ჩქარი ნაბიჯებით მივუყვები ტყის ბილიკს. გულის ერთ ნაწილს არასწორად მიაჩნდა ეს საქციელი. უნდოდა დარჩენილიყო და სებასტიანისთვის ყველაფერი აეხსნა, მეორე ნაწილს კი სახლში დაბრუნება უნდოდა, რათა ცხოვრება მშვიდად გაეგრძელებინა, ყველანაირი მაგიისა და მეფეების გარეშე.
ნელ-ნელა ტყიდან გავდივარ და ვხედავ ჩემს მანქანას, რომელიც ზუსტად ისე დგას, როგორც დავტოვე. თუმცა ახლა ვიღაც მიყრდნობია მას, რომელიც აშკარად მე არ დამიტოვებია იქ.
-შენ აქ რას აკეთებ?!-აღმომხდა გაოცებულს.
-კარგი რა ლაილა, გგონია ამ პორტალის შესახებ მარტო შენ და შენმა მეგობარმა რაფაელმა(ჯინი) იცოდით?-ხელები გაშალა დანიელმა(ბექიონი) და მომიახლოვდა.
-როგორ გაიგე...
-ეს იმაზე ადრე ვიცოდით, სანამ შენ და შენიანები გაიგებდით. შენ მთელი სიცოცხლით იცავდი ამ საიდუმლოს, გეგონა, რომ თუ გავიგებდით , შენს სამყაროს გავანადგურებდით. მაგრამ მინდა გითხრა, რომ ცდები. ამ პორტალის საიდუმლო ტახტის მემკვიდრეებს თაობიდან თაობით გადაეცემოდა და ისევე ვიცავდით ამას, როგორც შენ. ჩვენი ვალია, რომ სხვამ ამის შესახებ არ გაიგოს, რადგან ბევრი ისეთი გამოჩნდება, ვისაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს. შენ კიდევ ძალიან კარგად იცი აქაურების შესაძლებლობები, შენიანები ვერანაირი ტექნოლოგიის საშუალებით ვერ დაამარცხებენ მათ. ასე რომ აქ ყველა მეფემ იცოდა ეს ამბავი, მათ შორის მეც.
-სებასტიანმა არ იცის.
-იმიტომ, რომ ის არც ყოფილა ტახტის მემკვიდრე. ტახტის მემკვირდე რაფაელია(ჯინი). მან არ გაუმხილა ეს საიდუმლო სებასტიანს, რადგან თვლიდა , რომ ზუსტად ის იყო ის ერთადერთი, რომლისგანაც უნდა დაეცვა ეს საიდუმლო. შენც ხომ ასე თვლი ლაილა, მაგიტომ არ ლამობდა სებასტიანი შენს მოკვლას?
-საერთოდ მე მას ვუთხარი სიმართლე-ამის გაგონებაზე დანიელს(ბექიონი) თვალები გაუფართოვდა-მაგრამ არ დამიჯერა და უფრო განრისხდა, რადგან იფიქრა, რომ არაფრად ვთვლიდი და ვატყუებდი.
-ძალიან კარგი-ამოისუნთქა დანიელმა-ჩემთვის არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, რომ სებასტიანმა სიმართლე იცოდეს, უბრალოდ მე რაფაელს(ჯინი) ვენდობი, რადგანაც ის ფიქრობს, რომ უმჯობესია დავმალოთ ეს სებასტიანისგან, ალბათ ასეა საჭირო.ძმას ყველაზე კარგად ის იცნობს.
-მე ასე არ ვფიქრობ...
-ვფიქრობ, შენი წასვლის დროა ლაილა-თქვა და უფრო მომიახლოვდა. ცერა თითი წარბებ შუა მომაჭირა და თვალები დახუჭა.
-რას აკეთ...-თქმა ვერ დავასრულე, რადგან ვიგრძენი, როგორ მიედინეოდა რაღაც ძალა ჩემს ტვინში, რომელმაც ყველა უჯრედი მოიცვა.
ხელი მალევე მომაშორა და ახლა თვალებში ჩამაშტერდა.
-რა გამიკეთე?-თავბრუს ხვევა დამეწყო და ვცდილობდი, წონასწორობა დამეცვა.
-არაფერი ისეთი. სტრესს მოგიხსნის. სახლში რომ მიხვალ ეცადე დაიძინო.
-მადლობა, დანიელ.
-არაფერს. ისე, ჩემი ნამდვილი სახელი ბექიონია, ვფიქრობ მალევე დაგავიწყდება, მაგრამ მაინც. ეცადე აქაურობა აღარ გაიხსენო. შენი გონებიდან ჩვენ მალევე წავიშლებით, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე: ცხოვრება ხანმოკლეა – დაარღვიე წესები. ადვილად აპატიე. გიყვარდეს ღრმად, იცინე ხშირად და არასოდეს არაფერი ინანო– ეს ღიმილს მოგგვრის. მშვიდობით ,ლაილა.
-მშვიდობით, ბექიონ-ვთქვი და მანქანისკენ წავედი.
-უკან არ მოიხედო!-გამომძახა უკნიდან.
-ყველა ამას რატომ მეუბნებით?!
-შენთვისვე ასე აჯობებს!-დამიძახა და ხელი დამიქნია.
გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.
უკან ისევ არ მივიხედე...
გზას ნელ-ნელა მივუყვები.
თვალებიდან ცრემლები მომდის.
რატომ?
რის გამო ვტირი?
აჰ, რა თქმა უნდა. მე ხომ მეფეზე შეყვარებული ვიყავი?...
მეფე...
ვინ მეფე?
ღმერთო ჩემო, ძალიან ავირიე!
წუთით მანქანას ვაჩერებ და ვფიქრობ. ვიხსენებ ყველა იმ მომენტს, რაც ბოლოს მოხდა.
-მე დავშორდი ჯეიმსს. წამოვედი სოფელში. გზად რატომ შევფერხდი?გაიხსენე ლაილა!-და თავში ხელს ვირტყამ-გამახსენდა! უცნაურ ადგილას აღმოვჩდნი და იქ შევხვდი...ვის შევხვდი? არ მახსოვს...- და შუბლით საჭეს მივეყრდენი-რატომ არაფერი მახსოვს?რა დამემართა...
ვეცადე ყველაზე ბოლოს მომხდარი გამეხსენებინა:
-მანქანისკენ მივდიოდი. მანამდე, ვიღაც ვნახე მანქანასთან...ბექიონი!-და ეს მოგონება მთლიანად მახსენდება-ეს ხომ რამდენიმე წუთის წინ მოხდა! შეუძლებელია ასე დამვიწყდებოდა, მე რა მან გონება "გამისუფთავა"?- მახსენდება , როგორ მითხრა, რომ ეს სტრესს მომიხსნიდა. -რატომ მითხრა მან, რომ უკან არ მიმეხედა... ეს კიდევ სხვამ მითხრა მანამდე, მაგრამ ვინ?-გონებას უფრო ვძაბავ და ნაფლეთ-ნაფლეთ დანაწვეებულ მოგონებებს ერთმანეთზე შეძლებისდაგვარად ვაწებებ-ჯინმა! ეს ჯინმა მითხრა! სანამ ყველაფერი დამავიწყდება, სახლში უნდა წავიდე, რათა ყველაფერი ჩავიწერო!
გაზს ძლიერად ვაჭერ ფეხს და მანქანას გიჟივით ვაქროლებ გზაზე.
ნახევარ საათში უკვე სახლში ვიყავი. გიჟივით ვაღებ კარებს და ასევე გიჟივით შევვარდი ოთახში.
-გამარჯობა ლაილა, შენ უკვე დაბრ...-გავიგე დედაჩემის ხმა, მაგრამ მალევე შეწყვიტა ლაპარაკი, რადგან სწრაფად ავვარდი ჩემს საძინებელში.
ჩქარა ვიღებ პირველივე რვეულს, რაც ხელში მხვდება და ვცდილობ ყველაფერი რაც მახსოვს შიგნით ჩავწერო.
ჯინი, უილიამი, ჯიმინი...-კიდევ ვიინ?-ვღრიალებ და შუბლზე ხელს ვირტყამ, თითქოს ეს დამეხმარება გახსენებაში.
-მათ ჰქონდათ ძალები. ცეცხლის , ელვის , წყლის...სხვადასხვა სტიქიების. მე იქ შემთხვევით აღმოვჩნდი...-მეტი არაფერი მახსოვს-ვამბობ და კალამს ფურცელზე ვდებ. ხელებს მაგიდაზე ვაწყობ და მაში თავს ვგრავ.
ცრემლები მომდის...თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დავკარგე.მართალია, მე ხომ სამი საათის წინ ჩემს შეყვარებულს დავშორდი! მაგრამ არა. ეს მის გამო არ იყო. რაღაც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დავკარგე....
თავს ვწევ და ცარიელ ფურცელზე მის სახეს ვხატავ.
ვამთავრებ და მას ვუყურებ, ჩემთვის ძალიან ნაცნობ და საყვარელ სახეს, მაგრამ ამავდროულად უცნობს, რომელიც არასდროს მინახავს...
-მშვიდობით, სებასტიან...-ვამბობ. ახლა მივხვდი, რომ მისი სახელი გამახსენდა. თვალებიდან ცრემლები მდის და მაგიდაზევე მეძინება.
მისი სახელი ფურცელზე არ დამიწერია....
KAMU SEDANG MEMBACA
𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)
Fiksi Penggemarლაილა 20 წლის ირლანდიელი გოგოა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯეიმსი ლაილას შორდება. გაბრაზებული გოგონა გადაწყვეტს ბებიასთან სოფელში წასვლას, რათა მომხდარი დაივიწყოს, როცა ის მანქანით სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდება, რომელსაც ტახტზე ახლად ასული მეფე...