თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი,
ისე სწრაფად მიიწურა ზაფხული.
ნამდვილად არ ველოდი,
ასე სწრაფად თუ ჩაირბენდა ის პერიოდი,
რომელიც მინდოდა,რომ ისეთ მხიარულებასა და სიგიჟეში გამეტარებინა,
მერე გონებიდან რომ აღარ ამომვარდნოდა.
მართალია სიგიჟეები არ გამიკეთებია,
მაგრამ ნამდვილი ვნება შემომახვია ამ ზაფხულს იოანე მატაბელმა.
თუ ზაფხულმა თავისი დამახასიათებელი და თავბრუდამხვევი სიგიჟეებითა და ექსტრემებით არ დამამახსოვრა თავი,
იოანემ ეს მოახერხა.
მოახერხა და ისე გამხვია მის მკლავებში და მარწუხებში,
რომ ჯერ კიდევაც არ მჯერა მომხდარი ვნებიანი ღამეებისა.
როცა შემპირდა,
რომ ბათუმში გატარებული ყოველი დღე დამამახსოვრდებოდა,
ამაზე უბრალოდ გამეცინა.
გამეცინა.უნივერსიტეტში სიარული დავიწყეთ ჩვეული რიტმით.
როგორც ყოველთვის.
ბარბარეს და მე ძალიან გვიჭირდა დილით ადგომა და გამოფხიზლება,
მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვეოდით.
თავს საშინლად ვგრძნობდი,
ხალხი რომ ამბობდა როგორ არ გაგახსენდით მთელ ზაფხულსო.
ან როგორ არ მომიკითხეო.
თუ ასე ვენატრებოდი თითოეულ მათგანს,
შეეძლოთ უბრალოდ მოეწერათ და დაერეკათ.
ნამდვილად ვერ ვხედავ ვალდებულებას იმისა,
რომ ისინი მოვიკითხო.
თათამ სკოლაში სიარული და რეპეტიტორებთან მზადება დაიწყო.
ბიზნეს ფაკულტეტზე აბარებდა და ნამდვილად გადაღლილი და გადატვირთული იყო.
ბარბარე ხანდახან ეხმარებოდა.
მე კი პირდაპირ უარს ვეუბნებოდი,
რადგან მათემატიკა და მე შორეული ნაცნობებიც კი არ ვიყავით.ნინო უმეტესად სახლში იყო.
დანარჩენი ოჯახის ყველა წევრი,
საღამომდე სახლში ვერ მივდიოდით.
განსაკუთრებით გენო,ნანა და თემური.
ძალიან ბევრ საქმეში ჩაყეს ცხვირი და სულ არ მადარდებდა ეს.
მათ თვითონ მოინდომეს ასე და მათ თვითონვე გამოასწორონ ეს.
შეგნებულად არ ვისმენდი მათ გეგმებსა და სამომავლო საქმეებს,რადგან ეს ჩემთვის ზედმეტი ტვირთი იყო და ნამდვილად არ მჭირდებოდა ყველაფერი ეს.
თავს ისედაც მშვენივრად ვგრძნობდი და ნამდვილად არ ვიშლიდი არაფერზე ნერვებს.
ESTÁS LEYENDO
ვნება თუ სიყვარული?
Historia Corta"უყურებს მის სხეულს და ვერ ხვდება. ვერ ხვდება ახლა რას გრძნობს. ვერ ხვდება მისი სხეული იზიდავს თუ სული? რას გრძნობს ის, ვნებას თუ სიყვარულს?" (დასრულებული) June,2020.