23

1.3K 112 10
                                    

ჯონგუკმა ეს რომ გაიგო, რამდენიმე წამით გაიყინა. ამით დრო ვიხელთე და საწოლიდან წამოვდექი.
-ახლა...ამ წამს რა თქვი?
-.....-ვერაფერს ვეუბნებოდი.
-სანი!-დაიყვირა-რა თქვი ამ წამს?!
-მე...ორსულად ვარ.
-.....-ხმა აღარ ამოუღია. საწოლზე ჩამოჯდა მე კი ჩაცმა დავიწყე და მეც არაფერა ვეუბნებოდი. გული ამოვარდნას მქონდა.
-როდის გაიგე?-თითქმის ჩურჩულით მითხრა.
-გუშინ-მეც იმავე ტონით ვუთხარი.
-ანუ, სინამდვილეში ტესტი იყიდე ხო? სასაცილოა, როგორ გამასულელე.
-არ მინდოდა ასე რომ გამოსულიყო.
-ფაქტია, რომ დამიმალე. სანი! ჩემი შვილის არსებობა დამიმალე!
-მაპატიე-პატარა ბავშვივით ჩავხარე თავი და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ, ქვემოთ ჩავედი, ოთახში კი მუხლებზე ხელებდაყრდნობილი და მდუმარე, ჩაფიქრებული ჯონგუკი დავტოვე.
ახლა მართლა ძალიან ვიყავი არეული, შეშინებული და დამწუხრებული, მაგრამ, საჭმელი მაინც ყველაზე მეტად მინდოდა. ქვემოთ ჩამოსული პირდაპირ სამზარეულოში შევედი და მაცივარი გამოვაღე. რაც იმწამსვე დავინახე, ფერადი სალათა იყო, რამაც ძალიან მიმიზიდა და არც კი დამიტოვია მაგიდაზე, ჩავიკუზე და მისი ჭამა დავიწყე.
-ადექი, ექიმთან უნდა წავიდეთ!-გავიგე გაბრაზებული გუკის ხმა და პირგამოტენილი მისკენ მივიხედე.
-მე...-ლუკმის გამო, ვერ შევძელი წინადადების თქმა.
-ჩაყლაპე და ისე მითხარი!-გუკი არ იყო გარდაქმნილი, მაგრამ სასტიკად გაბრაზებული იყო ჩემზე და მკაცრი ტონით მელაპარაკებოდა.
-ჯერ არ არის საჭირო წასვლა-ვუთხარი, როცა ჩავყლაპე.
-ბავშვი სახუმარო რამე გგონია?! მალე მორჩი, გარეთ გელოდები-ესღა თქვა და გასაღებით ხელში გარეთ გავიდა. მივხვდი, რომ საუბარს აზრი აღარ ჰქონდა და ჭამა დავასრულე თუ არა, გარეთ გავედი და მანქანაში ჩავჯექი.
-ღვედი-ისევ მკაცრად მითხრა და შემომხედა.
-ჰო, შევიკრავ-არ ვიცი. ალბათ ორსულობის ბრალოა, რომ არ მინდა ჩემზე გაბრაზებული იყოს. არ მინდა რამე ვაწყენინო, ან მაწყენინოს. მის თითოეულ მკაცრ სიტყვაზე, გული მიჩუყდება.
მთელი გზა არ დამლაპარაკებია და სიტუაციის გამოყვანა მე ვცადე:
-შედარებით სითბოა დღეს.
-მანქანაში ხარ, რას გრძნობ-უემოციოდ მითხრა ისე, რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია.
ხმა მეც აღარ გავეცი.
მთელი 40 წუთი სიჩუმეში გავატარე. შიგადაშინ ჯონგუკი სიჩქარეს უმატებდა და ამაზე ისე ვიძაბებოდი, მგონი თვითონაც ამჩნევდა და ისევ ჩვეულებრივად მართავდა.
როგორც იქნა საავადმყოფომდეც მივაღწიეთ. მართალია, ამას არ მაგრძნობიდებდა ჯონგუკი, მაგრამ ჩემზე ძალიან ზრუნავდა. ყველაზე კარგი გინეკოლოგი გაიკითხა და მასთან შევედი. თან გუკიც შემომყვა.
-აქ დაწექით-მითხრა ქალბატონმა ექიმმა, მას შემდეგ, რაც ანკეტა შევავსე-როდის გაიგეთ ორსულობაზე?
