14

1.5K 116 9
                                    

დილით თითქოს დამძიმებული ჰაერის სუნთქვა მაღვიძებს. ვერ ვმოძრაობ, ვიღაც მეკვრის. თითქოს და დიდი ტვირთი არ მაძლევს მოძრაობის საშუალებას. იმ წამს გუშინდელი ღამე გამახსენდა და სიამოვნება ვიგრძენი. საშინელება ისაა, რომ ვგრძნობდი, ამ სიამოვნებაში რამხელა სინანული იყო. განა ასეთი რამ შეიძლება? ამ წამსაც კი საშინლად მსიამოვნებდა ჩემში ახლართული სხეული, მაგრამ თან ამაზე სასტიკად ვღიზიანდებოდი. საკუთარი თავთან კითხვა მქონდა-
*რატომ არ შევეწინააღმდეგე?!-ჯანდაბა, ეს ჰორმონები.  თუმცა ფაქტია, რომ რაც იყო, მაგარი იყო. იქნებ ახლა მაინც გამოგვისწორდეს ურთიერთობა.
-გაიღვიძე პატარავ?!-მისი ხმა ახალგაღვიძებულზე სასტიკად მიმზიდველი იყო.
-ჰო, ახლახანს-მისკენ გადავტრიალდი და მის ტუჩებს ნაზად ვეამბორე.
-არ გინდა, საუზმე მოვამზადოთ?
-ჰმმ, მირჩევნია ვიწვეთ, მაგრამ კარგი.
საწოლიდან ავდექით თუ არა თვალი მოვავლე ოთახს, რომლის თითოეულ კუთხეშიც ჩვენი ტანსაცმელი ეყარა.
-გუშინ ძალიან მასიამოვნე იცი?-მითხრა როცა ვიცვამდი და ხელის ნაზად ,,ფათური" დამიწყო, რაზეც ვერ მოვითმინე და მის ტუჩებს დავეწაფე. შეიძლება ითქვს, ისევ გუშინდელი გავამეორეთ და ბოლოს, როცა დავმშვიდდით ქვემოთ ჩავედით. საუზმეს ერთად ვამზადებით. ხან გუკის ღიტინი მიშლიდა ხელს, ხან პირიქით, მე არ ვაძლევდი მას სხვა რამეზე კონცენტრაციის საშუალებას.
-არადა, გუშინ კომპანიაში უნდა წავსულიყავი.
-ჰმმ, და რატომ არ წახვედი?-პასუხი ისეც ვიცოდი. უბრალოდ, მისი ნათქვამის გაგოება უფრო მესიამოვნებოდა.
-ვიღაცამ გამომიწვია და ამისი საშუალება არ მომცა-მითხრა თუ არა მომიახლოვდა.
-ვიღაცამ?
-ჰო, ვიღაც საოცრებამ.
-ოჰ, სასიამოვნოა. არ გამაცნობ?
-ვნახოთ, არ ვიცი-და ისევ ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ბოლოს, ჰაერის უკმარისობის გამო გავჩერდით, თორემ უკვე ვერც ვსუნთქავდით.
იმ წამს კარზე ვიღაცამ დააზარა.
-სულ როგორ უნდა გვიშლიდეს ეს ზარი ხელს?!-გაბრაზებულმა თქვა.
-ვინაა?
-იმედია, ისევ შენი კურსელი არა!
-ჯონგუკ!
-არ გინდა!
*ჯანდაბა ჯონგუკ, ჯანდაბა! რაღაც ცუდი მაინც მოხდა! ისევ გაბრაზდი!
გუკმა კარი გააღო და ჩვენი მშობლები დავინახეთ.
-სალამი-ჯონგუკს ხმაზე ეტყობოდა, რომ არ ველოდებოდით და ახლა მათი მოსვლის დრო არ იყო.
