თავი 4.

10.4K 327 239
                                    

სამზარეულოში ათასგვარი სურნელი იფრქვეოდა.
ხის ფანჯარა ღია იყო და სამზარეულოს სურნელება გარეთ გაჰქონდა.
თეთრი, თხელი ფარდაც ირხეოდა და ხანდახან ჩემს მკლავს ედებოდა.
ნინო როგორც ყოველთვის რაღაც ტკბილს ამზადებდა,
თან გაზქურაზე საჭმელს დასციცინებდა.
მის ყველა მიხრა-მოხრას ვაკვირდებოდი,
რათა ყველაფერი გონებაშიც და წიგნაკშიც ჩამებეჭდა.

"დღეს ძალიან ცხელა"-დედაჩემმა ყინულიანი წყალი მოსვა და სველი ტუჩები ხელით შეიმშრალა.

"ზღვაში რომ ჩახვიდე გაგრილდები,
შენ კი არ გინდა"-კიტრი მოვკბიჩე და მეორე კიტრის ჭრა დავიწყე.

"ხომ იცი რომ ალერგია მაქვს"-ისე მითხრა თითქოს ხმაში სიცილი ეპარებოდა.

"ალერგია არ გაქვს დედიკო.
შენ უბრალოდ გეშინია"-გავიცინე.

"დამცინე, მიდი დამცინე და
ვინ შეჭამს კექსს ვნახოთ"-დანა გააქანა და მწვანილის დაჭრა დაიწყო.

თავი გავაქნიე და სამზარეულოში შემოსულ ლელას გავუღიმე.

"ლელა დეიდა სალათს მე ვაკეთებ"-სალათის ფოთლები ავაფრიალე.

"კარგი, მაშინ ამას მე გავაკეთებ"-დედაჩემს დანა გამოაცალა და მწვანილის ჭრა განაგრძო.

"სხვათა შორის დედა, კექსს ჩემთვის არ აცხობ"-ცალი წარბი ავუწიწე.

"აბა ვისთვის?"-ვითომ დაიბნა.

"ვისთვის და იმ ეშმაკი იოანესთვის.
ხანდახან მგონია, რომ ჩემზე მეტად გიყვარს"-წარბები შევკარი და გავიბუტე.

"რა სულელი ხარ"-გაიცინა.

"არ არის პრობლემა ძვირფასო.
ყოველთვის მინდოდა ქალიშვილი.
ჩემთან წაგიყვან"-ლელამ ახლა ხახვის ჭრა დაიწყო.

"ასე ადვილად გამცვლით იოანეში?"-გაოცებულმა სიცილით განვაგრძე პომიდორის ჭრა.

"რა თქმა უნდა.
ვიცი რომ ნინო კარგად მოუვლის"-დედაჩემს მხარი გაჰკრა.

ვნება თუ სიყვარული?Where stories live. Discover now