17

1.4K 110 11
                                    

ვეჭვობ, რომ ეს ჯონგუკი იქნება. მთელი დღეა, ავტობუსის გაჩერებიდან კაფემდე უკან მომყევებოდა. იმდენი მაქანა ჰყავს, ეს თვალითაც არ მინახავს და ამიტომ არ ვიცი, რამდენად ჯონგუკია. მისი საქციელი ძალიან მაბრაზებს. თუ ეს მართლა ჯონგუკია, ვეჭვობ, დღეს ჩხუბი მოგვიწევს.
სახლში სწრაფი ნაბიჯებით წავედი. როცა ავტობუსში ავედი ეს მანქანა გაქრა, სადღაც წავიდა.
სახლში დაახლოებით 1 საათში მივედი.
-მოვედი-ვთქვი და არაფერი შევიმჩნიე. ტელევიზორი ჩართული იყო, თუმცა ჯონგუკი საბუთებში იყურებოდა.
-უკვე მოხვედი?-როგორც იქნა თავი ასწია-როგორ ჩაიარა ლექციებმა?
-ნორმალურად-ისე დამაჯერებლად დამისვა კითხვა, მეგონა ის მართლა არ მითვალთვალებდა.
-რამე სერიოზული იყო?
-ეს ბოლო პერიოდია აღარ დავდივარ და ბევრი გაცდენა მაქვს-ისე მოვატყუე, ხმაც კი არ ამიკანკალდა და კურტკა გავიხადე-ასე თუ გავაცდენ გამოცდების ჩაბარება მომიწევს და არ მინდა-დავამთავრე ლაპარაკი და კურტკა ჩამოვკიდე.
-ჰო, არ უნდა გააცდინო-მითხრა და ადგა.
-ავალ, გამოვიცვლი-წავედი, მაგრამ როცა გვერდზე გავუარე ხელი დამიჭირა და უკან, მის წინ დამაყენა.
-არა.
-რა არა?
-მატყუებ.
ანუ, ის იყო?!
-რ...რაზე ამბობ?
-უნივერსიტეტში არ ყოფილხარ!-მისი ტონი გამკაცრდა.
-არა, ცდები ჯონგუკ.
-ნუ მატყუებ!-ბოლო ხმაზე დაიღრიალა.
-არ გატყუებ-შეშინებულმა ძლივს ვთქვი. ხელზე ძალიან მიჭერდა და უკვე სისხლიც კი ვეღარ მოძრაობდა ამ ადგილას. ძალიან მტკიოდა.
-ვიღაც ბიჭს შეხვდი და ნუ მატუებ, ჩემი თვალით დაგინახე!- დაიყვირა და სახეში ძალიან გამარტყა. სახე გამეყინა და ამეწვა, ბჟუილი დაიწყო. დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, ძირს დავეცი. თვალიდან ცრემლი ჩამომიდორდა და თავს მაღლა ვერ ვწევდი. ახლა დაიჩოქა და თმებიდან მომქაჩა:
-ფუი ამის! აწიე თავი და მითხარი, ვინ იყო?!-ბოლო ხმაზე მიყვიროდა და თმებს ხელს არ უშვებდა. მეგონა მაცლიდა თმებს.
-გამიშვი, გთხოვ ჯონგუკ.
-მითხარი!
-რა გჭირს, ხელი გამიშვი და აგიხსნი, გევედრები...
-მითხარი მეთქი!-ისევ დამიყვირა და სილა კვლავ გამარტყა. იატაკზე დავეცი და გულისრევა მომაწვა.
-ვეღარ ვსუნთქავ...-საუბარიც კი გამიჭირდა.
-ვინ იყო მეთქი ის ბიჭი! ვისთან მღალატობ!
-არავინ...ინ...ინტერვიუ ჩავ...წე..რე
-არავინ კაფეში არ ხვდებიან!-ადექი და მომიყევი ნორმალურად, სანამ ჩემი ხელით მოგკალი.
-არავ-საუბარი არ დამაცადა. ჩემს ზემოდან მოექცა და ყბაზე უხეშად მომკიდა ხელი, მეორეთი ყელზე და უკვე სუნთქვა მიჭირდა. ისეც ძალადაკარგუკს თვალებში ჩამომიბნრლდა. ფრჩხილებით ხელებზე ვკაწრავდი, მაგრამ უშედეგოდ. ვფართხალებდი, იქნებ თავი გამეთავისუფლებინა, მაგრამ მაინც უშედეგოდ. ბოლოს თვალებს დახუჭვის საშუალება მივეცი...ყველაფერი მთავრდებოდა.

წამიერად გუკი თითქოს გონს მოეგო და ხელი გამიშვა.
-სანი! სანი, როგორ ხარ-სახეში ხელებს მირყამდა გამოფხიზლების მიზნით-გონს მოდი, არ დახუჭო თვალები.
-ჯონგუკ-ხმა ძლივს ამოვიღე და ხველება დამაწყებინა. ყელი შიგნიდანაც კი მტკიოდა და ჰაერი ძლივს ჩადიოდა ფილტვებში.
-ისუნთქე, გთხოვ-შეშინებულმა მითხრა და ხელში ამწია. სწრაფი ნაბიჯებით დივანზე დამაწვინა და ქროლვა დამიწყო-ღრმად ისუნთქე სანი.
ხმას ისევ ვერ ვიღებდი. ჰაერს ხარბად ჩავისუნთქავდი და ვგრძნობი, ნელ-ნელა ისევ როგორ ვუბრუნდებოდი აქაურობას.
-შენ მკლავდი-ჩუმად ვუთხარი ბოლოს და ცრემლი გადმომიგორდა- ჩემს მოკვლას აპირებდი.
-არა სანი, არა, არა! არ მოგკლავდი პატარავ, ამას როგორ ამბობ. ეს აღარ თქვა გთხოვ სანი, გევედრები-ძალიან აფორიაქდა და მაშინ შეშინებული ჯონგიკი პირველად დავინახე.
-აბა რა იყო ჯონგუკ! მიჭერდი და ელოდებოდი როდის მოვკვდებოდი.
-მიყვარხარ პატარავ, ამას როგორ მიზამდი.
-ღვთის გულისთვის, გეყოფა ამ სახელის დაძახება ჩემთვის! რომელ სიყვარულზე მელაპარაკები, როცა მირტყამ, ჩემზე ძალადოდ, მამახიჩრებ, თმიდან მითრებ, მამწარებ და ჩემს მოკვლასაც კი ცდილობ! იცი მაინც, სიყვარული რა არის?!
-არა სანი, მართლა მიყვარხარ.
-მივდივარ!
-სად? რას ამბობ?!
-გშორდები ჯონგუკ.

~ეს რა იყო არ ვიცი?!

Psychopath- J•JKWhere stories live. Discover now