6

1.6K 127 3
                                    

დამიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ მის ქმედებაზე სუთქვა შემეკვრა? იმდენად ახლოს იყო ჩემთან, უკვე მის სუნთქვას ვგრძნობდი ყელზე. მილიმეტრებით ახლოს მოიწევდა და მე ვერ ვეწინააღმდეგებოდი. არ მინდოდა რამე რომ მომხდარიყო, მაგრამ შეწინააღმდეგებაც არ შემეძლო. უბრალოდ ვიდექი, ვიწვოდი და ველოდებოდი რას იზამდა. გული კი ამოვრდნას მქონდა.
-რა გეგონა?-მითხრა სრული ცინიზმით, ხელები გამიშვა და უკან გაიწია-შენ რა, მართლა გეგონა, რომ რამე მოხდებოდა ისე, როგორც ყველას ქორწილის ღამეს ხდება ხოლმე?
-....-ხმას ვერ ვიღებდი, ვუყურებდი და ვაანალიზებდი, თუ როგორ მწარედ დამცინა ამ წამს. ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს შემთხვევია, ბიჭისთვისაც კი არასდროს მიკოცნია. პირველი იყო, ვისთანაც უბრალოდ მშვიდად ვიდექი, სულელი ვარ, სულელი!.
-წავედი, მეძინება.
სიცილი დაიწყო. ოთახი დატოვა, კარი გაიხურა და სიცილიც თან გაიყილა ისე, რომ მისის გაგონება და ჩემს თვალზე ჩამოსრიალებული პირველი ცრემლი ერთი იყო. სასაცილო ისაა, რომ ამ ყველაფერში  საკუთარ თავს ვადანაშაულებდი და ასეცაა. არ უნდა მიმეცა უფლება, ჩემით ასე ეთამაშა. ან რა? სულ რომ ეკოცნა, მისთვის უბრალოდ მორიგი სათამაშო ვიქნებოდი. ვგრძნობდი, როგორი ღაპაღუპით მდიოდა ცრემლები და როგორ მისველებდა იმ ადგილებს, რომლებისც რამდენიმე წამის წინ ჯონგუკის თითოეულ სუნთქვას შთანთქავდნენ.
*დამშვიდიი, უბრალოდ თამაშია და მალე გაივლის, მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი-საკუთ თავს ვეუბნებოდი და ვცდილობდი, ასე მაინც დავხმარებიდი ჩემს თავს, სანის, რომელმაც დღეს აშკარად ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგა, როცა იმ საბუთებს ხელი მოაწერა. რამდენიმე წუთიანი ქვითინის შემდეგ ფეხზე წამოვდექი, კაბა გავიხადე და სააბაზანოში შევედი. წყლის თითოეულ წვეთს, თითქოს ყველა ტვირთი მიჰქონდა და დასვენების საშუალებას მაძლევდა. როცა მივხვდი, რომ უკეთესად ვიყავი, ოთახში გამოვედი, თმა შევიშრე და პიჟამაებით საწოლში შევწექი.
*ნეტავ, ხვალინდელი დღე არ გათენდებოდეს-ერთი ამოვიხვნეშე და მალევე, მთელი დღის დაღლილი, სიზმრების სამყაროში გადავეშვი.
~~~
დილით გვიან გამეღვიძა, ეგეც კარის ხმის გამო. საშუალება რომ მოეცათ, საერთოდ არ გავიღვიძებდი. სიკვდილს კი არ ვგულისხმობ, უბრალოდ დასვენება მინდოდა. ან ხო, შეიძლება სწორედ ესაა სიკვდილი. საძინებლის კარი ჩუმად გავაღე და ქვემოთ ჩავიხედე.
*ეტყობა წავიდა-გავიფიქრე და თამამად გავედი ოთახიდან. ის წამი იყო, კიბეზე ჩასვლას ვაპირებდი, როცა ქვემოდან ჯონგუკმა ამომხედა და დამიძახა:
-როგორ გეძ...ოუ, ასე უნდა იარო სახლში? მე მომწონს...-და თვალები აათამაშა.
სირცხვილით პირდაპირ ოთახში შევვარდი და კარი მივხურე. ჯანდაბა სანი! რა სულელი ხარ, ის კიდევ იდიოტი!
ტანსაცმელი ჩავიცვი ადამიანურად და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავედი ქვემოთ.
-მშია-ეს იყო პირველივე სიტვა, რაც გავიგონე.
-მე არა!
მკვახედ ვუთხარი.
-ცოლის მოვალეობაა საჭმელი მაინც მოუმზადოს ქმარს-აუღელვებელი ტონით მითხრა.
-ეგ მზრუნველი და მოსიყვარულე ცოლის.
-გადამინდა საუზმე. წავედი კომპანიაში-თქვა თუ არა მანქანის გასაღები აიღო და წავიდა.
*რა ჯანდაბა სჭირს, ტონსაც კი არ იცვლის საუბრისას.
რეალურად, ძალიან მშიოდა, ამიტომაც, ჩემთვის ტოსტი გავიკეთე და ვჭამე.
სახლში მოსამსახურე არაა, ამიტომაც ავედი და ჩემი ოთახი დავალაგე და საწოლის გავასწორე. ჯონგუკის ოთახი არც ის ვიცი, ზუსტას რომელია, და არც მაქვს სურვილი საერთოდ ცხვირი რომ შევყო იქ. ამიტომაც, ისევ პირველ სართულზე ჩამოვედი და დივანზე მივწექი. ტელევიზორი ჩავრთე და ჩემს ბედზე რაღაც მულტფილმი გადიოდა. იმდენი ვიცინე, მუცელი მტკიოდა და ამ წამს კარზე ზარის ხმა გავიგე. არავის ველოდებოდი და ცოტა ფრთხილად გავაღე.
-რა?-ნანახის გამო, გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა

~როგორ მოგწონთ?
ახლა წინასწარ ვწერ თავებს, ყოველ დღე რომ დავდო და ცოტა მინდა მხატვრული რომ გავხადო და რას ფიქრობთ?

Psychopath- J•JKWhere stories live. Discover now