენი სასჯელი!-თქვა და ხელზე ხელი დამავლო, რომელიც მარტივად მოვიშორე.
-მართლა გგონია, რომ შენი მტერი სებასტიანი და ჯიმინი იყო? ყველა, ვისაც ებრძვი არ არის შენი მტერი და ყველა, ვინც გეხმარება, არ არის შენი მეგობარი! თუ ფიქრობ, რომ სებასტიანი შენს გამო მოვკალი, ძალიან ცდები! ეს ჩემს გამო გავაკეთე! იმიტომ, რომ ის მხოლოდ ჩემი ხელით სიკვდილს იმსახურებდა!-გულში ღმერთს ვევედრებოდი, რომ ვინმე გამოჩენილიყო  და იუნგი მაინც გადამერჩინა.
-მან ჩვენი ბიძაშვილი მოკლა!
-ბიძაშვილი, რომელიც გიყვარდა, არა?
-ენა ჩაიგდე!-იღრიალა და ჩემსკენ დაიძრა და ცხვირწინ ამესვეტა.
-თუ არ გინდა ეს შენი სამარცხვინო საქციელი მთელმა მსოფლიომ გაიგოს,სანამ დროა წადი. იმისდა მიუხედავად რაც გამიკეთე, არ ვეცდები შენს მოკვლას, რადგან უკვე ისედაც მკვდარი ხარ. ადამიანთა ცხოვრება მაშინ არ სრულდება, როდესაც კვდებიან. ისინი სიცოცხლეს წყვეტენ მაშინ, როცა რწმენას კარგავენ.შენთვის სიკვდილი საჩუქარი იქნება, მე ამ საჩუქარს ვერ მოგცემ.შენ უნდა იცხოვრო იმიტომ,რომ დაიტანჯო. თავის მოკვლა არც კი გაბედო!ახლა კი წადი, მე ცოცხალს გტოვებ, მაგრამ
ვინც აქ მოვა, ის ნამდვილად არ დაგტოვებს ცოცხალს, რაც, როგორც უკვე გითხარი, არ მაწყობს. მშვიდობით, ალექსანდერ.
თავი მაღლა ასწია. ღრმად ჩაისუნთქა და თავი დამიქნია. ბარბაცით უკან დაიხია და სანამ შეტრიალდებოდა, ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლები შევნიშნე.
ვუყურებდი, როგორ ერწყმოდა უკუნით სიბნელეს, დერეფნის ბოლოს. ბოლოს კი ისე შეერია მას,თითქოს ისიც სიბნელის ნაწილი გახდაო, რომლის  მისგან გამოცალკავება შეუძლებელი იქნებოდა.
მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი ტირილი და რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დამიგროვდა, ყველაფერი აქ, ახლა ამოვიღე. ჯიმინს სახეზე ვეფერებოდი, რომელიც ჯერ კიდევ თბილი ჰქონდა. თვალები დავუხუჭე და შუბლზე ტუჩები ნაზად შევახე, თითქოს მისი გაღვიძება არ მსურდა, არ მსურდა მისი ლამაზი და სათუთი სული დამეფრთხო. სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან, ჩვენ, ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად ვებმებით საკუთარი ემოციებისა და წადილის მახეში, რაც საბოლოოდ გულს გვიცარიელებს და ოსტატურად ნიღბავს ამ ემოციურ ქაოსს. ჩვენი გონებაც არარაობას ემსგავსება, ბურუსი ეფინება მის ყოველივე მიდამოს და ჩვენც, როგორც ნებისმიერი სხვა, მასთან ბრძოლას, ვამბჯობინებთ დანებებას. ძალიან საინტერესოა თუ რაოდენ მარტივად შეგვიძლია მარწუხებითა და ბორკილებით დატვირთულს, ხელების ჩამოყრა, დანებება, და რაც ყველაზე საშიშია, სურვილის დაკარგვა, - გინდოდეს გააგრძელო ასე ცხოვრება. დედაჩემი მეუბნებოდა ასე ერთი წლის წინ, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე და მაგ რქებს "წაგამტვრევსო". რქები ისევ მაქ,იმაზე უფრო მყარი ვიდრე აქამდე და ვერ ,ვეღარ შეძლებენ"წამატეხონ" ,სამაგიეროდ ფრთები მაქვს დალეწილი,დამტვრეული,დაფლეთილი.გულის მთავარი არტერია გადაჭრილია და სისხლი აღარ მიეწოდება .მკვდარია! რა გინდა რომ ქნა ,ვერაფერს ვიფქრობ.
დუმხარ, ფიქრობ და გიკვირს...
ნახევარი საათის შემდეგ ჯინიც აქ იყო, ჩემი დაც, სუჰოც და ბექიონიც კი.
-დაგაგვიანდათ...
ჯინი ჯიმინის თავთან მუხლებზე დაეცა, მისი სათუთი სახე ხელებში მოიქცია და მწარედ ატირდა.
-გთხოვთ, სებასტიანს დაეხმარეთ...-ვთქვი ტირილისგან დაღლილი ხმით.
ვიგრძენი , ჩემმა დამ როგორ მომხვია ხელები მხრებზე და ჩემს ადგომას შეეცადა, მაგრამ როგორც კი ფეხზე დავდექი, ძალა გამომეცალა და ისევ იატაკზე დავეცი. ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა და ნელ-ნელა თვალებზე ბურუსი გადამეფარა, თუმცა შევნიშნე სუჰო და ბექიონი, სუჰო ჩემს აყენებას ცდილობდა, ხოლო ბექიონი ჩემს გამოფხიზლებას.
-გთხოვ...-აღმოვთქვი-მე არა... მას დაეხმარე-საყელოში ვწვდი ბექიონს-ის მაინც გადაარჩინე ,სანამ გვიანი არ არის. ვეცადე ჭრილობა სასიკვდილო არ ყოფილიყო, მაგრამ ზედმეტად ბევრ სისხლს დაკარგავდა. ვიცი ამის გაკეთება არ გინდა, მაგრამ ერთმა ძმამ უკვე მიღალატა, შენ მაინც არ მომექცე ასე.
ბექიონმა უსიტყვოდ დამიქნია თავი და მომშორდა, სუჰოს კი უთხრა, ჩემს ოთახში წავეყვანე.
-ყველაფერი კარგად იქნება,-მითხრა სუჰომ ისე, რომ თავის სიტყვებში თავადაც კი არ იყო დარწმუნებული.

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя