3

1.6K 133 8
                                    

საწოლზე წამოკორტიალებული ვიყავი, ჭერზე ერთ წერტილს მივშტერებოდი და ვერ გამეგო რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს. სულ წარმომეგდგინა საკუთარი თავი, წლების შემდეგ უკვე ცნობილი ჟურნალისტი რომ ვიქნებოდი და მხოლოდ მას შემდეგ ვიფიქრებდი ოჯახის შექმნაზე, რაც კარიერას ავიწყობდი. ეს კი ნამდვილად ძალიან საშინელებაა- ასე უცებ იმ იდიოტის ცოლი უნდა გავხდე.
საათს დავხედე და გავიაზრე, რომ ჩემი მომავალი მეორე ოჯახი სულ რაღაც 2 საათში უკვე ჩვენთან იქნება.
კარზე კაკუნი გავიგე.
-სანი-მოჰყვა დედას ხმაც.
-გისმენ.
-რამე კაბა ჩაიცვი, კოხტად რომ იყო.
-შარვალი არ შეიძლება?
-კაბა აჯობებს.
-გასაგებია.
გამიკვიდა, ოთახში არც კი შემოვიდა და ყველაფერი გარედან მომიგვარა. ვიფიქრე, წოლის დროც აღარ იყო, ამიტომაც ავდქი და სააბაზანოში შევედი შხაპის მისაღებად. ამასობაში ნახევარი საათიც გასულა და თმის გაშრობის შემდეგ ტანსაცმლის ძებნა დავიწყე.
*ხომ შეიძლება, უბრალოდ ჯინსის შარვალი და მაიკა რომ ჩავიცვა?!-ჩემთვის ვწუწუნებდი და თან ტანსაცმელს ვარჩევდი. ეს დღე არ იყო ჩემთვის იმდენად მნისვნელონანი, რამე გრანდიოზულის არჩევა რომ დამეწყო და საბოლოოდ, მალევე გადავწყვიტე, რომ იასამნისფერი, მთლიანი კაბა ჩამეცვა. თმა უბრალოდ გავიშალე და ველოდებოდი ჩემები როდის დამიძახებდნენ ქვემოთ ჩასასვლელად. არც შევცდი, მალე დედამ ამომძახა, რომ წუთი-წუთზე სტუმრები მოვიდოდნენ და ჩავსულიყავი.
ქვემოთ სულ უხასოათოდ ჩავედი და მამასგამ საყვედურიც დავიმსახურე:
-სანი, იქნებ გაიღიმო?
-გასაღიმებლად საქმე არ მაქვს მამა!-დღეს მან უბრალოდ ისე გამაბრაზა და ისე მაწყენინა, როგორც არასდროს.
რამდენიმე წამში კარზე ზარის ხმაც გაისმა და კარი ჩვენმა მოახლემ, დეიდა მერიმ გააღო, რომელიც შეიძლება ითქვას, ჩემი აღმზრდელიცაა.
-მობრძანდით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება-დედა და მამა მათ დიდი სიხარულით დავხვდნენ. მეც სახეზე ღიმილი ავიკარი და მათთან მივედი.
-ულამაზესი სარძლო გვეყობა, ხომ გახსოვართ?-მითხრა ჯონგუკის დედამ.
-საკვირველია, სალამი-მეც ასე ღიმოლით ვუპასუხე, რადგან სხვა გზა არ იყო.
-გამარჯობა-მითხრა ჯონგუკმა, როცა ჩვენები ოთახში შევიდნენ და მარტო ჩვენ დავრჩით მისაღებში.
-სალამი.
-რა სახით ხარ?
-და როგორ ფიქრობ, რა სახით უნდა ვიყო სხვა?!-ეს რა, სულელია? ქორწინება რა ჰგონია?
-კარგი რა, ეს ხომ უბრალოდ ქორწინებაა?-ცინიზმით იყო მისი სიტყვები გაჟღენთილი.
-ანუ, უბრალოდ ქორწინება?! იცი რა გეგმები მქონდა და რამდენ რამეში მიშლის ეს, როგორც შენ ამბობ, უბრალოდ ქორწინება ხელს?
-კარგი რა, გეყოფა.
-თუ შენთვის ქორწინებაა უბრალოდ ისეთივე გართობაა, როგორც ნებისმიერ ათასნაირთან ურთიერთობა? ხო, თუმცა ასეა, ამას ისედაც ხომ მივხვდი.
-უბრალოდ ისიამოვნე.
-რითი?
-ნახავ რითიც, ჯერ ადრეა....
მითხრა და წარბები საშინელი გამომეტყველებით აათამაშა.

~
ესეც მესამე თავი...თუ მოგწობთ, ვეცდები ასე, ყოველ დღე დავდო ❤💁‍♀️❣

Psychopath- J•JKOnde histórias criam vida. Descubra agora