თავი 19.

10.2K 281 164
                                    

დილით ისევ წვიმდა.
საწოლში ჩუმად ვიწექი და ვუყურებდი წვიმის წვეთებს და გარეთ უცხო გარემოს.
იოანეს მკლავზე მედო თავი და მის თითის ბალიშებს ვეთამაშებოდი,
მას კი მაინც ეძინა.
ზურგზე მეკრობოდა და ხელს მუცელზე მხვევდა.
ვცდილობდი მისთვის საბანი კარგად დამეფარებინა,
მაგრამ არ გამომდიოდა.
ამიტომ ჩუმად ვიწექი და მოღრუბლულ ცას ვუმზერდი.
ქალაქისგან მოშორებით ვიყავით.
ამ ოთახის ფანჯარა და აივანი უკანა ბაღს გადაჰყურებდა.
მინდოდა წამოვმდგარიყავი და მენახა,
მაგრამ ძალიან მეზარებოდა.
თან იოანეს თბილ მკლავებში ნებივრობა გაცილებით უკეთესია.
გუშინ ისე ჩამეძინა,
ვერც კი გავიაზრე.
ნამდვილად მესიამოვნა ჩვენი თუნდაც პატარა საუბარი და მუსიკის ფონზე მისი მოსმენა.
ისე ნელა და გარკვევით საუბრობს,
ადამიანს ჩაგეძინება.
არა იმიტომ რომ ნელა საუბრობს.
უფრო იმიტომ რომ გათრობს და გაბრუებს.

იოანე ირხევა და გრძელ ფეხებს ჩემს ფეხებში ხლართავს.
იხრება და თავი ჩემი მხრიდან,
ჩემს მუცელზე გადააქვს.
თავს ვწევ რომ ხელი გამოაძვრინოს და ისიც ხელს ბალიშზე დებს.
მის შავ კულულებს ვეფერები და თვალებს ვხუჭავ.
მუცლის ტკივილს ვგრძნობ და მაშინვე ვხდები რომ მცივა.
საბანში ვძვრები და მძინარე იოანეს ისე ვუყურებ.
როგორც იქნა თავს წევს და სახეზე ხელს ისმევს,მერე თმაში იცურებს.
ჩემსკენ სახეს ატრიალებს და როცა საბანში ჩაფლულს მხედავს ეღიმება.
ზევით იწევა და ცხვირზე,
რომელიც საბნიდან მიჩანს,
მკოცნის.
მეღიმება და ტუჩს ვკბენ.
ისეთი საყვარელია.
საბანს წევს და სახეს აშორებს.

"დილამშვიდობის ლამაზო"-ჩურჩულებს ბოხი ხმით და ლოყაზე მკოცნის.

"დილამშვიდობის ლუციფერ"-ჩახლეჩილი ხმით ვპასუხობ და ოდნავ ვახველებ,
ყელი რომ გავიწმინდო.

საწოლზე ჯდება და საწოლის თავს ეყრდნობა ზურგით.
მეც მას ვბაძავ და მის მეკრდს ვეყრდნობი,
ის კი ხელს მხარზე მხვევს და თავზე მკოცნის.
საბანს სწრაფად ვიფარებ მკერდზე და ვცდილობ დავფარო ის პეპლები მუცელში რომ მიფარფატებდნენ.
მთელ სხეულს სითბო მოედო და მეც მას თავი მკერდზე დავადე.

ვნება თუ სიყვარული?Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin