ასეთი გაღიზიანებული
და გაცოფებული უკვე დიდი
ხანია აღარ ვყოფილვარ.
ჩვეულებრივ მშვიდი გონებისა
და ხასიათის გახლავართ ბავშვობიდან,
მაგრამ ზოგჯერ ჩემი უაზრო და თან აზრიანი წამოვარდნები საზღვრებს სცდება. ეს ზაფხულის მზეც ისე მაღიზიანებს, მინდება, რომ სულ მთვარე დანავარდობდებს ამ ცაზე.
არა, სერიოზულად არ ჰყავს ამ აზრს მომხრეები?
რა ჯობია გრილ მთვარიან საღამოებს?საბერძნეთის მიწაზე როგორც კი ვდგამ ფეხს, თვალებს ვატრიალებ და შავ შლაპას მოხერხებულად ვირგებ.
შავ სათვალეებსაც ვიკეთებ და ჩემს გვერდით მდგომ ბარბარეს ხელს ვტაცებ. არ ვიცი რა მიტრიალებს თავში, მაგრამ უცხო ადამიანების დანახვაზე და მათ მზერაზე დავიძაბე და საკუთარი თავი შევაქე, რომ შლაპა და სათვალე მეკეთა. ბარბარეს ხორბლისფერ კანს ახლა უკვე ნაზად ვეფერები თითებით და ვუღიმი შეძლებისდაგვარად."გამოუსწორებელი ინტროვერტი ხარ რა"-იცინის.
რა უხარია. თითქოს მან ნაკლები იყოს.
მის სქელ ტუჩებს ვუყურებ და ვიცი უკვე წუწუნი უნდა დავიწყო."აუუუ..."-ტუჩს ვაგდებ და დოინჯს ვირტყამ.
"ახლა რაღა მოხდა?"-თვალებს ატრიალებს და სათვალეებს იკეთებს.
"2 კვირა როგორ უნდა გავატარო
ამ დებილ ხალხთან ერთად?""ჩუმად, არ გაგიგონ"-თვალებს მიბრიალებს და ყალბად უღიმის ჩვენსკენ მომავალ თათას.
მის დას."აუ გოგოებო პროსტა ძაან ტეხავს რო ნიკუშა ვერ წამოვიდა"-იწყებს პრუნწკვებს.
ნიკუშა მისი შეყვარებულია.
და ჰო, იმედი ჰქონდა, რომ თავისი 'გრუზინი' მამა შეყვარებულს ნათესაურ მოგზაურობაში წამოიყვანდა?
დებილი."ოღონდაც ეს ორი კვირა გადავიტანო და მერე მე ვიცი"-ხელით ინიავებს ბარბარე და თავისი დით შეწუხებული ლამისაა წნევამ დაარტყას.
რა სისულელეა, როცა შენს ერთ-ერთ საოცნებო ქვეყანაში მოდიხარ ნათესავებისა და ოჯახის მეგობრების ერთად.
ახლა 2 კვირას ისე უნდა გავატარებ,
რომ ვერც კი დავათვალიერებ
ამ ქალაქს ისე, როგორც მინდა.
ვოლოსი.
ასე ქვია ამ ქალაქს.
დიდად არაფრით გამორჩეული,
მაგრამ ლამაზი სანაპიროებით.
მართალია ამ ქალაქზე არ მსმენია არაფერი, მაგრამ მამა დამპირდა,
რომ სადაც დავბინავდებოდით იქ თავისუფლად შემეძლო საყვარელი ნაწარმოებების კითხვა და დროის 'ჩემს გემოზე' გატარება.
YOU ARE READING
ვნება თუ სიყვარული?
Short Story"უყურებს მის სხეულს და ვერ ხვდება. ვერ ხვდება ახლა რას გრძნობს. ვერ ხვდება მისი სხეული იზიდავს თუ სული? რას გრძნობს ის, ვნებას თუ სიყვარულს?" (დასრულებული) June,2020.