თავი 10.

9.5K 307 113
                                    

"მომბეზრდა"-ვთქვი და ძლივს გადავტრიალდი ზურგზე.

მზის მწვავე სხივების ქვეშ ვნებივრობდით.
უფრო ბარბარე და თათა,
რადგან ისე მეხუთება ჰაერი აქ,
რომ სადაცაა უნდა გავგიჟდე.
ვეღარ ვუძლებ ამ გაუსაძლის სიცხეს და აღარ ვიცი რა გავაკეთო.
ადგილს ვერ ვპოულობ.

"სახლში წადი"-ამოიბუტბუტა მუცელზე მწოლიარე თათამ.

მის სხეულს თვალს ვერ სწყვეტდნენ ისეთი ლამაზი იყო.
მუქი კანიც ხელს უწყობდა იმაში,
რომ იდეალური კომბინაცია შეექმნა სექსუალურობაში და სილამაზეში.
ჩემს კანს დავხედე და უკმაყოფილოდ ამოვიოხრე.

"მოდი წავიდეთ რა.
ასეთ დროს აქ გაჩერება ცუდი აზრია"-მაინც ჩემსას ვაწვებოდი.

არ მინდოდა მარტო წასვლა.
ვერ ვიტან როცა მარტო დავდივარ და გვერდით არავინ მყავს.
ჩემთვის ეს ძალიან არაკომფორტულია.

"კარგი ჰო"-თვალები აატრიალა ბარბარემ და წამოდგა.

ნელა მივუყვებოდით ქვაფენილს და ვაკვირდებოდით ყველაფერს.
ბარბარეს აინტერესებდა 1 წლის განმავლობაში თუ იყო შეცვლილი რამე.
მაგრამ ტყუილად.
დიდად შეცვლილი არაფერი იყო.

"ხომ არ შევიდეთ?"-თავით სასტუმროსკენ მანიშნა თათამ.

"მანდ შესვლას თავი მოვიკლა მირჩევნია"-ცხვირი ავიბზუე და გზა გავაგრძელე.

"კაი რა. რა მოხდა.
კი არ შეგჭამენ"-დაიწუწუნა და უკან ამეკიდა.

"აქეთ შევჭამთ"-თავდაჯერებულობით გაჟღენთილი სიტყვები გააჟღერა ბარბარემ.

ტელეფონი ამოიღო და საათს დახედა.
ნამდვილად არ იყო კმაყოფილი იმით,
რომ ჯერ კიდევ 12 საათი იყო.

"არასდროს გამოვალ დილით ზღვაზე!
ძილი არ მაცადეთ ნორმალურად"-კატეგორიულად ვუთხარი ორივეს.

"კაი რას ამბობ.
შენ რომ კიდევ, გეძინა ექვს საათზე გაიღვიძებდი"-ბარბარემ მარკეტის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა-"ბროწეულის წვენს დალევთ?"-საფულე ამოიღო.

ვნება თუ სიყვარული?Where stories live. Discover now