2

1.8K 142 16
                                    

-რა ჯანდაბა გინდა?!
სრული მობეზრებით ვუთხარი და მაჯაზე დავიკვირდი, რომელსაც მიჭერდა.
-უბრალოდ, მინდა რამდენიმე წამი გიყურო, აქ მხლოდ შენ ხარ ჩემი ასაკის, თორემ...
-თორემ რა?
-თორემ ალბათ ვინმე სხვას ვნახავდი.
-ხოდა, გარეთ გადი და იქ ნახე ვინც გინდა!
მკაცრად ვუთხარი, ხელი განვითავისუფლე და დედასკენ წავედი.
*როგორ თავში აქვს ავარდნილი ბევრი ფული და მშობლების სამსახური-ზიზღით გავიფიქრე და ვცადე საერთოდ დამივიწყებინა ეგ ტიპი.
-მშვიდობა გაქვს? დიდ ხანს იყავი გასული-ჩამჩურჩულა დედამ.
-ჰო, ჰო, უბრალოდ ის მაქვს და...
-აჰ, გასაგებია, მესმის შენი.
-მალე წავალთ?
-შეგვიძლია მამაშენს ვუთხრათ, რომ თავს კარგად არ გრძნობ და წახვიდე.
-მართლა?
-ჰო-მითხრა და გამიღიმა. დედას ესმის ხოლმე ჩემი.
მამა მალე მოვიდა ჩვენთან და დედამ უთხრა, სანი ცოტა შეუძლოდაა, ეტყობა დღეს ძალიან დაიღალა და სახლში გავუშვათო. მამამ ეს რომ გაიგო, ზედმეტი კითხვების გარეშე დაგვთანხმდა. მძღოლი მალე მოვიდა და სახლში წამიყვანა.
ვაღიარებ, ეს თვიურის ამ მხდიდა იმდენად ცუდად, რამდენადაც იმ იდიოტის ქცევებმა იმოქმედა. მას რა, ჰგონია, რომ ვინმე მარტივი ვარ? ჰგონია გარეთ რომ ყრიან ისეთი გოგო ვარ? ღმერთმა დამიფაროს მათნაერებისგან და ამ ბიჭის ნაირებისგანაც.
ოთახში ავედი თუ არა ჯერ მაღალქუსლიანი ფეხსაცნელი გავიხადე, რომელიც სულს მიხუთავდა. მერე კაბაც და პირსახოცით ხელში სააბაზანოში შევედი. შხაპი მივიღე და ხალათით გამოვედი ოთახში. თმა დავივარცხნე, პიჟამაები ჩავიცვი და საწოლში შევწექი. დაძინებამდე საათს გავხედე- 01:20.
*უჰ, გვინია და მადლობა ღმერთს ხვალ შაბათია და გვიანობამდე მაინც დავიძინებ.

მზემ ოთახში შემოანათა, გაიარა იატაკი, საწოლზე ამოცოცდა და სახეზეც ვიგრძენი მისი სითბო და ნათება. შევიშმუშნე, ხომ შეიძლება გვიანობამდე დღეს მაინც ვიძინო?! მეორე მხარეს გადავტრიალდი, თუმცა ძილი ახლა დედამ არ მაცადა.
-სანი, გაიღვიძე, სალაპარაკო გვაქვს.
-დეე, დამაძინე რა- ზმუილით ვთქვი.
-ადექი, ვერ დაგაძინებ. უნდა ვილაპარაკოთ მეთქი და მალე ჩამოდი ოთახში.
დედას ასე არასდროს გავუღვიძებივარ და რადგანაც მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული იყო, ადგომა გადავწყვიტე. ტანსაცნელი ჩავიცვი და ბარბაცით ჩავედი კიბეებზე, რადგანაც ჯერ კიდევ ნახევრად მეძინა.
-რა ხდება?
-მოდი, დაჯექი-მითხრა მამამ და დივნისკენ მიმითითა.
-უნდა ვილაპარაკოთ-ახლა დედამ თქვა.
-მშვიდობაა?
-მოკლედ, ხომ იცი, რა სერიოზული საქმეა კომპანიის მართვა და მისი მუშაობა. ისიც ხომ იცი, რომ ახლა რაღაც პრობლემები გაქვს კომპანიაში?
-მერე?-უკვე აღელვებულმა ვუპასუხე, რადგან, როგორც ჩანს მშვიდობა სულაც არაა.
-ჯონები ხომ იცი, გუშინ რომ გაგაცანით.
-ჰო, მერე-იმ წამსვე ის თავში ავარდნილი ბიჭი გამახსენდა და სახე დამემანჭა.
-მათ შვილს, ჯონგუკს უნდა გაჰყვე ცოლად.
-რა??!-წამიერად გონება დამებინდა.
-სხვანაირად კომპანია დაგვეშლება, ისინი კი თქვენი ქორწინების შემთვევაში მხარში ამოგვიდგებიან  და ასე გადავრჩებით.
-დედა, რას ამბობ! ანუ მამა, გუშინ იმიტომ წამიყვანე, ისინი რომ გამეცნო, ხო? ვსწვლობ და არ მაინტერესებს ეგ კომპანია! არ მინდა თქვენი ბინძური საქმეების გამო მე გამომიყენოთ, არ მჭირდება ეგ კომპანია მე!!-ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ვხვდებოდი ხმა როგორ მებზარებოდა.
-სხვა გზა არაა სანი, შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია, თანაც...
-თანაც რა? რა დედა?!
-უკვე დიდი ხანია ეს დაგეგმილი გვაქვს.
-რა? ჩემ გარეშე?
-ხო, და ახლა უარს თუ იტყვი, ძალიან  შევრცხვებით მათ თვალში.
-დედა გთხოვ, არ მინდა ამისი გაკეთება, უცხოს ვერ გავყვები ცოლად.
-სანი, ეს არაა შენი გადასაწყვეტი, საღამოს მოვა მთელი ოჯახი და გაემზადე-ისევ მამას მკაცრი ტონი.
-მამა!....
-გთხოვ სანი, აზრი არ აქვს წუწუნს-მითხრა დედამ და მართკა გავიაზრე, შეწინააღმდეგებას აზრი რომ აქ ჰქონდა, თუმცა მაინც ძალიან არ მინდოდა ეს. არ მინდა უცხოს და მით უმეტეს მას გავყვე ცოლად, სულ რაღაც 1ხელ ვნახე, მაგრამ ვერ ვიტან მაგ ბიჭს.
ოთახში ავედი და წამოვწექი, მინდოდა საღამომდე ყველაფერი უკეთესად გამეთავისებინა.

~ჰელოუ, პატარა თავები არაა მგონი და იმედია მოგწონთ.
დაავაუთეთ და დააკომენტარეთ, გთხოვთ 💖

Psychopath- J•JKDonde viven las historias. Descúbrelo ahora