14

320 51 7
                                    

აბაზანის სარკესთან ვდგავარ და ჩემს შიშველ სხეულს ვათვალიერებ. თვალში მხვდება კისერზე გუშინდელი ნაკბენის კვალი. შეხედვისთანავე გუშინდელი ამბავი მახსენდება და თავს ვაქნევ, რათა მოგონებები თავიდან მოვიშორო, თუმცა ამაოდ.
ვცდილობ ნაკვალევი დავფარო, თმებს წინ ვიყრი და შედარებით დახურულ
კაბას ვიცვამ. არ მინდა სასაუზმოდ ჩასვლა, რადგან ვიცი ,იქ მეფე დამხვდება.თუმცა ახლა რომ აქ დავრჩე, იფიქრებს , რომ გაიმარჯვა. იფიქრებს, რომ მრცხვენია მისი. მე კიდევ ეს არ მაწყობს. თავი ისე უნდა მოვაჩვენო, რომ თითქოს ეს არ მადარდებს.
კარებს ვაღებ, დერეფანში გასვლას ვაპირებ, როცა უცებ ფეხი რაღაცას წამოვკარი. ქვემოთ ვიყურები და პატარა ხის, უბრალო ვიოლინო მხვდება. ვიხრები და ხელში ვიღებ.
არანაირი მდიდრული შეფუთვა, არანაირი ბარათი თან. ჩავთვალე, რომ ჯიმინის საჩუქარი იქნებოდა, მეფეს ასეთი მოკრძალებული საჩუქრები არ სჩვევია.
სასადილო დარბაზში შევდივარ და საბედნიეროდ იქ მეფე არ მხვდება. არც მომავალი დედოფალი.
ჯიმინს მივესალმე, სკამზე მოვთავსდი და ვკითხე:
-დანარჩენები სად არიან?
-როგორც ჩანს მეფე ნაბახუსევზეა, პრინცესა კი თავს შეუძლოდ გრძნობს. ანუ ხვდები ლაილა ეს რას ნიშნავს?-გაფართოებული თვალებით შემომხედა, ჩემსკენ გადმოიხარა- ისინი ერთად იწვნენ-მითხრა ჩუმად და ბავშვივით ჩაიცინა.
მის საქციელზე ვერც მე შევიკავე სიცილი.
-ანუ ჩემი რჩევა გაითვალისწინა. ძალიან კარგი! ამიერიდან შენც შეგეშვება და შენი აქედან გაპარება არ გაგვიჭირდება-გააგრძელა ჯიმინმა და თან საჭმელი თეფშზე გადმოიღო.
-რაღაც მეეჭვება კატერინასთან სექსმა ჩემი თავი დაავიწყოს. ჩემზე ძალიან ჩაციკლულია. გუშინ ღამით დერეფანში დამიჭირა და აი შედეგიც-და თმა კისრიდან გადავიწიე.
ჯიმინმა ხელი პირზე აიფარა და თვალებ გაფართოებულმა შემომხედა:
-გეტკინა?
-ცოტა-ვუთხარი და ჭამა გავაგრძელე.
-ანუ უფრო გესიამოვნა-თქვა და ეშმაკურად შემომხედა, რაზეც ჩემი მრისხანე გამომეტყველება დაიმსახურა.
-კარგი, კარგი, ვხუმრობ-თქვა და დანებების ნიშნად ხელები ასწია.

𝘈 𝘴𝘰𝘯𝘨 𝘰𝘧 𝘪𝘤𝘦 𝘢𝘯𝘥 𝘧𝘪𝘳𝘦 (დასრულებული)Where stories live. Discover now