1

3.5K 155 9
                                    

ვაღიარებ, უნივერსიტეტი არც ისეთი კარგია, როგორც სკოლაში მეგონა, რომ იქნებოდა. 21წლის ვარ და თავს მომავალ ჟურნალისტად წარმოვიდგენ.  მარტო წარმოვიდგენ კი არა, თითქმის ვარ კიდეც. ერთ-ერთ ჟურნალთან ვთანამშრომლობ. ზოგჯერ ვიღაცეებთან სტატიებს ვწერ და მერე ჟურნალს ვაწვდი. ალბათ ესაა ერთადერთი რამ, რაც ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში მომწონს. და ხო, მარტო ეს არა-არც შეყვარებული და მეორე ნახევარი არ მყავს. ზოგადად, ამის საჭიროებას ჯერ ვერ ვხედავ. რა საჭიროა ეს, როცა შეიძლება, რომ შენთვის მშვიდად იცხოვრო და დატკბე ყველაფრით.
-მოვედი!
ამ ფიქრებით დატვირთულმ სახლამდეც შემოვაღწიე. ჩვევა მაქვს, რომ მოვდივარ სახლში ,,მოვედი"-ს მაინც ვყვირივარ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი, ამას ისედაც ყველა ხვდება. ჩემი მშობლები კომპანიის მფლობელები არიან და როგორც ვიცი ახლა რაღაც პრობლემებია კომპანიაში, თუმცა დიდად არც ამაში არ ვერევი, რადგან ჩემი საქმე არაა. ეს კომპანოოს საქმე დიდად არ მომწონს, როგორც ვიცი რაღაც ,,ცუდი" საქმეების გაკეთებაც კი გიწევს.
-მოდი სანი, შემოდი შვილო.
დედას ეს სიტყვა ,,შვილო" არასდროს ავიწყდება. ამხელა ვარ და ზოგჯერ ისეთ ბავშვურ სიტყვებს მეძახის, მეც კი მიკვირს.
-სანი, გამოიცვალე და დიდ შეხვედრაზე მივდივართ, უფრო სწორედ წვეულების მსგავსი რამაა და მოგეწონება.
ჩემს წინ მჯდომი მამას ხმაც გავიგე.
-რა წვეულება, ხო იცით, არ მიყვარს ეგეთები დიდად.
-შვილო, საჭიროა შენი წამოსვლა. იქ რამდენიმე მსხვილი კომპანიის მფლობელები ჩვენი ოჯახებით ვიქნებით.
-მეზარება.
-საჭიროა!
მამას მკაცრი ხმაც გავიგე და მივხვდი, რომ წუწუნს აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც ოთახში ავედი და გარდერობი გამოვაღე რამის მოსაძებნად.
დაახლოებით 30 წუთში მზად ვიყავი. შავი მთლიანი კაბა ჩავიცვი. წინ და ზურგზე ოდნავ ამოღებული, ბრეტელებიანი და სიგრძე მუხლის ოდნავ ქვემოთ, მუხლზე კი ერთ მხარეს ახსნილი. თმა ავიწიე და პატარა, ჩავი ჩანთაც ავიღე.
-როგორც ყოველთვის კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენი პრინცესა ულამაზესია.
მამას ქებაც დავიმსახურე, რაზეც დედაც დაეთანხმა.
-დე, მა, არ წავიდეთ?
-ჰო, წავედით.
~~~
მთელი გზა იმას ვფიქრობდი, სახლში ძალიან გვიან ხომ არ დავბრუნდებით მეთქი. როგორც იქნა დიდ დარბაზამდეც მივაღწიეთ. შიგნით შევედით თუ არა იქაურობა არ მომეწონა. ყველამ ყურადღება ჩვენსკენ გადმოიტანა. თვალების ცეცება დავიწყე, ვინმე ნაცნობი მაინც იყოს მეთქი, თუმცა ნაცნობი კი არა, ჩემი ასაკისაც არავინ იყო, გარდა ვიღაც ბიჭისა, რომელიც ჩემგან ზურგით იდგა და არც შემიხედავს ნორმალურად მისთვის. სულ მალე ჩვენს მაგიდასთან დავდექით და ჩვენთან ვიღაც 3 ადამიანი მოვიდა. როგორც ჩანს მშობლები და კიდევ ერთი, მგონი ის ბიჭი, წეღან ზურგით რომ იდგა.
-საყვარელო, ეს ჯონები არიან-მითხრა დედამ და მათი გაცნობა დაიწყო ჩემთვის. თითოეული მათგანის სახელიც თქმაზე უბრალოდ თავს ვუქნევდი ღიმილით და იმაზე ვფიქრობდი, საერთოდ რომ არ მჭირდებოდა მათი ვინაობის ცოდნა. აზრზე მხოლოდ მესამე სახელის თქმისას მოვედი, როცა მითხრა:
-ეს კი მათი შვილია, ჯონ ჯონგუკი, გაიცანი.
-სასიამოვნოა-უღიმღამოდ ვთქვი და დედას ჩავჩურჩულე, საპირფარეშოში გავალ მეთქი.

*ჯანდაბა, ეს თვიურიც რაღა ახლა!-ჩემთვის ვფიქრობ და საპირფარეშოში ხელებს ვიბან. სარკეში ვიხედები, კაბას ვისწორებ და საპირფარეშოდან გავდივარ. გავდივარ თუ არა ვიღაცის დანახვაზე ვხტები.
-ააჰ, შემაშინე!-წამოვიკივლე, რადგან ის ჯონ ვიღაც კართან იდგა, თითქოს ვიღაცას ელოდებოდაო.
-არ მინდოდა...იცი?
-რა?
-ძალიან მიმზიდველი რომ ხარ?
-არ არის საჭირო.
-როგორო არა  საჭიროა...
ეს რომ თქვა ერთი ნაბიჯი გადმოგდა ჩემკენ, მე კი მივხვდი, რაღაც არასასიამოვნო მოხდებოდა, ამიტონაც გვერდის ავლა და წასვლა გადავწყვიტე, თუმცა....

~
ესეც ახალი ფიკი და გთხოვთ , ემოციები გამიზიარეთ და დაავოუთეთ, რომ მივხვდე როგორია და საერთოდ გაგრძელება თუ ღირს 💁‍♀️😻

Psychopath- J•JKWo Geschichten leben. Entdecke jetzt