22

1.3K 109 7
                                    

მეორე დილით გულისრევამ გამაღვიძა.  თვალების გახელა არ მინდოდა, მაგრამ ყელში გაჩხერილი ბურთი წოლის საშუალებას არ მაძლევდა. სასწრაფოდ გავახილე თვალები და მთელი სისწრაფით სააბაზანოში შევვარდი. უნიტაზზე დავემხე და აცახცახებული მასზე დამხობილი ვიყავი რამდენიმე წუთი.  ერთ მომენტში, მართლა დამავიწყდა ასე ყოფნის მიზეზი, მაგრამ გამახსენდა თუ არა, მუცელზე ხელი დავიდე.
*პატარავ, ეს შენს გამოა ხო?-ჩუმად ჩავიბუტბუტე და მუცელს თვალს არ ვაშორებდი. მაშინ, ჩემს შვილს პირველად დაველაპარაკე. ,,ჩემი შვილი"-რა უცნაური სათქმელია. როცა იაზრებ, რომ რასაც ამბობ, მართალია, ტანში ჟრუანტელი გივლის და გულისცემას ძალიან გიჩქარებს.
სახეზე წყალი შევისვი, კბილები გავიხეხე და საცვლების ამარა ოთახში გამოვედი. ის წამი იყო, ისევ დაწოლას ვაპირებდი და კარზე ზარის ხმა გავიგე. უცებ ხალათი ავიღე და თან კიბეებზე ჩავდიოდი, თან გაკვირვებული ხალათს ვიკრავდი. ამ დროს არავის ველოდი. ამოვისუნთქრე, კარი გავაღე და თვალწინ მომღიმარი, უცებ კი მაცდური ღიმილით მდგომი ჯონგუკი დახვდა. ზუსტად 1-2 წამში, გული ამიჩქარდა, არ ველოდი ასე უცებ და არც ის ვიცოდი, თავს როგორ გავაკონტროლებდი.
-პატარავ, არ მელოდი?
-ჯონგუკ, მართლა გამიკვირდა შენი ნახვა.
ჯონგუკი სახლში შემოვიდა და ბარგი იქვე დატოვა, მე კიდევ კარი დავხურე.
-ნეტავ იცოდე, როგორ მომენატრე-მითხრა და ჩემკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა. მოვიდა თუ არა გულში ჩამიკრა და მეც, გაურკვევლობაში მყოფმა ხელები მოვხვიე.
-მეც მომენატრე გუკ.
რამდენიმე წამი ასე იყო გუკი ჩახუტებული. მერე მომშორდა და შემომხედა.
-შენ იწექი, ხო?
-ჰო, ახალი გაღვიძებული ვიყავი, ზარის ხმა რომ გავიგე.
-შენს გარეშე იქ ძალიან მოჭირდა.
-მეც გუკ.
-მერე, დრო ხომ ბევრი გვაქვს?
ეს რომ თქვა ჩემს ხალათს შეეხო და მისი გახსნა დააპირა.
-გუკ, აზრზე მოდი, გთხოვ...ახლა არ გვინდა-ვუთხარი და ხელეთი უკეთ შევიკარი.
-რატომ?
-ამმ...თვიური მაქვს და ცოტა ცუდად ვარ-ასე უცებ, ეს როგორ მოვიფიქრე?!
-კარგი, მაშინ, როცა მორჩები აუცილებლად მითხარი, კარგი?
-კარგი.
ისევ ჩამეხუტა, მე კიდევ მისი სუნამოს სუნის ატანა უკვე ძალიან მიჭირდა და მოვშორდი.
-რამე მოხდა?-გაოცებულმა შემომხედა.
-უბრალოდ, ძალიან დაიღალე და ახლა მინდა, რომ დაისვენო.
-შენ კარგად იცი, მე რითიც დავისვენებ, მაგრამ...
-მაგრამ აგიხსენი, რომ არ შეიძლება-მივედი და ლოყაზე ვაკოცე.
-ლოყაზე?
-ჰო..ასეთ დღეებში ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე-ვუთხარი და მორიგ ტყუილზე ორივეს გაგვეცინა. და ის, რომ ეს ტყუილი იყო, მარტო მე ვიცოდი.
