არ მეგონა ოდესმე ასეთი სიმარტოვე თუ მესიამოვნებოდა.
არ მეგონა ამხელა უკონტაქტობა და ჩაკეტილობა ჩემი საყვარელი რამ გახდებოდა.
ბევრი რამ არ მეგონა,
მაგრამ ისე მოხდა,რომ ყველაფერი დავიჯერე და ყველაფერი გამოვცადე.
საყვარელი ადამიანების ზურგის შექცევაც.
ტკივილიც და სიმარტოვეც.
მაგრამ ყველაფერ ამას ერთად არ ველოდი.
არ ველოდი ასე ადვილად ყველაფერი თუ შემომეხვეოდა თავზე და გასაქანს არ მომცემდა.
ისევ იმავე მიდრეკილებას ვგრძნობდი.
ისევ იმავე სურვილს ვგრძნობდი.
იოანეს გარდა არავინ მყავდა.
არავინ მყავდა რომ შევეჩერებინე და გავემხნევებინე.
არავინ.რა თქმა უნდა მესმის მათი.
გაბრაზებულები არიან.
ნაწყენები არიან.
შეიძლება ჩემი დანახვაც არ უნდათ,
მაგრამ მე მინდა მათი დანახვა.
მე მინდა მათი გამხნევება.
ამიტომაც არ ვეუბნებოდი მათ არაფერს.
ვიცოდი რომ სანაცვლოდ ამ ყველაფერს მივეღებდი და არც ვთვლიდი საჭიროდ მათ ჩარევას.
საკუთარ თავთან მარტო დარჩენამ უფრო დამამშვიდა და დამაწყნარა.ოთახში ვიყავი საწოლზე წამოწოლილი და მუსიკას ვუსმენდი.
შაბათი დღე იყო.
წვიმიანი და დარდიანი.
ხეებს საბოლოოდ გასცვივდათ ფოთლები და სრულიად შიშვლები იგრიხებოდნენ ეზოებში.
ნოემრის მოსვლა თავისას აკეთებდა.
არც კი მჯერა,
რომ მალე ახალი წელი დადგება.
სულ რაღაც 2 თვეში.
2 თვეც აღარ დარჩა და ახალი წელი დაიწყება.
დედამიწა ახლად დაიწყებს ბრუნვას.
ჩვენც ჩვენს ცხოვრებაში ახლად დავიწყებთ ბრუნვას.იოანე ყოველდღე ახალ მუსიკას მიგზავნიდა.
მეც ყოველდღე სხვადასხვა მუსიკას ვუსმენდი.
ყოველდღე ხასიათს ვიცვლიდი და სხვადახსვა გუნებაზე ვიყავი.
ხანდახან შუა ღამეს ისე ამაკისკისებდა,
დაწყნარებას ვერ ვახერხებდი.
არ ვიცი როგორ შეუძლია ასეთი იყოს.
არ ვიცი როგორ შეუძლია ყურადღება უცებ გადამატანინოს სხვა რამეზე."სესილი"-კარები ბარბარემ შემოაღო-"შეიძლება?"-უხერხულად იკითხა.
YOU ARE READING
ვნება თუ სიყვარული?
Short Story"უყურებს მის სხეულს და ვერ ხვდება. ვერ ხვდება ახლა რას გრძნობს. ვერ ხვდება მისი სხეული იზიდავს თუ სული? რას გრძნობს ის, ვნებას თუ სიყვარულს?" (დასრულებული) June,2020.