7

1.6K 123 8
                                    

-სანი!
-ჯიმინ, აქ რას აკეთებ? მაპატიე, უბრალოდ ისეთ ემოციებში ვარ, მინდოდა მეკითხა, ამდენი ხანი რომ დაიკარგე, როგორ ხარ?
-შეიძლება შემოვიდე და მერე მოგიყვე?-სიცილით მითხრა.
-ჰო, ჰო, მოდი.
ჯიმინი ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელიც ახლა ფოტოგრაფია და სულ აქეთ-იქით, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს, ამიტომაც ვერ ახერხებს ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენას.
-2 დღით ჩამოვედი და ხვალ მივფქრინავ, კიდევ რაღაც საქმეებია.
-სად მიფრინავ?
-იაპონიაში.
-ვაუ, აღარ ხუმრობ-ამაზე ორივეს გაგვეცინა.
-სანი?!
-ჰო
-გათხოვება მართლა გინდოდა?
-კომპანიის საქმეების მსხვერპლნი ვართ მე და ჯონგუკი, დაიკიდე რა, არაა ძაან ცუდი-ვცადე დამემალა, მაგრამ ჯიმინს ვერ დავუმალავ, მაინც ხვდება.
-და ახლა გგონია, რომ მომატყუე?
-უბრალოდ ჩიმ, ჯერ სწავლა მინდოდა და კარიერა. არ ვიყავი მზად-ბოლოს თავი მის კალთაში ჩავდე და ცრემლები გადმომიგორდა თვალებიდან.
-დამშვიდდი პატარავ, არ იტირო-წელზე ხელს მისვამდა.
-ისევ პატარა?!-თავი ავწიე-ხომ გითხარი, აღარ ვარ პატარა თქო.
-სულ პატარა იქნები-მითხრა და ორივეს გაგვეცინა.
ამ სიცილში კარის ხმაც გაისმა და საბუთებით ხელში ჯონგუკიც შემოვიდა, რომელსაც ეს სიტუაცია აშკარად არც მოეწონა და თან ვერ გაეგო რა ხდებოდა.
-სა...ღამო მშვიდობისა-დაბნეული ხმა გავიგე.
-სალამი, მე ჯიმინი ვარ, სანის მეგობარი.
-ააჰ, გასაგები-მისი სახე ძალიან სერიოზული იყო. აბა რა, ეს ხო ჯონგუკია, ადამიანი რომლისგანაც ვერაფერს გაიგებ, პირიქით, ყოველ წამს გაფიქრებინებთ, რომ მას აშკარად არ იცნობთ სათანადოდ.
-წასვლას ვაპირებდი-თქვა ჯიმინმა.
-გასა..-ჯონგუკს თქმა არ ვაცადე.
-არა, ჯიმინ, გთხოვ, დარჩი ვახშამზე.
-ვერა პატარავ, უნდა წავიდე.
ამ სიტყვა ,,პატარა"-ზე, ჯონგუკის მზერა ვიგრძენი, რომლიც ჩემსა და ჯიმინისკენ იყო მომართული.
-თუ გიყვარვარ-წუწუნით ვუთხარი.
-კარგი, ჰო.
მისმა დათანხმებამ ძალიან გამახარა. მე სამზარეულოში შევედი, ჯონგუკი იმდენად არაა სტუმრათმოყვარე, რომ ოთახში ავიდა, ჯიმინი კიდევ ტელევიზორს უყურებდა.
-მზადაა!-დიდი შემართებით დავიძახე, როცა სუფრაც გავაწყე. მომღიმარი ჯიმინი  ოთახში შემოვიდა, ჯონგუკი კი სპორტულის ნაცრისფერი შარვლით და მაიკით ჩამოვიდა. ასეთი ჩაცმულობით პირველად ვნახე და არ ველოდი. ვახშმობისას მე და ჯიმინი ბავშვობის მომენტებს ვიხსენებდით და ვიგუდებოდით სიცილით, ჯონგუკი კიდევ წარბს არ იხრიდა, რაც ახლა არ მადარდებდა. ჯიმინი სადღაც შუაღამის 10მდე ჩვენთან იყო , ბოლოს კი წასვლა გადაწყვიტა.
-ჩიმ, როდის ჩამოხვალ?
-არ ვიცი პატარავ. დაგირეკავ ხოლმე რომ შევძლებ.
-მომენატრები.
-მეც-მითხრა და ჩამეხუტა, მერე კი წავიდა. უხეშმა ჯონგუკმა ერთი ,,კარგად" მიუგდო და ისე დაემშვიდობა.
ჯიმინს საბოლოოს დავემშვიდობე და კარი დავხურე. რომ მოვტრიალდი დივანზე მჯდომი ჯონგუკი შემრჩა თვალში, ხელში პულტით და თან რაღაცნაირი გამომეტყველებით.
-მისმინე-მკაცრი ხმა გავიგე.
-რა!
-ამის მერე შენს მეგობრებს აქ ნუღა მოიყვან, მითუმეტეს ბიჭებს, არ მინდა, ვინმეს სალაპარაკო გავხდე.
*დაახვიე ერთი-წავუფურტყუნე და კიბეებზე ავედი. ისე მინდა, დავწვე და დავიძინო ტკბილად.

~ტკბილებო, მოგწონთ მაინც, თუ ტყუილად ვწერ?

Psychopath- J•JKDove le storie prendono vita. Scoprilo ora