უკვე რამდენი ხანია ვგრძნობ სხეულზე შეხებას.
ხან ტუჩებისას,ხან თითებისას...
ხან სად მეხებოდა,ხან სად.
მაგრამ არ ვიღვიძებდი.
არ მინდოდა გაღვიძება.
საშინლად მინდოდა ძილი და ყურადღებას არ ვაქცევდი არც ერთ შეხებას.
იოანესგან ზურგით გადავტრიალდი,
რაზეც ამოიოხრა.
რამოდენიმე წამი სიჩუმე იყო,
მაგრამ იოანემ თეძოებში ხელი ჩამავლო და გადამატრიალა.
მის მკერდზე ვიყავი გადაწვენილი და ამავე დროს თეთრეულში გახვეული."დილამშვიდობის მშვენიერო"-სახეზე თითებით მომეფერა.
თავი ზანტად წამოვწიე და მას შევხედე.
დამშრალი ტუჩები გავილოკე და წარბები შევკარი."რატომ გამაღვიძე ეშმაკო"-დავიწუწუნე და მის მკერდზე თავი დავდე.
"უკვე შუა დღის 2 საათია ცქნაფ"-თითის ბალიშების ზურგზე სრიალი დაიწყო.
იოანესთან ერთად გაღვიძება უფრო სასიამოვნოა,
ვიდრე ბარბარესთან.
ყოველთვის ჩემზე ადრე იღვიძებს და იწყებს ტელეფონში ყველაფრის სქროლვას.
მე კიდევ ნერვებმოშლილი მეღვიძება."კიდევ ცოტა ხანი ვიყოთ რა"-მის მკერდზე ხელისგული დავასვენე და უფრო კარგად მოვთავსდი.
"ვიყოთ.
უბრალოდ მომეწყინა მარტოს"-ხელები მომხვია.არა ბარბარეც მეხუტება როცა მძინავს მაგრამ ასე?
მეგონა ხელები კი არა ხის ფესვები იყო ჩემს გარშემო,
ისე მჭიდროდ ვყავდი იოანეს მის მკერდზე აკრული."შხაპის მიღება მინდა"-დავიჩურჩულე და თვალები ძლივს გავახილე.
"სესილი გუშინ საშხაპეში მთელი 1 საათი იყავი"
"მართლა?"-არ მახსოვდა.
"ჰო მართლა.
ახლა არ მითხრა არაფერი მახსოვსო"-გაიცინა.რა საყვარელი იყო როცა იცინოდა.
შავი თვალები უბზინავდა."რავიცი აბა.
შეიძლება"-ტუჩები მოვკუმე და ახლა უფრო კარგად გავსწორდი.
YOU ARE READING
ვნება თუ სიყვარული?
Short Story"უყურებს მის სხეულს და ვერ ხვდება. ვერ ხვდება ახლა რას გრძნობს. ვერ ხვდება მისი სხეული იზიდავს თუ სული? რას გრძნობს ის, ვნებას თუ სიყვარულს?" (დასრულებული) June,2020.