-ანუ მომიწევს, რომ თვეში ერთხელ ასეთი აგიტანო?
-ვერ ამიტან?
-არ ვიცი....სხვა გზა თუ არაა...
-არაა. ახლა გამოიცვალე და რამეს გაგიმზადებ.
-ერთად ვისაუზმოთ.
-მე არ მშია.
-რატომ?
-უბრალოდ.
როგორც იქნა, ბევრი კითხვების გარეშე დამთანხმდა, რომ მარტო ესაუზმა. მე საუზმეს ვუმზადებდი და საჭმლის სუნზე, გულისრევას ძლივს ვიკავებდი. ჯონგუკი ოთახში რომ არ ყოფილიყო, საძინებელში სირბილითაც ავიდოდი და უნიტაზზე დავემხობოდი, თუმცა ამას ვერ ვიზამდი და თავის შეკავება მიწევდა.
-შენი სურნელიც როგორ მომნატრებია-ამისი გაგონება და ჯონგუკის მოსვლა ერთი იყო. იმ წამსვე ყელში თავი ჩამირგო, ხელები კი წელზე შემომხვია.
-მეც ძალიან მომენატრე ბატონო გუკ.
-ბატონო გუკ?!
-ჰო, ბატონო გუკ.
-ასე რის გაკეთებას ცდილობ ქალბატონო?
-არაფრის ბატონო გუკ.
-მიწვევ?
-არა ბატონო გუკ.
-სანი, იცოდე ახლა ამ ხალათს სადღაც მოვისვრი და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
-კარგი კარგი, გვეყოფა. მოდი ისაუზმე, მზადაა-მივაყარე და მოვიშორე.
საუზმე მაგიდაზე დავუდე და ჯონგუკმა გემრიელად დაიწყი ჭამა, მე კი ამაზე უკვე გული მერეოდა.
*ჯანდაბა-გავიფიქრე და პიკზე მისული ზემოთ გავიქეცი.
-სანი, რა ხდება?
უკან გუკი გამომყვა სირბილით, რომელსაც ხმა ვერ გავეცი. ტვალეტში შევვარდი და კარი გადავკეტე. უცებ უნიტაზზე დავემხე და ვარწყევდი რაც შემეძლო ჩუმად, გუკს რომ არ გაეგო. გარედან კიდევ მესმოდა მისი სიტყვები, რომ კარი გამეღო, რა მჭირდა და ასე შემდეგ.
2 წუთში ვცადე ადამიანური სახით გამოვსულიყავი.
-რა გჭირს, რა მოხდა-მომმვარდა ჯონგუკი.
-ტვალეტში ძალიან მომინდა უბრალოდ.
-სერიოზულად?! კარგი რა! ძალიან შემეშინდა.
-მაპატიე ბატონო გუკ.
-სანი! ჩემი დაავადება რონ არ დაგავიწყდა?! თავს თუ ვეღარ გავაკონტროლებ, ცუდად დასრულდება.
-ხო, უბრალოდ...
-უბრალოდ მე ამას ვეღარ ვუძელებ-მცარად თქვა და ხალათი უხეშად გამხადა. მას ისევ დაეწყო! ეს არ შეიძლებოდა, თორემ ბავშვს რამე დაემართებოდა.
-გამოფხიზლდი ჯონგუკ! გამანებე თავი! ეს შენ არ ხარ!-ვუყვიროდი, მაგრამ არ ესმოდა.
-ჩუმად!-დამიყვირა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო, მე კიდევ საწოლზე დამაგდო.
-გაიღვიძე გუკ! დაბრუნდი! ეს არ ხარ შენ!-ჩემი ყვირილი არაფერს შველოდა.
მან წამებში სულ გამაშიშვლა და აპირებდა ჩემი ყვირილის და წინააღმდეგობის მიუხედავად ის ექნა, რასაც აპირებდა.
-შენ არ გაქვს თვიური! მომატყუეე!-დაიყვირა და უნდა დაეწყო  როცა ჩემმა ძალიან ხმამაღლა დაყვირებამ მთელი კედლები მოიცვა:
-არა! ამას ვერ იზამ! ორსულად ვარ!

Psychopath- J•JKTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang