21

1.3K 107 4
                                    

-ბავშვი-ერთი ამოიკვნესა და საწოლზე გონგამოცლილი დაეცა.
კი, სანი ორსულადაა. თავისი ფსიქოპათი ქმისგან შვილს ელოდება.
სახეზე ჯერ კიდევ გაუცნობიერებლობა ამჩნევია, არ იცის რა ქნას-გაეხარდეს და ამის გამო იტიროს თუ ეწყინოს და ბოლო ხმაზე დაიწყოს ღრიალი.
გაუცნობიერებლად წამუვიდა თვალიდან ცრემლი და პირდაპირ მუხლებს დაეცა. ამ მომენტში გონებამ აჯობა გულს და ინსტიქტურად ხელები მუცელზე მოიხვია. მის სხეულში მაშინ გაჩნდა პირველად დედის ინსტიქტი. თავი ვეღარ შეიკავა და სპაზმებისგან დაცლა ისე მოუნდა, თითქოს ვულკანმა ამოხეთქაო და ბოლო ხმაზე მორთო სლუკუნი. ამას სლუკუნს ვერ დაარქმევდით, რაღაც დიდი იყო....ღრიალი. ცრემლები გაუცნობიერებლად სცვიოდა თვალებიდან და რომ გეკითხათ, ალბათ ვერ გიპასუხებდათ ტირილის მიზეზზე. ეს ალბათ ორსულობის დროდ ემოციურობის ბრალია, რაც უკვე მასშიც დაწყებულა. ჯონგუკს მისი მოთმენა ალბათ ძალიან გაუჭირდება.
სანი ისევ ტიროდა, ჯონგუკის სახელით განათებული ტელეფონი რომ აწკრიალდა. სანიმ ორი წამით შეისვენა, თითქოს შეცბაო და ტელეფონს დახედა:
-ჯანდაბა! ჯანდაბა ჯონ ჯონგუკ!-დაიღირალა ბოლო ხმაზე და ტელეფონი ძირს მოისროლა, მაგრამ არ დაშავებულა და რეკვას განაგრძნობდა. ამ სახლის კედლებს სანის ასეთი ყვირილი ჯერ არ მოუსმენიათ. ახლა ჯონგუკი ალბათ ფიქრობს, რატომ არ მპასუხობსო. მის გონებაში ახლა ალბათ უკვე ტვინის მჭმელი აზრები დადიან და მოსვენებას არ აძელევენ. სინამდვილეში, პირველი, რაც ჯონგუკმა იფიქრა სანის მდგომარეობა იყო. ეშინოდა, რამე ხომ არ დაემართაო და მერე იფიქრა, ვინმესთან ხომ არ ეთობაო. მეორე აზრი მალევე მოიშორა გონებიდან, რადგან თავისი დაცვებისგან იცოდა, რომ სანი სახლში მარტო იყო.
როცა 3 ზარის შემდეგ სანიმ კვლავ არ უპასუხა, ჯონგუკმა თავის კაცებს დაურეკა და დაავალა, გაეგოთ რა ხდებოდა...თანაც, ძალიან სწრაფად!
როგორც ყოველთვის, ბიჭებმა ბატონის დავალება მალე შეასრულეს, მით უმეტეს, რომ სახლთან ახლოს იყვნენ, რადგან სახლს ყარაულობდნენ.

კარზე ბრახუნი ატყდა. შევცბი, მეგონა ჯონგუკი მოვიდა და ასე ვერ დავხვდებოდი. ტესტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, საწოლზე მივაგდე და ცრემლების მშრალებით ქვემოთ ჩავედი.
-ვინ არის?!-კარი არც გავაღე, შიგინდან დაველაპარაკე და ვცადე ხმაზე არაფერი დამჩნეოდა.
-ქალბატონო სანი, ბატონმა ჯონგუკმა გვითხრა, მოვსულიყავით და გაგვეგო როგორ ხართ, რაგდან ტელეფონს არ პასუხობდით.
მისი სახელის გაგონებაზე ისევ თვალები ამეცრემლა და მუცელზე ხელი დავიდე.
-აჰ, არ ვიცოდი თუ მირეკავდა. სააბაზანოში ვიყავი და არ გამიგია. აუცილებლად გადავურეკავ. შეგიძლია წახვიდე.
-კარგით ქალბატონო.
კარს მოვშორდი და საკუთარი თავისგან გაოცებული ვიყავი, ასე რომ შევიკავე ემოციები.
ახლა არ ვიცოდი როგორ დამერეკა მისთვის.
ზემოთ ავედი, ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე და ზარი ჯონგუკთან გავუშვი. ძალიან მალე მიპასუხა.
-სანი, რატომ არ მპ
-დამშვიდდი, უბრალოდ სააბაზანოში ვიყავი და არ გამიგია-საუბარი არ დავაცადე და საუკეთესო ტყუილი ვუთხარი.
-და ტელეფონი რატომ არ შეიტანე?
-რა ვიცოდი, რომ დამირეკავდი.
-პატატავ, ხომ იცი, რომ ცღელავ შენზე.
მის სიტყვებზე ძალიან მომეშალა ნევრები
*დამაორსულა და ახლა ღელავს!-გავიფიქრე და სულ სხვა რამ ვუპასუხე.
-ვიცი, მაგრამ ახლა ხომ დაგირეკე.
-ხო, ახლა დავმშვიდდი...უი ხო, ხვალ ჩამოვალ.
ეს რომ გავიგე შევცბი. ვიცოდი, რომ 3 დღით იყო წასული, მაგრამ როცა გავიგე, რომ ხვალ ჩამოსვლას აპირებდა, მივხვდი, რომ არ ვიყავი მზად.
-სანი! სანი!
-ჰო, გისმენ-წამიერად გავითიშე და მისმა სიტყვებმა აზრზე მომიყვანა.
-გაიგონე?
-ჰო და ისე გამიხარდა, ვეღარაფერი გითხარი.
-ჩამოვალ და რასაც გვინდა იმას ვიზამთ, ხო?-მაცდურად მითხრა და გული ამიჩქარდა.
-ჯონგუკ...ჯონგუკ...აღარ ისმის შენი ხმა, გაგითიშავ. მერე კიდევ დაგელაპრაკები-საუთესო გზა თავის დასაძვრენად. ამის თქმა იყო და ტელეფონი გავუთიშე.
დაძინების წინ მართლა შევედი და შხაპი მივიღე. მთელი დღის ემოციურობისგან დავიცალე და მაინც მიჭირდა რეალობის დაჯერება.
სააბაზანოდან გამოსული იმ წამსვე საწოლზე დავჯექი და გადავწყვიტე:
*საკვირველია, ბავშვი გაჩნდება...მაგარამ, ჯონგუკს ამას ჯერ ვერ ვეტყვი...ჯერ უნდა გამოკეთდეს, თორემ ძალიან მეშინია ახლა თქმის.

~
ანუ კი, ეს თავი 01:43ზე დავწერე და არ იყო რამე ვაი და ვუი, მაგრამ იმედია არც ძაან საშინელება არ იყო.

Psychopath- J•JKWhere stories live. Discover now