-გუშინ-ეს რომ ვუთხარი ჯონგუკს შევხედე, რომელმაც ყურადღება შავი ეკრანიდან, ჩემზე გადმოიტანა.
-აი, თქვენი შვილი, ხედავთ?-იკითხა ქალბატონმა და ჯონგუკსა და მე ეკრანისკენ მიგვითითა. პატარა წერტილი დავინახე თუ არა, გულმა ორმაგად დამიწყო ცემა და თვალები ცრემლებით ამევსო. დავაკვირდი ჯონგუკს, რომელიც ბავშვს გაოცებული მისჩერებოდა და აშაკარად, ისიც ვერ იკავებდა ცრემლებს და ამას ხელებოს სახეზე მოსმით ცდილობდა.
-მე დაგტოვებთ-თქვა ექიმმა და დაგვტოვა ოთახში მხოლოდ ჩვენ ორინი. ჩვენს შორის თითქოს დიდი უფსკრული იყო და არც ერთი ვცემდით ხმას ერთმანეთს. ერთმანეთი ძალიან კი გვიყვარდა, მაგრამ ახლა, ეს სიყვარული კი არა, მხოლოდ ბავშვი გვაკავშირებდა.
-დაინახე? ჯერ მხოლოდ წერტილია-ვუთხარი, როცა მუცლიდან ის მაზისმაგვარი რაღაც მოვიშორე.
-ძალიან პატარაა-შემომხედა.
-ნეტავ გოგო იქნება, თუ ბიჭი.
ამ კითხვაზე პასუხი არ გამცა. ალბათ გაახსენდა, რომ ისევ გაბრაზებული იყო.
-წავედით-მხოლოდ ეს მითხრა და პალატა დატოვა, მე უკან გავყევი.
მთელი გზა ვითმენდი და ბოლოს ვთხოვე, რომ შოკოლადები გვეყიდა.
-მერე ბევრს შეჭამ და არ შეიძლება.
-კარგი რა, გთხოვ
-არა
-ჯონგუკ
-არა მეთქი.
-მარტო ჩემთვის ხომ არ მინდა, ბავშვის გამო მინდება
-... ჯანდაბა, კარგი, მაგრამ ცოტა.
მალე მანქანა გააჩერა და როცა ვიყიდეთ, ტკბილეულით დატვირთულნი წავედით სახლში.
ჯონგუკმა ცელოფნები შემოიტანა.
-ზოგი  ზემოთ ავიტანოთ ჯონგუკ
-ზემოთ რატომ?
-რომ მომინდეს მერე?
-უკვე მეოცებ...აქ იქნება და თუ მოგინდება ჩამოხვალ.
-ოოჰ-ქვედა ტუჩი გადმოვატრიალე.
-წავედი, ვიძინებ და შენც მალე დაიძინე.
აღარაფერი ვუთხარი და შოკოლადების ჭამა დავიწყე მას შემდეგ, რაც ჯონგუკი ზემოთ ავიდა.
როცა მივხვდი, რომ მეტის ჭამა მაწყენდა და თან ძილის დრო იყო, მეც ავედი ზემოთ. კარი ნელა შევაღე და გუკს უკვე ეძინა. მშვიდად, რიტმში სუნთქავდა და მის სახესთან ახლოს მივედი, უკეთ რომ შემესწავლა. დავწექი და სახეზე შევეხე. ოდნავაც კი არ შეიშმუშნა. ალბათ, ფრენის და ემოციურობის გამო, დღეს ძალიან დაიღალა. ბევრი რომ ვუყურე, მეორე მხარეს გადმოვტრიალდი და ღამის ნათურა ჩავაქრე. თვალები დავხუჭე და მინდოდა სიზმრებს მივცემდი, თუმცა ბავშვის გახსენებაზე მუცელზე მოვიკიდე ხელი. რამდენიმე წამში, ჩემი ხელები ჯინგუკის დიდმა ხელებმ დაფარა, რომელიც მთელს ტანზე შემომხვეოდა. მუცელს ჩემი ხელი მოვაშორე და ჯონგუკს საშუალება მივეცი, შვილს პირველად შეხებოდა. შეეხო კიდევ და ცერა თითით ფერება დაუწყო.
აქ სიტყვები არ იყო საჭირო. საუბრობდნენ ჩვენი გულები, რომლებიც მალე საგულიდან ამოვარდებოდნენ.

~
ანუ
არ ვიცი, რავი როგორია

Psychopath- J•JKTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon