8

1.5K 120 4
                                    

ავედი თუ არა ოთახში, საწოლზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გავითხლარშე.
*რა რთული ასატანი ტიპია-ამოვიოხრე და ვიფიქრე, როგორ შეიძლებოდა მასთან ცოტა ადამიანური ურთიერთობა მქონოდა. ბევრი ვიფიქრე, ბევრი კი არა ბევრზე კიდევ მეტი და ბოლოს თავი ამტკივდა, თუმცა მაინც ვერაფერი მოვიფიქრე და საბოლოოდ მოვეშვი ამაზე ფიქრს. გადავწყვიტე, ისე ვიცხოვრო, როგორც ვცოვრობდი. ისე, ხვალ ორშაბათია, ანუ უნივერსიტეტი მაქვს და დავიძინებ, ლექციებზე რომ არ დამეძინოს.
~~~
დილით, როგორც ყოველთვის, მაღვიძარამ დამირეკა და მის ხმაზე გამეღვიძა. დაფეთიანებული ავდექი საწოლიდან, ტანსაცმელი ჩავიცვი და  ქვემოთ ჩავედი. ჩასვლის თანავე, პირველი რაც დავინახე, საბუთების შემყურე ჯონგუკი იყო. ვაღიარებ, იმ მომენტში ზედმეტად მამაკაცურადაც კი გამოიყურებოდა.
*მორჩი სანი სისულელეებს! -საკუთარ თავს გავუბრაზდი და ჯონგუკს მივესალმე.
-დილა მშვიდობისა.
-სალამი, ასე ადრე რატომ ადექი?
-უნივერსიტეტში მივდივარ.
-მე გაგიყოლებ.
-ფეხით წავალ.
-მე გაგიყოლებ!
-კ..კარგი-მისმა მკაცრმა ტონმა ისე შემაშინა, შეწინააღმდეგება ვერ შევძელი.
*რა ჯანდაბა სჭირსსს?
რამდენიმე წუთში მანქანაში ვისხედით, თუმცა ეს ყველაფერი ისე მოსაწყენი იყო, ვერ აღვწერ. ის თავისთვის რაღაცაზე ფიქრობდა და მანქანას ატარებდა, მე კიდევ ჩემთვის ფანჯრიდან ვიყურებოდი და  ამას მართლა მირჩევნოდა, საერთოდაც ავტობუსით წავსულიყავი.
-აქ ჩამომსვი, ჩემით მივალ-ვუთხარი, როცა უნივერსიტეტს მივუახლოვდი.
-რატომ?-არც კი შემოუხედავს, ისე მკითხა.
-არ მინდა ბავშვებმა დაგვინახონ.
-ცნობისთვის, შენი ქმარი ვარ-მკაცრად შემომხედა.
-ვიცი, მაგრამ არ მინდა.
არც კი მომისმინა. მანქანის გაჩერების მაგივრად უნივერსიტეტამდე მიმიყვანა.
-თუ შეიძლება, უკან დაბრუნდი და უნივერსიტეტის მოშორებით გამიჩერე, არ მინდა აქ გადავიდე.
-არა!.
-ჯონგუკ, მისმინე და დამიჯერე.
-არა მეთქი, არ გესმის?
-არ მესმის არა! მადლობის მაგიერია?!
-და სამადლობელო რა გააკეთე საერთოდ?-უკვე ვყვიროდი და მადლობა ღმერთს, ჯონგუკის ფანჯრები დაბურულია და გარედან არ ვჩანდით.
-მაპატიე, როგორ მოგიყვანე აქ, თურმე ბოდიშიც კი მაქვს მოსახდენი!-ისიც ყვირილით მპასუხობდა.
-არ მჭირდება!
-მკიდია გჭირდება თუ არა!
ეს დაიყვირა თუ არა მანქანა მოაბრუნა და აზრზე არ ვიყავი სად მიდიოდა.
-გააჩერე მანქანა!
ხმას არ იღებდა. არ მინდოდა რამე საშინელება მომხდარიყო და გადავიფიქრე კიდევ რამის თქმა, მაგრამ ისე ჩქარა ატარებდა მანქანას,  გაჩერება არ შემეძლო.
-ჯონგუკ ნელა, დავიხოცებით!-ბოლო ხმაზე დავიყვირე და შიშისგან ჩამოვარდნილი ცრემლიც ვიგრძენი, რომელიც მას არ დაუნახავს. არც მინდა მის თვალში სუსტი რომ გამოვჩნდე.
რამდენიმე წამში მანქანა გააჩერა, თუმცა უკვე სახლში ვიყავით. უცებ გადავიდა მანქანიდან და კარი მთელი ძალით დახურა, მე კიდევ ღრმად სუნთქვა დავიწყე დასამშვიდებლად. როცა ცოტა დავლაგდი სახლში შევედი და უნივერსიტეტში წასვლაც საკვირველია გადავიფიქრე. იმ წამსვე სამზარეულოში შევედი და რაც ყველაზე მეტად მინდოდა, წყალი დავლიე. უკან ხმა მომესმა და როცა მივიხედე, ამ ნაბიჯების ხმის პატრონი დავინახე.
-მისმინე!
უკვე სამზარეულოში შემოვიდა.
-რა გინდა?!
-წეღან მკითხე, სამადლობელო რა გააკეთეო და იცი რა...პირველ რიგში ჩემი მადლიერი იმიტომ უნდა იყო, რომ როცა შანსი მქონდა, არ გამოგიყენე, როგორც ყველა და მერე  არ დაგაგდე. შენ კიდევ, მადლობა ამაზეც კი არ გითქვამს, რა უმადური არსება ხარ საერთოდ?!

~
ძაან იდიოტობაა ვიცი და რა დავწერე აზრზე არვარ

Psychopath- J•JKOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz