11

1.5K 123 6
                                    

ვიგრძენი, თითქოს როგორ ამიმსუბუქდა სხეული და ამან თვალების გახელა მაიძულა.
-სანი
გავიგიგე თუ არა მისი ხმა, თვალებიდან ცრემლები წამსკდა და შიშისკან კანკალი დავიწყე:
-არა! არ მომეკარო, გთხოვ.
ჯერ კიდევ არ ვიყავი აზრზე ნორმალურად მოსული და არ შემეძლო გამოკვეთილად საუბარი, თუმცა როგორც ჩანს ჯონგუკმა გაიგო  რისი თქმაც მინდოდა.
-არ ინერვიულო, დამშვიდდი, დამშვიდდი. არაფერს დაგიშავებ. როგორ ხარ?
-მტკივა
ვუთხარი და ქვემოთ ჩავიხედე.
-ჭრილობა დაგიმუშავე, მალე მოგიშუშდება. არც ღრმა არაა.
-ეს რატომ გააკეთე?-ვუთხარი თუ არა  ვიგრძენი თვალები როგორ ამევსო ცრემლით.
-მალე წვნიანს ამოგიტან და შეჭამე.
ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა და ოთახიდან გავიდა.
მაიკა ავიწიე და მუცელს დავაკვირდი, რომელსაც ბინტები ფარავდა. საბედნიეროდ ტკივილმა ძალიან არ შემაწუხა და აზროვნების საშუალებას მაინც მაძლევდა. რამდენიმე წუთში კარიც გაიღო
-წვნიანი მოგიტანე
-არ მინდა
-უნდა ჭამო!
-ჯონგუკ..
-უნდა ჭ ა მ ო!
შეწინააღმდეგება აღარ მინდოდა და დავუჯერე. მეგონა ჩემით უნდა მეჭამა, მაგრამ ჯონგუკმა თვითონ მაჭამა. მისი ასეთი საქციელი თან მიკვირდა, თან მაშინებდა. უფრო მეტად კი ხმის ამოღების მეშინოდა და ჩუმად ვიყავი.
-კარგი გოგო ხარ-მითხრა როცა ჭამა დავასრულე და ოთახიდან გასვლა დააპირა
-ჯონგუკ-ჩემმა ხმამ მოატრიალა
-გისმენ
-უკვე 3 კვირაა უნივერსიტეტში არ ვყოფილვარ და ხვალ უნდა წავიდე
-ვნახოთ
ეს თქვა და კარი გაიხურა. ის დღე მალე დამთავრდა. ოთახში აღარ შემოსულა ჯონგუკი და დამეძინა.
დილით საწოლამდე შემოღწეულმა მზის სხივებმა უფრა მალე გამაღვიძა, ვიდრე მაღვიძარის ხმამ. მუცელზე 2 ადგილას, ხაზად ჩამოსმულ ჭრილობას დავაკვირდი და სააბაზანოში შევედი. გამოვედი თუ არა, იმის გამო, რომ უკვე შემოდგომაა, თბილად ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
-დილა მშვიდობის.
-ასე ადრე ადექი?
-უნივერსიტეტში მივდივარ.
აღარაფერი მითხრა. მეც ერთი "წავედი" ვთქვი და გამოვედი. მოსაცმელი თბილად შევიკარი და გზას გავუდექი. სახლიდან გაჩერებამდე ფეხით, გაჩერებიდან უნივერსიტეტამდე კი ავტობუსით მივედი. მოუხედავად ჩემი ოჯახის სიმდიდრისა, არასდროს მდომებია საკუთარი მანქანის ყოლა ან კიდევ სკოლაში და უნივერსიტეტში მძღოლისა და კერძო მანქანის დახმარებით სიარული. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივაც ცოტა განსხვავებული ვარ.
*ცოტა მწიწკნის*-ჩავიბუტბუტე და ავტობუსიდან გადმოვედი, რადგან თითქმის 1 საათის შემდეგ, როგორც იქნა უნივერსიტეტამდეც მოვაღწიე.
შესვლისთანავე ჩემს აუდიტორიაში შევედი და ლექციებს დავესწარი, 4 საათის შემდეგ კი იქიდანაც გამოვედი და სახლში წასვლა გადავწყვიტე, თუმცა ჭიშკართან ჯონგუკის მანქანა დავინახე. მართლა არ მინდოდა წინა სიტუაციის გამეორება და ყველანაირი ჩხუბის გარეშე ჩავჯექი მანქანაში.
-არ გელოდებოდი.
-აქვე ვიყავი პატარავ.
-პატარავ?
-არ შეიძლება?
-უბრალოდ,...არ  ველოდი
-მინდა, რომ დღეიდან შეეჩვიო.
დავდუმდი და ვიგრძენი როგორ დამცხა შიგნიდან, რაც მგონი ემოციების ბრალი იყო. ამ სიტყვებზე არც აღვფროვანებულვარ და არც გავგიჟებულვარ, უბრალოდ, არ ველოდი ასეთ სიტყვებს იმ ჯონგუკისგან, რომელმაც მუცელზე ასეთი ტკივილები მომაყენა.
მალე სახლშიც მივედით და მე დივანზე ჩამოვჯექი. იმ წამსვე მოსაცმელი გავიხადე და იქვე დავდე. ჯონგუკი ოთახში ავიდა და და გამოცვლილი მალევე დაბრუნდა. ტელეფონში ვიყავი, როცა გვერდით დამიჯდა.
-გკტივა?
-რა?
ამ კითხვაზე მან მაიკა ამიწია და ჭრილობებზე დამაკვირდა, შემგეგ კი თითები ნაზად შეახო და ჭრილობის მიმართულებით მოფერება დაუწყო. მისი თითები უკვე ზემოთ მიიწევდა, ზოგიც ცოტა ქვემოთ და მუცლის ქვემოთ სუსტ ადგილს რომ შეეხო, მთელს სხეულზე ტაომ დამაყარა. ვეღარაფერს ვაანალიზებდი, როცა ნელა ჩემს ზემოთ მოექცა და აპირებდა ჩემი მაიკის გახდა, თუმცა წამიერად გაჩერდა....კარზე ზარის ხმა გაისმა!

Psychopath- J•JKDonde viven las historias. Descúbrelo ahora