თავი 14.

12K 302 201
                                    

ნანას თავი არ შეუწუხებია,
რომ ბოდიში მოეხადა.
ბოდიში მოეხადა იმისთვის,
რომ გულის რაღაც აღდგენილი ნაწილი
დამიფშვნა პატარა ნაწილებად.
თავს არ იწუხებდა ჩემთვის უბრალო რამეც რომ ეთქვა.
დილამშვიდობისა,როგორ ხარ ან რამე ამდაგვარი.
სრული სიმუნჯე მივიღე მისგან.
მაღიზიანებდა ის ფაქტი,
რომ მაიგნორებდა.
წესით მე უნდა დამეიგნორებინა მისი უჟმური სახე,
მაგრამ ყველაფერი პირიქით იყო.
ქალბატონი აქეთ იყო გაბრაზებული.
ვერ ხვდებოდი მიზეზს მისი გაბრაზებისა,
ან საერთოდ დაიგნორებისა.

მისით ნერვებს აღარ ვიშლიდი და ვცდილობდი ბათუმში დარჩენილი დღეები მაქსიმალურად გამომეყენებინა.
არ დავსევდიანებულვარ.
პირიქით,ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი ყოველ დღე.
დილით ნინოს გამომცხვარი,მომზადებული,შემწვარი,
მოხრაკული,მოხარშული...
მოკლედ მთელი გემრიელობა მხვდებოდა.
ჩემი ხასიათის გამოსწორებას ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც.
სულ ვეუბნებოდი,რომ ასე ნუ იღლებოდა,
რადგან მე სრულ ბედიერებას მხოლოდ და მხოლოდ პომიდორიც მანიჭებს.
საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს მგონი.
ჯანდაბა,ვგიჟდები პომიდორზე.

მამაჩემი აქ დასასვენებლად ჩამოვიდა თუ ისევ თავისი საქმეების გასაკეთებლად არ ვიცი.
ისიც არ ვიცი აქ რა საქმეები აქვს,
მაგრამ დიდად დაინტერესებული არც ვარ.
არასდროს ვიყავი ასეთი საკითხებით დაინტერესებული და ყოველთვის ბრაზობდნენ ამაზე.
რა გავაკეთო თუ არ მაინტერესებს?
ბარბარე ცნობისმოყვარეა.
მგელია ცნობისმოყვარეობის.
მე კი...
მე უბრალოდ მკიდია.

ბარბარესთან და თათასთან ერთად დავდიოდი ზღვაზე,კაფეებში,სანაყინეებში,
მაკდონალდში,საყიდლებზე...
ყველგან სადაც მოგვინდებოდა.
არ ვზოგავდით არაფერს დროის ჩათვლით.
მინდოდა ეს ზაფხული ისე გამეტარებინა,
რომ ყველაფერი ტკბილად ყოფილიყო.
და რაღა თქმა უნდა არაფერი მენანა.

ვნება თუ სიყვარული?Where stories live. Discover now