27- final

2.1K 143 80
                                    

(მუსიკა აუცილებლად ჩართეთ და ისე წაიკითხეთ).

-ჯონგუკ!-შეშინებული წამოვხტი საწოლიდან. გული საშინლად მქონდა აჩქარებული და ცრემლები მდიოდა-არა, არა. ასეთ რამეს ვერ გადავიტან...ვერასდროს-ბოლო სიტყვა ძლივს ვთქვი და საწოლს დავეყრდენი

მადლობა ღმერთს, ეს უბრალოდ სიზმარი იყო.
*იმედია, მამა კარგადაა პატარავ-ცრემლები შევიმშრალე და ბავშვს ხელები მოვხვიე.

1 თვის შემდეგ.
დღე-დღეზე ველოდები, ბავშვი როდის გაჩნდება. სამწუხაროა, ამას მარტო ველოდები და ჩემს გვერდით არავინაა. ჯონგუკისგან საერთოდ არაფერი მსმენია. არც რეკავს, არც მოდის და არც იუნგის ან სხვა დაცვას აბარებს რამეს.
ერთ დღეს ეზოში მინდოდა დასვენება. გასულს, სკამზე დავჯექი თუ არა, მუცელი ძალიან ამტკივდა. დაცვას ძლივს დავუძახე და მათი დახმარებით ძალიან სწრაფად მივედით საავადმყოფოში. საშინელი კივილით შემიყვანეს პალატაში.

~~~~
ჩემი შვილი პირველად ავიყვანე ხელში. პატარა ევა. ულამაზესია. მისი პატარა თითებით ჩამებღაუჭა. თვალებზე ცრემლი მომადგა. წესით, ახლა ჩემს გვერდის გუკი უნდა იდგეს და ისიც ჩემსავით უნდა განიცდიდეს ამ ყველაფერს. მერე ბედნიერები, რამდენიმე დღეში სახლში ერთად წავიდოდით. მერე ჯონგუკი იწუწუნებდა, რომ ბავშვს საფენებს ვერ უცვლის და მე ვეტყოდი, რომ სხვა გზა არ აქვს, უნდა ისწავლოს. როცა ევა გაიზრდებოდა, ბაღში ერთად წავიყვანდით და სამივე ერთად ვითამაშებდით.
ყველაფერი, რაც მომავალში უნდა ყოფილიყო, ჯონგუკმა ერთი ხელის მოსმის დაამსხვრია. მან ოჯახი სულ დაივიწყა და ღმერთმა იცის, რა ან ვინ ამჯობინა.

~~~
3 თვის შემდეგ

-პრინცესავ, რატომ ტირი?-ევა უკვე შეუსვენებლად ტირის რამდენიმე წუთია. შუაღამის 3 საათია და ვერ იძინებს.
-იქნებ გიმღერო?-უკვე აღელვებული ვეუბნებინდა მისთვის მშვიდი სიმღერის მღერას ვიწყებ. როცა ბავშვმა ნაზი ბგერები გაიგო, რამდენიმე წამში დამშვიდდა. მაშინ, როცა აღარ ტიროდა და დაეძინა, საწოლში ჩავაწვინე. რამდენიმე წამს ვიდექი და უბრალოდ ვუყურებდი, ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა ჩემი შვილი იყო.

Psychopath- J•JKWhere stories live. Discover now