18

1.5K 111 17
                                    

სირბილით ავედი კიბეებზე და ოთახში შევედი ბარგის ჩასალაგებლად. უკან ჯონგუკი მომყვებოდა და თან შეუჩერებლად იძახდა ჩემს სახელს. გარდერობი გამოვაღე და ტანსაცმელი უნდა გამომეღო, როცა ისიც ოთახში შემოვიდა.
-სანი, გთხოვ გაჩერდი.
-ჯონგუკ აღარ აქვს აზრი, დამაცადე.
-რას ამბობ, არ გესმის.
-კარგად მესმის-ტანსაცმელი გამოვიღე-გამეცალე.
-არა! ვერსად გაგიშვებ.
-უკვე ვეღარ დაგემორჩილები.
-კარგი! კარგი! ყველაფერს აგიხსნი.
-რაზე ამბობ?-მას შევხედე, ის კი მე მიყურებდა.
-გეტყვი ასეთი რატომაც  ვარ. მაგრამ ერთ რამეს უნდა შემპირდე
-რას?
-არ უნდა წახვიდე.
-ჯონგუკ! თუ მეუბნები მითხარი.
-თუ პირობას არ მომცემ, ვერ გეტყვი.
ახლა საშინელი მომენტი მქონდა. მინდოდა დამეზუტებინა, სინამდვილეში რა სჭირდა ჯონგუკს და თან მასთან დარჩენაც ძალიან მიჭირდა. იმ წამს არ ვიცი ეშმაკმა მძლია თუ ანგელოზმა, მაგრამ ღრმად ამოვისუნთქე და ვუთხარი:
-გისმენ
-ანუ, დარჩები?
-ჰო ჯონგუკ! მითხარი თუ მეუბნები.
-ჯერ დამპირდი.
-რას
-რომ არ წახვალ...ვიცი, თუ დამპირდები, აღარ წახვალ.
თვალები რამდენიმე წამით დავხუჭე და ვუთხარი:
-გპირდები.
-ახლა დაჯექი.
საწოლზე ჩამოვჯექი და ჯონგუკი გვერდით მომიჯდა, სახით ჩემკენ.
-სანი, არ მინდა რომ შეგაშინო, მაგრამ უნდა გითხრა....მე ავად ვარ.
ამისთვის თითქოს მზად ვიყავი. ვიცოდი, რომ არ იყო რაღაც ისე. გუკი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი.
-ანნ...ნუ?
-არ ვიცი. ხასიათის ცვლილება ამისი ბრალია.
-უფრო ზუსტად რა გჭირს არ იცი?
-გაორება ალბათ. შეიძლება ფსიქოპათი ვარ.... არ ვიცი
-ასე უბრალოდ ამისი თქმა როგორ შეგიძლია?
-და რა ვქნა?
-ექიმთან დადიხარ?
-არა..არ მინდა საგიჟეთში გამომკეტონ.
-ასე ნუ ამბობ. ასე არ მოხდება. ისინი გიშველიან სანამ ძალიან გამძაფრდეს ყველაფერი.
-მეტი რაღა უნდა გამძაფრდეს სანი? საკუთარი ცოლი ხარ, უსუსური არსება ხარ და გირტყამ, გაწამებ, შენზე ვძალადობ...მეტი რაღა?- მაშინ ორგანიზში სისუსტე ვიგრძენი. თითქოს, ყველა ტკივილი განმიახლდა. თავს ვიკავებდი, თვალები ცრემლით რომ არ ამვსებოდა. თუმცა....ჯონგუკს შევხედე, რომელსაც თვალებში ცრემლი მოსდგომოდა და თითქოს თავს ძალიან იკავებდა, რომ არ ეტირა. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც ძალამ გაუაზრებლად მაიძულა მასკენ გადავწეულიყავი და ჩახუტებოდი. ხელები მოვხვიე და თავი მის გულს დავადე. მესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთვა. მანაც მალევე მომხვია ხელები...დიდი ხელები...თბილი ხელები....
-მაპატიე სანი-ჩურჩულებდა, თუმცა თითქოს, ასე ხმამაღლა ჯერ არ ისაუბრია.
-გუკ
-არ წახვიდე, გთხოვ.
- არსად წავალ, შენთან დავრჩები.
რამდენიმე წამში მომშორდა
-სანი
-გისმენ.
-თუ კი კიდევ გარდავიქმნები არ შეგეშინდეს, არ დამემორჩილო.
-აბა?
-არ ვიცი. წინააღმდეგობა გამიწიე:სახეში მირტყი, მიყვირე რომ გამოვფხიზლდე და გონს მოვეგო და ეცადე აზრზე მომიყვანო.
-არ ვიცი, შევძლებ თუ არა.
-შეძლებ, მინდა, რომ დამეხმარო.
ფეხზე ავდექი და თავბრუ დამეხვა, თან გულისრევაც დაერთო.
-რა გჭირს სანი?
-ცუდად ვარ, გული მერევა.
ვთქვი და სააბაზანოში შევვარდი.
გუკი გამომყვა. უნიტაზზე დამხობილი ვიყავი და გულს ვირევდი, ჯონგუკი კი თმას მიჭერდა და ,,დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა"-თი მამშვიდებდა.
რამდენიმე წუთში ყველაფერი მართლა კარგად იყო და საძინებელში გამიყვანა.
-როგორ ხარ?
-არ ვიცი. ცოტა ძალა არ მაქვს. ბევრი ვინერვიულე, ამისი ბრალია.
-მაპატიე პატარა, მაპატიე...მიყვარხარ-მითხრა და ისევ ვიგრძენი მისი დიდი ხელები წელზე, გულისცემა და თმაზე თამაში. ამდენი თვეა და პირველად მითხრა ასე გულრწფელად, რომ ვუყვარვარ.
-მეც მიყვარხარ გუკ-მეც პირველად ვუპასუხე და მთელი არსებით მას მივენდე.

~
პატარა თავი, მაგრამ მგონი ბევრის მთქმელი იყო.
ყოველი შემთხვევისთვი, აღარაა ბევრი გაუგებრობა სანისთან და გუკთან.
მადლობა, რომ კითხულობთ💓
იმედია, მოგწონთ❣

Psychopath- J•JKKde žijí příběhy. Začni objevovat