დილადანვე ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი.
მთელი ღამე ისედაც არ მეძინა და 7 საათზე საწოლიდან წამომაგდეს.
მთელი ოჯახი აფორიაქებული დააბიჯებდა სახლში.
მხოლოდ ნანას მოთქმა და ქვითინი ისმოდა.
მიწყნარდებოდა,
მაგრამ ისევ ისე გააგრძელებდა ტირილს და ცრემლებსაც არ იშურებდა.
მე დარეტიანებული დავყვებოდი დედაჩემს და იმასაც ვერ ვხდებოდი რას ვაკეთებდი.
ნანას და გენოს ბიძაშვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა,
მთელი ოჯახი ფეხზე დააყენა.
უფროსები ხან ვისთან რეკავდნენ,
ხან ვისთან.
მამაჩემი ანერვიულებული დადიოდა და ჩაწითლებულ თვალებს ხშირად ახამხამებდა.
ალბათ არ სჯეროდა მომხდარის.
მომეჩვენა თითქოს მისი ჭაღარა შეპარული თმა,
უფრო გაჭაღარავდა.
დედაჩემი გენოსაც და ნანასაც ამშვიდებდა.
გურამს ნამდვილად არ გამოსდიოდა თავისი ცოლის დამშვიდება.
ის ნანას ნივთებს ალაგებდა ჩანთაში მშვიდად და წყნარად.ბარბარე და მე ვცდილობდით გავრკვეულიყავით რამეში,
მაგრამ ვერაფერი გავიგეთ.
ვერაფერი გავიგეთ იქამდე,
სანამ ნანას დივანზე არ მიეძინა და მამაჩემმაც ნერვიულობა შეწყვიტა.
მათ გამოსაფხიზლებლად ნალექიანი ყავა გავაკეთე და ძლივს დავიმშვიდე თავი.
მამაჩემის ჯანმრთელობა მაშინებდა და ნამდვილად არ მინდოდა მას რამე მოსვლოდა.
სახლში წამლების საშინელი სუნი იდგა და ჰაერიც ძალიან ჩახუთული იყო.
ბარბარემ ფანჯრები გამოაღო ნანას შუბლიდან სველი ტილო მოაშორა.
ისეთი დაძაბული სიტუაცია შეიქმნა,
რომ რამის თქმას ვერც ვცდილობდი.
ჩემთვის ვიჯექი სავარძელში და თვალებს ვიზელდი.
გუშინდელი ღამე ისედაც ცუდად გავატარე და ეს უნდოდა ჩემს ტვინს?"როგორ მოკვდა?"-იკითხა თათამ და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა.
"ნასვამი იჯდა საჭესთან"-დედაჩემმა პასუხი სწრაფადვე გასცა და წყალი დალია.
თათა ჩემსკენ გადმოიწია და მომეხუტა.
ხელები მოვხვიე და თმაზე თითები გადავატარე.
ალბათ თათა განიცდიდა ამ კაცის სიკვდილს,
რადგან დედამისს სულ დაჰყვებოდა მასთან.
ხელები სულ გაყინული ჰქონდა და ცდილობდა ჩემი სხეულით გამთბარიყო.
მეც არ ვეწინააღმდეგებოდი და ვცდილობდი დამემშვიდებინა.
თათა ძალიან ემოციური იყო და სრულიად უცნობი ადამიანის სიკვდილიც წყვეტდა გულს.
ხელები ოდნავი ნერვიულობის დროსაც კი უკანკალებდა.
YOU ARE READING
ვნება თუ სიყვარული?
Short Story"უყურებს მის სხეულს და ვერ ხვდება. ვერ ხვდება ახლა რას გრძნობს. ვერ ხვდება მისი სხეული იზიდავს თუ სული? რას გრძნობს ის, ვნებას თუ სიყვარულს?" (დასრულებული) June,2020.