16

1.4K 105 6
                                    

ორი დღე გავიგე და გუკი კიდევ ვერ ივიწყებს რაც გავუკეთე. სულ იმას იმეორებს, რომ ასეთი საოცრება მისთვის არავის უქნია აქამდე.
-ჯონგუკ, მე ჩავდივარ და ჩამოდი- ხალათი მოვიცვი და ქვემოთ ჩასასვლელად მოვემზადე.
-ასე მალე, მე კიდევ მინდა შენი სხეულის შესწავლა.
-საკმარისია, შეგიძლია დაისვენო.
ვუთხარი და ქვემოთ ჩავედი.
სიმართლე რომ ვთქვა, გავაანალიზე და დავასკვენი: ჯონგუკს ხასიათი უცებ არ ეცვლება და არ ღიზიანდება მაშინ  თუ კი მასთან დავწვები და იმას ვუკეთებ, რაც უნდა. უკვე ისე ვისწავლე ეს, თუ კი მოუნდება, წინააღმდეგობას ვერც ვუწევ. ამას სულ ძალით არც ვაკეთებ, მეც მინდა, რადგანაც ძალიან მიზიდავს და თან რაც მთავარია, ის მიყვარს. არ მჯერა, რომ მართლა შემიყვარდა.
ჩასვლის თანავე უკვე დაღლილი, დივანზე დავჯექი.
-არ ვჭამოთ?
-მეგონა ჯერ არ ჩამოხვიდოდი.
-შენ არ იყავი და რა მინდოდა ზემოთ.
-ანუ, ჩემს გარეშე ვერ ძლებ?
-ხომ იცი, რომ ვერა-მითხრა და რამდენიმე წამიანი კოცნა მაჩუქა.
სამზარეულოში შევედით და სპაგეტის ჭამა დავიწყეთ, როცა გამზადდა.
-ნეტავ, კომპანიაში რა ხდება-თქვა უცებ ჯონგუკმა.
-არ აპირებ წასვლას?
-ჯერ არ მინდა, მამა მიხედავს.
-ჰო, ჩვენი მშობლების საქმე ესაა-მეც  ავარიდე ამ საკითხს თავი, რადგან დიდად არ მაინტერესებს კომპანიის საქმეები და ისევ ჭამა გავაგრძელე.
-იქით გავალ-თქვა გუკმა, როცა საუზმობა დაასრულა და ტელევოზორის საყურებლად გავიდა.
ჭამა რომ დავამთავრე, მეც მასთან გავედი.
-მაგიჟებ
-ახლა ჩემი ჯერია, სამაგიეროს გიხდი ჯონგუკ-მისკენ მივიხედე და გავუღუმე.
-მაშინ, მაწყობს.
-უნივერსიტეტში უნდა წავიდე-ვაღირებ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მთელი დღეებს გუკთან ერთად საწოლში ვატარებ ისაა, რომ როცა რამე დამჭირდება იქნებ მარტივად მოვთაფლო.
-ახლა?
-ჰო.
-წაგიყვან.
-ჩემით წავალ, არ მინდა, რომ დაიღალო.
სინამდვილეში , ერთ ახალგაზრდა მხატავრს უნდა შევხდე, ინტერვიუსთვის. საქმე იმაშია, რომ ეს მხატვარი ბიჭია და ამას ჯონგუკს ვერ ვეტყვი, ძალიან გაბრადება.
-კარგი მაშინ.
ზემოთ ავედი და ტანსაცმელი ჩავიცვი. კურტკაც ჩავიცი და დალურჯებები დაიფარა. ტუჩზე კი ტუჩსაცხი წავისვი და დამსკდარი ტუჩებიც მოგვარდა.
-კარგად გუკ-მივედი, და ვაკოცე.
-არ მინდა, რომ გაგიშვა.
-კარგი რა, მალე მოვალ.
-კარგი, დროებით-გაბუსხულმა მითხრა.
სახლი დავტოვე და ავტობუსის გაჩერებისკენ წავედი. ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ჯონგუკისგან ისე გამოვედი, რომ ბევრი კითხვები არ დაუსვამს და  სიმართლეც ვერ გაიგო. 20 წუთში გაჩერებასთან მივედი. ავტობუსი მოვიდა თუ არა, ავედი და იმედი მაქვს, არ დავაგვიანებ. იმ ბიჭს კაფეში უნდა შევხვდე. ავტობუსის გაჩერებიდან 30 წუთი ფეხით უნდა გავიარო.
მთელი სისწრაფით, რაც შემეძლო, როგორც იქნა კაფემდეც მივაღწიე. ის ბიჭი, ჯონათანი, იქ იყო და მელოდებოდა. შესვლისთანავე მივესალმე და გავეცანი. მის მაგიდასთან დავჯექი და მერე თავის საქმიანობაზე  რამდენიმე კითხვა დავუსვი.
-გასაგებია ჯონათან. ამას რამდენიმე დღეში გადავუგზავნი ჟურნალს და მალე გამოაქვეყნებენ.
-კარგი.
-მადლობა.
-არაფერს-მან ხელი გამომიწოდა და მეც ჩამოვართვი მადლიერების მიზნით.
კიდევ რაღაცეები ჩავინიშნე და სახლში მალევე წამოვედი. უკვე 15 წუთია მოვდივარ და რაღაც შევამჩნიე, რაც ცოტა არ იყოს, მართლა მაშინებს...
ერთი შავი მანქანა, მთელი დღეა უკან დამყვება.

~
რა ხდება, თქვენი აზრით?

Psychopath- J•JKWhere stories live. Discover now