12

1.5K 120 11
                                    

კარზე ზარის ხმა გაისმა თუ არა თითქოს აზრზე მოვედი და წამებში, ჯონგუკიც მეორე მხარეს გადავიდა. მაიკა და თმა გავისწორე. ჯონგუკის უცებ ფეხზე ადგა და თმა გაისწორა. ამ დროის შიალედში ვიღაცამ კარზე კიდევ დააზარა. როგორც იქნა ჯონგუკმა კარი გააღო, თუმცა ხმა არ ისმოდა, სანამ არ გავიგე:
-გამარჯობა, სანი ხომ აქ ცხოვრობს?
-კი.
-მე მისი კურსელი ვარ, ნიკი.
ეს გავიგე თუ არა კართან მივედი.
-ნიკ!
-სანი სალამი-მითხრა-ეს კონსპექტები დღეს უნივერსიტეტში დაგრჩა და ვიფიქრე კარგი იქნებოდა  თუ მოგიტანდი.
-ააჰ, როგორ დამრჩა...მადლობა ნიკ-ვუთხარი თუ არა ნიკი მეგობრულად გადამეხვია. სიმართლე გითხრათ, ეს სულ რაღაც 2 წამს გაგრძელდა, მაგრამ უკვე ვღელავდი გუკის რეაქციაზე.
-კარგი, მე წავალ-მითხრა, როცა კონსპექტები მომცა და კიდევ ერთი დაემშვიდობის შემდეგ წავიდა.
-ანუ?-კარი დავხურე თუ არა ჯონგუკის მკაცრ მზერას შევეჯახე.
-რ..ა?-ხმა გამიწყდა.
-ასე უნდა იარონ ვიღაც ბიჭებმა ჩემს სახლში შენს სანახავად?-ისეთი ტონი ჰქონდა, ვერც ვიჯერებდი, რომ რამდენიმე წუთის წინ ამ ადამიანთან ვაპირებდი ძალიან ახლო ურთიერთობის დამყარებას.
-რას ამბობ ჯონგუკ?
-რამე ტყუილია?
-კი. ხო გაიგე, უბრალოდ კონსპექტები მომიტანა.
-და სახლში ვიყავი სამწუხაროდ, ხო?
-ანუ?
-ანუ ის, რომ აქ რომ არ დავხვდროდი, დიდი სიამოვნებით ჩაუგორდებოდი ლოგინში! -დამიყვირა და ლოყაზე სიცივე ვიგძენი, საშინელი ტკივილი და ეს ტკივილი სიცივედ გადაიქცა. მან მე დამარტყა ისე, როგორც ცხოველს!
-შე..ნ მ...ე დამ...არტ..ყი
-უარესის ღირსი ხარ, უარესის!-ხელი ჩამავლო და სარდაფისკენ მიდიოდა. კიბეებზე ჩამათრია, მიმაგდო კუთხეში და მკაცად თქვა:
-სანამ ჭკუას არ ისწავლი, აქ იქნები.
-ჯონგუკ რას აკეთებ, გამიშვი.
-არ გაგიშვებ! აქ იქნები, სანამ არ გამოსწორდები!
-არაფერი დამიშავებია ჯონგუკ!
-აღარ გისმენ!-თქვა და კარისკენ დაიწყო სიარული. გავეკიდე და მიგდების გამო, ნატკენი ფეხით კართან მივედი თუ არა, გარედან გადაკეტა....უკვე ცივ სარდაფშიც გამომამწყვდია.
კარს ხელებს ვურტყამდი, ვყვიროდი, ვტიროდი, მაგრამ უშედეგოდ. ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ როგორმე გამომიშვებდა, თუმცა სულ ტყუილად. ის ქვასავით ბოროტი გამოდგა.
-ჯონგუკ! აქ საშინლად ცივა, გთხოოვ!- ჩემი არ ესმოდა ან არ უნდოდა, რომ გაეგო.
საბოლოოდ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და მოვეშვი. ძველ, მტვრიან კრესლოზე ჩამოვჯექი და არაფერს ველოდი, საერთოდ არაფერს.
~~~
საათები გავიდა და მე ისევ აქ ვარ. ტელევიზორის ხმაც კი არ მესმის, რომ ვიფიქრო, რომ ჯონგუკი სახლშია. წეღან მგონი გავიდა და არ დაბრუნებულა. სადღაც 5 საათი იქნება, რაც აქ ვარ.
*როგორც იქნა-სიხარულით გავიფიქრე კარის ხმაზე.
-სად ხარ საყვარელო?-ამის გაგონებამ სულ გამაოცა.
*ჯონგუკ?
-ჯონგუკ, გამომიშვი გთხოვ-უცებ კართან მივედი.
-პატარავ, მანდ ხარ? მოვდივარ.
რამდენიმე წუთში კარიც გაიღო.
-ჯონგუკ?-ვთქვი და წარბ და ტუჩგახეთქილი ჯონგუკი დავინახე-რა გჭირს?
-შეგიძლია დამიმუშავო?
მასზე სასტიკად გაბრაზებული ვიყავი, თუმცა უარის თქმაც არ შემეძლო.
-წამოდი.
ვუთხარი და როგორც ჩანს, ჩხუბისგან ფეხზე ძლივს მდგომი, მეორე სართულისკენ წავიყვანე. ჩემს ოთახში საწოლზე ჩამოვსვი, მე კიდევ რამდენიმე წუთში მალამოებით და დასამუშავებელი ხსნარით  დაბრუნდი ოთახში. გვერდით ჩამოვუჯექი და ნაკაწრების დამუშავება დავუწყე. როცა სტკიოდა სახე უკრთებოდა.
-რა მოხდა არ მეტყვი?
-არა
-ლოყა როგორ მაქვს არც იმას მკითხავ?
-ღირსი იყავი
-ჯონგუკ!-ამაზე გავჩერდი და უკან დავიწიე.
-არ გამაბრაზო ლამაზო ქალბატონო, თორემ ხომ გახსოვს რაც გითხარი, გეტკინება.
-უკვე არაერთხელ მატკინე.
-უფრო გეტკინება.
ამაზე ამოვიოხრე და აღარაფერი ვუთხარი. დამუშავება რომ დავასრულე, მალამოც გადავუსვი.
-მორჩა.
-ასე მალე?
-მეტი რაღა გინდა?
-შენ.
-რა?
-შენ მინდიხარ, სხვა რომ ვეღარ მოგეკაროს.
-კარგი რა.
-რა?
-სისულეებს ნუ ამბობ. გადი, მეძინება.
-ერთად დავიძინოთ.
-რა?
-რა? უკვე 3 კვირაა ცოლ-ქმარი ვართ.
-არ მინდა.
-მე მინდა! კი არ გეუბნები რამეს გიზამ თქო, უბრალოდ ერთად ვიძინებთ. მაგრამ, თუ გინდა, შეგვიძლია ახლავე დავიწყოთ-თქვა თუ არა ქვემოთ დაიხედა.
-არა, არა. უბრალოდ დავიძინოთ.
ეს რომ გაიგო იმ წამსვე მაიკა გაიხადა.
-რას აკეთებ?
-როგორ დავიძინო?
-რა საჭიროა ეს.
-ნუ სულელობ, შენც ხომ არ აპირებ ასე დაძინებას.
-კი
-მაცინებ.
-ასე თავს კარგად ვგრძნობ.
-ამ მტვრიანი ტანსაცმლით?
მაშინ გამახსენდა, რომ სარდაფში სულ დამესვარა ტანსაცმელი.
-სააბაზანოში შევალ და იქ ჩავიცვამ- ვუთხარი და პენუარით ხელში შევედი სააბაზანოში. მრცხვენოდა ასე გამოსვლის, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. პენუარი საკმაოდ მოკლე და ამოღებული იყო.
-ოჰო-მითხრა მწოლიარე ჯონგუკმა, როცა გავედი. პასუხი არ გავეცი და მისგან მოშორებით დავწექი. რამდენიმე წამში წელზე ხელები ვიგრძენი და ჯონგუკი ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა, მის სუნთქვასაც ვგრძნობდი კისერზე.  მისი საშინელი ქმედებების მიუხედავადაც, ეს მაინც გულს მიჩქარებდა. რამდენიმე წამში ყელზე სველი კოცნა ვიგრძენი, სიტყვებით:
-ახლა ისე მინდიხარ

~
დიდი თავი იყო, თუმცა სრული სისულელე....ვიცი და მაპატიეთ

Psychopath- J•JKWhere stories live. Discover now