ზღვიდან ამოსვლის შემდეგ მე და ბარბარემ ვახშმამდე დარჩენილი დრო ოთახში გავატარეთ.
ისე მომწონდა ჩემი ოთახი,
მომინდა, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება აქ გამეტარებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი, მაინც ჩავრთე მუსიკა და ბარბარეს საუბარში ავყევი.
ხანდახან მიკვირს, ასე რატომ მიყვარს ის. ალბათ იმიტომ, რომ ერთად ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ.
ცუდიც და კარგიც, მაგრამ ის არ შეცვლილა. ისევ ისეთი სამართლიანი და კეთილია. მე კიდევ ძალიან შევიცვალე.
ალბათ კარგი იქნებოდა უფრო მხიარული და საყვარელი სესილის დანახვა, ვიდრე ისეთის, როგორიც ახლა ვარ.იმდენი ზღვის წყალი ჩავყლაპე,
მუცელი სულ გამებერა და ლამის ყველაფერი რაც დღეს ვჭამე უკან ამოვიღე."ნინო ბიცოლას უთხარი და რამე წამალს მოგცემს"-მირჩია ბარბარემ და კარადის კარი გამოაღო.
"ბარბარე, იმის იმედი არ გქონდეს, რომ ტანსაცმელს მოგცემ!"-ვუთხარი მკაცრად და ბალიშზე თავი უფრო კარგად მოვათავსე.
"სესილი, ხომ იცი როგორ მიყვარხარ"-წამწამები დააფახურა და ერთ კაბას მზერა სტყორცნა.
"ჩუქებებს არ ვართ"
"კარგი"-მაინც გაუხარდა და გარდერობს თვალი შეავლო.
"გოგოებო ჩამოდით! ვახშამი მზადაა!"-დაიყვირა ნანამ პირველი სართულიდან.
"სახლიდან გაპარვის გეგმა მჭირდება"-ამოიბუტბუტა ბარბარემ და მაისური გადაიძრო.
"სერიოზულად, რატომ აქვს შენს მკერდს უფრო კარგი ფორმა"-დავიწუწუნე.
"შენ უკვე აღარ იცი რაზე უნდა იწუწუნო ხომ?"
"რაც სიმართლეა, სიმართლეა"-მხრები ავიჩეჩე და მოპარული ორცხობილა ჩავკბიჩე.
"თბილისში რომ ჩავალთ, დიეტას დავიწყებ"-თავდაჯერებით წარმოთქვა, რაზეც გულიანად გადავიხარხარე.
"კარგი ბარბარე, ვნახოთ თუ შეძლებ"-ისევ გავიცინე, რამაც გააღიზიანა.
YOU ARE READING
ვნება თუ სიყვარული?
Short Story"უყურებს მის სხეულს და ვერ ხვდება. ვერ ხვდება ახლა რას გრძნობს. ვერ ხვდება მისი სხეული იზიდავს თუ სული? რას გრძნობს ის, ვნებას თუ სიყვარულს?" (დასრულებული) June,2020.