სასაცილოა,როცა პარიზის ნანატრ ქუჩებში დასეირნობ,მაგრამ გული მაინც სხვა რამეს დაეძებს.
და რას დაეძებს გული?
ან ვის?
გული ყოველთვის ვიღაცას ან რაღაცას დაეძებს.
არასდროს არის მიძინებული და არასდროს ტოვებს შენს სხეულს გრძნობების გარეშე.მართალია პარიზში მარტო არ ვიყავი,
მაგრამ შეგრძნება მარტოობის იყო.
მარტოობის სასიამოვნო შეგრძნება.
თურმე ამ შეგრძნებასაც ჰქონია რაღაც სასიამოვნო.
რაღაც სხვა.
მშვიდი და სასიამოვნო დღეები მიჰყვებოდნენ ერთმანეთს.
თანაც ძალიან სწრაფად.
მე კი მშვიდად მივყვებოდი ამ დინებას.
მშვიდად და აუღელვებლად.11 საათზე ვიღვიძებდი,რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყოს.
ვდგებოდი და მამუკას ერთად მივირთმევდი მშვიდ საუზმეს.
მართალია ჩემი საუზმე მხოლოდ ჩაით ან ყავით შემოიფარგლებოდა,
მაგრამ მამუკა მაინც ახერხებდა რამე რომ შემოეპარებინა ჩემთვის.
მას პირიქით,ძალიან უყვარდა საუზმე.
მერე მთელი დღე შეეძლო არაფერი ეჭამა.
საუზმის შემდეგ,მამუკა რამოდენიმე საათით თავის საქმეებზე გადიოდა და ვინტაჟურ სახლში მარტო მტოვებდა.
თავიდან არ მენდობოდა თუ ეშინოდა არ ვიცი,მაგრამ ყოველთვის მივყავდი სადაც მიდიოდა.
ყველა ქუჩის სახელი მანაც არ იცოდა,
ან ქალაქის ყველა კუთხე,მაგრამ ცდილობდა მასაც ესწავლა და ჩემთვისაც ესწავლებინა.
მისი წყალობით ცოტა ფრანგულსაც დავეუფლე და ხანდახან ფრანგულად პატარა საუბრებიც გვქონდა.
საუბრები იყო ამინდზე,ყვავილებზე,მთვარეზე და სიყვარულზე...
მამუკას ყოველთვის სიამოვნებდა ამ თემებზე საუბარი.
შეიძლებოდა რომ უსასრულოდ და დაუღალავად ესაუბრა და ესაუბრა.
შეიძლება ამ თემებში რაიმე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არაფერი იყოს სხვისთვის,
მაგრამ დამიჯერეთ,მისთვის ნანდვილად იყო.მამუკას სახლიდან გასვლის შემდეგ,
რაიმე სასუსნავს დავავლებდი ხელს და აივანზე ვიწყებდი ნებივრობას.
ხან წიგნით,ხან უწიგნოდ.
მომწონდა პარიზის სუნიც კი.
რაღაც სხვანაირი არომატი გააჩნდა.
ჰო,მგონი ცოტა უცნაურია,
მაგრამ ქალაქებს თავიანთი არომატები გააჩნდათ.
პარიზს ალბათ ჟასმინის სუნი ჰქონდა.
ჰო,ჟასმინის.
ასე გადიოდა 1-2 საათი.
მერე წამოვდგებოდი და ჩემი ახალი ტანსაცმლით გამოწყობილი გავიდოდი გარეთ.
ვცდილობდი არ ამრეოდა ქუჩები და არ დავკარგულიყავი,
ამიტომ ყოველ ქუჩას რასაც გავივლიდი,
ჩემით მოფიქრებული სახელი ჰქონდა.
ერთ ქუჩას "ჭრელი მოხუცი" ერქვა.
მეორე ქუჩას "ფერადი კრუასანი" და ასე ვარქმევდი ყოველ ქუჩას რაიმე სისულელეს.
შეიძლება არც იყო სისულელე.
VOCÊ ESTÁ LENDO
ვნება თუ სიყვარული?
Conto"უყურებს მის სხეულს და ვერ ხვდება. ვერ ხვდება ახლა რას გრძნობს. ვერ ხვდება მისი სხეული იზიდავს თუ სული? რას გრძნობს ის, ვნებას თუ სიყვარულს?" (დასრულებული) June,2020.