თავი 27.

8.4K 263 112
                                    

იოანეს მკლავებში გახვეული ვიყავი და არაფერი მესმოდა.
ვერც ვერავის ვხედავდი.
მხოლოდ მე და ის ვიყავით.
მე და ლუციფერი.
მისი ყოველთვის თბილი მკლავები მუცელზე შემომხვეოდნენ და მის სხეულს მაკრავდნენ.
მეც მხოლოდ ამ მკლავებს ვენდობოდი და მის სურვილებს მივყვებოდი.
მომწონდა გრძნობა,რაც მასთან ერთად ყოფნისას მიჩნდებოდა.
მომწონდა ყოველთვის მის ღიმილს რომ ვაკვირდებოდი და სულ ვცდილობდი,
ამის მიზეზი მე ვყოფილიყავი.

"რა კარგები არიან"-ამოიჩურჩულა და ყელზე მაკოცა.

თავი მის მხარს მივადე და გავუღიმე.

"უხდებიან ერთმანეთს"-ვუპასუხე და ისევ წინ გავიხედე.

ბარბარე და ირაკლი მთელ ენერგიას ცეკვაში ხარჯავდნენ.
ირაკლის თმა გაწეწილი ჰქონდა,ბარბარეს კი თმისსამაგრი ყოველ წუთს ძვრებოდა მოკლე თმიდან.
ამაზე რა თქმა უნდა მე და ლუცი ვიცინოდით და შორიდან ხან დავცინოდით,ხან კიდევ საყვარელი კომენტარებით ვამკობდით.
ბარბარეს დაბადების დღეს ბოლო-ბოლო ფუჭად არ უნდა ჩაევლო და მანაც ყველა დაპატიჟა ვისაც იცნობდა.
ამ ნაცნობებში ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდნენ,რომ ბარბარე მათ დასანახად ვერ იტანდა.
რა უტრიალებს ამ გოგოს ტვინში?

"მოეწონა შენი აზრით?"-ჩემს ყურთან დაიწუწუნა იოანემ.

შორიდან მოვავლე ყველას თვალი და იოანესკენ მივტრიალდი.
ბარბარეს საყურეები აჩუქა და მთელი დღე იმაზე ნერვიულობს,მოეწონა თუ არა.

"შენ რა წუწუნა ყოფილხარ.
უკვე მერამდენჯერ უნდა გითხრა,რომ მოეწონა"-თვალები ავატრიალე.

ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა და ისე მიმჭყლიტა მის მკერდზე,როგორც ამას დედამისი აკეთებდა.
ერთი განსხვავება იყო.
ლელას ჩემხელა მარტო ხუხუები ჰქონდა.
კარგი ხო,ცოტას ვაჭარბებ.

"უნდა ჩავიდეთ,თორე თათა ან ვინმე რაღაცას იეჭვებს.
თან დაგვინახავენ"-მის ტუჩებზე ამოვიბუტბუტე და მისი მკლავებისგან თავის დაღწევა ვცადე.

ვნება თუ სიყვარული?Where stories live. Discover now