-შუადღე მშვიდობისა-მეც მივესალმე და მალე ორივეს მშობლები სახლში შემოვიდნენ. დივანზე დასხდნენ და საუბარი დაგვიწყეს. დედები უფრო მეტად მე, მამები კი ჯონგუკს ესაუბლებოდნენ. მას კომპანიის რაღაც საქმეებზე ესაუბრებოდნენ. დედები კი მე სწავლის საქმეზე მისვამდნენ კითხვებს, როგორ მიდიოდა სწავლა და ასე შემდეგ.
-ბავშვებო, როგორ აეწყეთ, როგორ ცხოვრობთ?-რამდენიმე წუთის შემდეგ გუკის მამამ ეს კითხვა დასვა და ამ წამს წინ გამიარა მთელმა ერთმა თვემ. ყველა ტკივილიდან დაწყებული, სიამოვნებამდე დამთავრებული.
-მშვენივრად-ვუთხარით ჩვენ და ერთმანეთს შევხედეთ.
-და აქ კიდევ ერთი საქმის გამო ვართ.
-გისმენ მამა-უთხრა ჯონგუკმა მამამისს, რომელიც აშკარაა, რომ რაღაც სერიოზულის თქმას აპირებდა.
-თქვენ მემკვიდრე უნდა გააჩინოთ, ეს აუცლებელია. თან, რაც შეიძლება სწრაფად.
-მამა, რა სისულელეებს ამბობ?
-რა?
-ასე უბრალოდ, მემკვიდრე გააჩინოთ და ასეა? იქნებ არ გვინდა?
ამ სიტყვების გაგონებამ გული მატკინა. გამოდის მართლა ერთობა ჩემით და ის ბავშვზე არც კი ფიქრობს.
ბევრი საუბრის შემდეგ მშობლებიც გავაცილეთ.
-პატარავ, წამოდი ოთახში ავიდეთ და რამით დავკავდეთ, არ გინდა?
-არა.
-რატომ?
-ჯონგუკ, დამცინი?
-რაზე ამბობ?
-მთელ ღამეს, მთელ დილას ჩემთან ატარებ და მერე მამაშენს ეუბნები, რომ შვილზე არც ფიქრობ.
-და შენ ასე არ ხარ?-მისი ტონი ისევ შეიცვალა.
-შეიძლება, მაგრამ არც ისე აგდებულად არ ვუყურებ ამას, როგორც შენ.
-ვერთობით სანი, შენც ერთობი და მეც, ამას ვერ ხვდები?!-უკვე ღრიალი.
-და არ მინდა, კიდევ რომ გავერთო ჯონგუკ! არ მინდა შენი სათამაშო ვიყო!
-სათამაშო რა შუაშია საერთოდ?! ვერ აზროვნებ?! ამით შენც ერთობი!
-მე უბრალოდ შენ აგყევი ჯონგუკ! მეგონა სიამოვნების მიღება იყო მთავარი!-ჩემი და ჯონგუკის ყვირილი ერთმანეთისაგან  აღარ გაირჩეოდა.
-მაშინ წამოდი-მომვარდა და ხელი დამიჭირა.
-სად?
-წამოდი ოთახში! ბევრჯერ გითხარი, რომ გეტკინებოდა, თუ გამაბრაზდებდი!
-რას ამბობ საერთოდ, გამიშვი ჯონგუკ!
ჩემს ყვირილს არ უსმენდა, ჩემი ძალა მის ძალასთან არაფერი იყო. ოთახში ამათრია და საწოლზე დამაბა. დახეული ტანსაცმელი... საშინელი ტკივილი...ყვირილი... კონცა...უშედეგო შეწინააღმდეგება...ისევ მძიმე ჰაერი....დაწიწკნული კანი....ჩალურჯებები...ჩასისხლული ადგილები კანზე....დახეთქილი ტუჩები...ცრემელბი....გათავისუფლების ცდა...ისევ საშინელი ტკივილი....ცრემლები...თხოვნა...სისხლიანი ტუჩები....
-ყოჩაღ პატარა,  ყოჩაღი ხარ...
ხელების გახსნა...ოთახის დატივება და საშინელი ტკივილი.

Psychopath- J•JKWhere stories live. Discover now